თიაქარპლასტიკა - ქირურგია

კითხვა: მაქვს თეთრი ხაზი თიაქარი მესაჭიროება ოპერაცია ბადის გამოყენებით კეთდება თუარა ეს ოპერაცია თქვენთან ვინ აკეთებს ფასიც მაინტერესებს რამდენით ფინანსდება ვარ სოციალურად დაუცველი
პასუხი:

მოგესალმებით,
თეთრი ხაზი არის მუცლის წინა კედელზე კუნთების მყესებისგან შექმნილი მკვრივი ზონარი. ჭიპის ზევით ჩნდება გამობერილობა, რომელიც თავისთავად არ ხორცდება.
ჩვენი კლინიკის ქირურგიის დეპარტამენტში ყველანაირი სირთულის ოპერაცია, მათ შორის, ცხადია, თიაქარპლასტიკა, წარმატებით ტარდება.
ოპერაციის მეთოდის გადასაწყვეტად კი, საჭიროა ქირურგთან კონსულტაცია.
ოპერაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, თუმცა კონკრეტულად რა თანხას დააფინასებს საყოველთაო, ამას დისტანციურად ვერ მოგახსენებთ.
შეგიძლიათ ისარგებლოთ, ჩვენს კლინიკაში ქირურგის უფასო კონსულტაციით, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
სადაც ქირურგი მენეჯერთან ერთად მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, ოპერაციულ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, გაგიმზადდებათ ფორმა 100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენი ოპერაციის ნაწილს.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26 

ქირურგის უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა