მოგესალმებით,
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს კუდუსუნის კისტის, იგივე დერმოიდული კისტის შესახებ, რომელიც კუდუსუნის ნაკეცის არეში კანქვეშ დარჩენილი ეპითელიუმით ამოფენილი არხია, სადაც შემდგომში შეიძლება ჩაიზარდოს ბეწვი, დაგროვდეს ცხიმოვანი ან საოფლე ჯირკვლების სეკრეტი, მოხდეს დაინფიცირება.
ზოგადად, ქირურგიული მკურნალობის დროს მთლიანად იღებენ ეპითელურ არხს ირგვლივ მდებარე პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილებით, ინფილტრატებით და ფისტულებით, შესაბამისად ლაზერული ოპერაცია ასეთ დროს არ ტარდება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც დაზუსტება დეტალები და ექიმი–სპეციალისტი თავად მოგაწოდებთ ინფორმაციას, მკურნალობის მეთოდის შესახებ.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26
ქირურგთან უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ ხუთშაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !