ნანემსარის გართულება - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს როგორ უნდა მოვიშორო ნანემსრისგან დარჩენილი ჩალურჯებები.ორი წლის წინ რკინადეფიციტური ანემიის გამო ვიკეთებდი ფერსინოლის ნემსებს,რომელმაც დამიტოვა მოყავისფრო ლაქები,რომელიც აღარ გადამდის და ხელით შეხებითაც მტკივა,იქნებ მირჩიოთ რამე,მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ნანემსარი უბნის გამაგრებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი ინფილტრატის განვითარებაა. ამ უკანასკნელს კი, და იმავე უბანში გაკეთებული ინექციები, ასეპტიკის წესების დაუცველობა და სხვა მრავალი ფაქტორი განაპირობებს.
გირჩევთ, მიმართოთ ქირურგს, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში, ექიმ–ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა