მოგესალმებით,
ლიმფოციტოზი, ანუ სისხლში ლიმფოციტების მაღალი შემცველობა გულისხმობს სისხლის თეთრი უჯრედების - ლიმფოციტების ნორმალურზე მეტ რაოდენობას. ლიმფოციტი იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია.ისინი ებრძვიან დაავადებებს, ამიტომაც ინფექციის პერიოდში სისხლში მათი რაოდენობის ზრდა ბუნებრივია.
იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ლიმფოციტოზის დიაგნოზს დასვამს, სიმპტომის მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგი:
- ინფექცია (ბაქტერიული, ვირუსული, სხვა);
- სისხლის ან ლიმფური სისტემის კიბო;
- აუტოიმუნური დაავადება რომელიც იწვევს მუდმივ (ქრონიკულ) ანთებას.
შესაძლოა, სწორედ აღნიშნული პათოლოგია იწვევდეს თქვენს ჩივილებს, თუმცა დიაგნოზის დასმა დისტანციურად, მხოლოდ ამ ანალიზების საფუძველზე არაკორექტული იქნება.
სასურველია ეწვიოთ ექიმ–სპეციალისტს, რომელიც შეკრებს ანამნეზს, მოისმენს თქვენს ჩივილებს და ჩაატარებს ფიზიკურ გასინჯვას.
ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სწორი ორიენტირის, რეკომენდაციების და მოქმედების გეგმის არჩევა.
უმჯობესია მობრძანდეთ კლინიკაში, გაიაროთ ქირურგთან უფასო კონსულტაცია და გაგცეთ ზუსტი პასუხი ანამნეზიდან გამომდინარე.
ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!