რენტგენოლოგიური კვლევა - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა, 3 წლის წინ ფეხი ამისრიალდა და ზუსტად მკერდის ქვემოთ ჩამოვარტყი, თავიდან არ მივაქციე ყურადღება, შემდეგ ტკივილმა შემაწუხა და ექოსკოპია გადავიღე, მითხრეს რომ დაბეჟილობა მქონდა უბრალოდ, მაგრამ დღემდე მტკივა და წვის შეგრძნება მაქვს შგნიდან, ვიზუალურად არაფერი მეტყობა. მაინტერესებს თუკი რაიმე განვითრდა (ვგულისხმობ სიმსივნეს ან რაიმე მსგავსს) ისევ რომ გადავიღო ექოსკოპია თუკი რამეა გამოჩდება? ან თქვენი ვარაუდით რა შეიძლება მჭირდეს რომ შესაბამისი გამოკვლევები ჩავიტარო?
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში რთულია დიაგნოსტირება. თუმცა, დაბეჟილობის შედეგად, სიმსივნე არ ვითარდება.
გირჩევთ , მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და ჩაიტაროთ კონსულტაცია გულმკერდის ქირურგ ზაზა ლომიძესთან. მისი გადაწყვეტილებით შესაძლოა დაგენიშნოთ გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია.
დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ დაგენიშნებათ სათანადო მკურნალობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა