პოსტოპერაციული გაუვალობა - ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით, მე გწერდით თქვენ ოპერაციის შესახებ, რომელიც გართულდა დაჩირქებით, ახლა ავადმყოფს განუვითარდა ნაწლავების გაუვალობა, შესაბამისად მივიყვანეთ თავისსავე ოპერატორთან, მან დასვა დიაგნოზი ნაწლავების გაუვალობა, რამდენად საშიშია ეს და კიდევ რამდენად თანმდევია ეს დაავადება ამ ოპერაციასთან, შეგახსენებთ რომ გაკეთდა ოპერაცია ამოიკვეთა ნაღვლის ბუშტი და ჰქონდა პანკრეასი დანეკროზებული, ეს პრობლემა ახლა მოხსნილია, როგორც ქირურგი გვეუბნება, რომ არა ნაწლავების გაუვალობა.. გთხოვთ მიპასუხოთ, გმადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
პოსტოპერაციულ მუცელში, როგორც წესი ვითარდება შეხორცებითი გაუვალობა ,თუმცა შეიძლება იყოს სტრანგულაციაც, ანუ ნაწლავის შემოგრეხა ( გაუვალობას სხვადასხვა სახეები აქვს ), ან ინვაგინაცია.
ერთი ფორმაა გაუვალობის შემთხვევაში, რომლის პირდაპირი კავშირი ოპერაციასთან ვერ გაივლება, არის ობსტრუქციული გაუვალობა ,ანუ ისეთი ტიპის, როდესაც ნაწლავის სანათურში, შიგნით, ამა თუ იმ მიზეზით ,იქმნება გაუვალობის კერა.
სხვა შემთხვევებში, ძირითადად, გაუვალობის მიზეზი ჩატარებული ოპერაციაა.
ოპერაციების დროს, მუცლის ღრუს ანთებითი პროცესების შემდეგ, აგრეთვე ხანგრძლივი ოპერაციებისას, როდესაც დიდხანს არის მუცლის ღრუ ღია, იქმნება იმის წინაპირობა,რომ შემდგომში შეხორცებითი პროცესები ჩამოყალიბდეს.
პაციენტმა და შეკითხვის ავტორმა უნდა გააცნობიეროთ ,რომ შეიძლება ოპერატორმა თავი აარიდოს ასეთი პირდაპირი პასუხის გაცემას, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ ჩატარებული ოპერაციის და გაუვალობის კავშირზე ,არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება ,რომ ეს ქირურგის ბრალი შეიძლება იყოს .პირიქით ,ქირურგმა ჩაატარა რთული ოპერაცია ,რთულ პირობებში ,მაშინ როდესაც უკვე პანკრეასის ნეკროზი იყო განვითარებული და გადაარჩინა პაციენტი.
სამწუხაროდ ,ყველა შემთხვევის გართულების გარეშე ჩავლა არ ხდება ხოლმე.
კვლავინდებურად გირჩევთ, მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა