სავარაუდო ლიპომა - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა. წელზე ერთ თვეზე მეტია მაქვს უფერული ამობურცული და ხანდახან უსიამოვნო შეგრძნება მაქვს და შეიძლება საშიში იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა სავარაუდოდ შესაძლოა, ჩივილების გამომწვევი იყოს ლიპომა, იგივე ცხიმგროვა, რომელიც კანქვეშ ვითარდება, თუმცა ზოგჯერ უფრო ღრმადაც ჩადის. უმეტესად მას ტკივილი არ ახასიათებს, თუ ის ცოტა ღრმად (ბეჭებს შორის, ზურგზე, წელისა და საზარდულის არეში) ან ნერვთან ახლოს არ მდებარეობს.
ლიპომა ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად წარმოიშობა და მისი გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ის, ძირითადად, ცხიმების ცვლის რეგულირების მოშლასთანაა დაკავშირებული.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ქირურგთან, უფასო კონსულტაციის ფარგლებში, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
ვიზიტისას შეაფასებს სპეციალისტი თქვენს მდგომარეობას და გაგცემთ ამომწურავ პასუხს.
საჭიროების შემთხვევაში კი, დიაგნოსტირებაში ჩაერთვება ონკოლოგი.

უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა