ქოლეცისტექტომიის შემდგომი პერიოდი - ქირურგია

კითხვა: ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ რა ზომები უნდა მივიღო. კონკრეტული მკურნალობა ან დიეტა?
პასუხი:

მოგესალმებით,
ნაღვლის ბუშტი წარმოადგენს ღვიძლში წარმოქმნილი ნაღვლის რეზერვუარს. როცა ის ნორმალურად ფუნქციონირებს, ეხმარება ორგანიზმს ცხიმიანი საკვების მონელებაში.
ქოლეცისტექტომიის შემდეგ კი, პაციენტთა უმეტესობას სწორედ ცხიმის მონელების პრობლემა ექმნება, ამიტომ, პოსტოპერაციულ პერიოდში უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად და ქოლეცისტექტომიის შემდგომ პერიოდში, აუცილებელია სწორი კვება (დიეტა), რაც დაგეხმარებათ დისკომფორტის თავიდან აცილებაში და გაგიადვილებთ მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებთან შეგუებას.
ოპერაციის შემდგომ დღეებში უნდა მიიღოთ თხიერი საკვები, ჩაი და ორცხობილა.
თავი აარიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს, ცხიმიან ხორცს, რძეს, კარაქს, შოკოლადს.
პაციენტთა უმრავლესობა ერთ თვეში უბრუნდება კვების ნორმალურ რეჟიმს, თუმცა აუცილებელია ექიმთან მუდმივი კონტაქტი და მკურნალობის მიმდინარეობის კურსში ჩაყენება.
ჩვენს კლინიკაში, შესაძლებელია ყველა ტიპის ქირურგიული მანიპულაციის და ოპერაციის ჩატარება.
გასინჯვის დროს თქვენ მოგეცემათ ყველა რეკომენდაცია და განმარტება, შეირჩევა მკურნალობის მეთოდი და გეგმა.
კლინიკის აქციის ფარგლებში ქირურგთან უფასოდ შეძლებთ ვიზიტს, ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა