მოგესალმებით,
ტექსტში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ღვიძლის ჰემანგიომა;
- ჰემანგიომის ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშიშროება;
- რა შემთხვევაში დგება ოპერაციული მკურნალობის საჭიროება;
- რა დროს ხდება დინამიკაში დაკვირვება;
- რა არის დისპეფსია;
- რის შედეგად წარმოიქმნება დისპეფსია;
- მკურნალობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
ღვიძლის ჰემანგიომა თანდაყოლილი დაავადებაა. ის კეთილთვისებიანი სიმსივნეა და სიხშირით პირველ ადგილს იკავებს ღვიძლის სიმსივნეებს შორის.
ექიმები მას სისხლძარღვოვან მალფორმაციასაც ვეძახით.
შეძენილი ჰემანგიომა არ არსებობს, ის ყოველთვის თანდაყოლილია. თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია.
ღვიძლის მცირე ზომის ჰემანგიომა, ასიმპტომურია, შესაძლოა, მთელი ცხოვრება ჰქონდეს პაციენტს და არაფერი დაუშავოს. არც ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშიშროება არსებობს.
ოპერაციული მკურნალობის საკითხი დღის წესრიგში მაშინ დგება, როცა განსაკუთრებით დიდი ზომის ჰემანგიომასთან გვაქვს საქმე, რადგან ამ დროს მისი გახეთქვის საშიშროებაც დიდია.
ოპერაციის კიდევ ერთი ჩვენება ჰემანგიომის ზედაპირულად მდებარეობაა. თუ წარმონაქმნი ზედაპირულად მდებარეობს, ტრავმის დროს მისი გახეთქვის საფრთხეც, ბუნებრივია, მეტია.
დასაზუსტებელია, თქვენს შემთხვევაში, რა ზომის ჰემანგიომაა?
მცირე ზომის ჰემანგიომის შემთხვევაში დაკვირვება და გეგმური ულტრაბგერითი კვლევები სავსებით საკმარისია.
დისპეფსია
ეს საჭმლის მონელების უპირატესად ფუნქციური ხასიათის დარღვევების კრებითი ტერმინია, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც პათოლოგიური მდგომარეობა ვითარდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობის და ხანგრძლივად არარაციონალური კვების შედეგად. წარმოიქმნება საკვებში უპირატესად ცილოვანი პროდუქტების გამოყენებით, განსაკუთრებით ცხვრის, ღორის ხორცის მიღებით, რომლებიც ნელა გადამუშავდებიან ნაწლავში ცხიმოვან დისპეფსიას იწვევს ძნელად გადასამუშავებელი, განსაკუთრებით ძნელლღობადი ცხიმების გამოყენება. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული ფუნქციის დარღვევა აძნელებს საკვების ნორმალურ გადამუშავებას და ხელს უწყობს დისპეფსიის განვითარებას.
მკურნალობის მეთოდის განსაზღვრის თვალსაზრისით, გირჩევთ მომართოთ ჩვენს კლინიკაში ქირურგს. რომელიც მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას მკურნალობის შესახებ.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/qirurgia/26
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!