მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- სიმპტომები ნაღვლის ბუშტის დაავდების დროს;
- ზურგის ტკივილის გამომწვევი მიზეზი;
- აქცია – მუცლის ღრუს ექოსკოპია და ქირურგის კონსულტაცია,
მოგახსენებთ, რომ ბუშტის გარდა სანაღვლე სისტემაში შედის ღვიძლის სადინარები, ბუშტის სადინარი და საერთო ნაღვლის სადინარი.
ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს ძირითადად გამოიხატება შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში;
- შებერილობა;
- შეკრულობა;
- დიარეა;
- გულისრევა;
- ზოგადი სისუსტე;
- მადის დაქვეითება;
- კანის საფარველის სიყვითლე;
- ძილის დარღვევა.
ზურგის ტკიივილთან მისი პირდაპირი კავშირი, არ იკვეთება.
ზურგის ტკივილი, ბოლო დროის საკმაოდ გავრცელებული ჩივილია და ძირითადად იმ პაციენტებს აწუხებს, ვისაც ცხოვრების მჯდომარე წესი აქვთ. თუმცა, შესაძლოა გამოხატული იყოს იმ პირებშიც, ვისაც საოფისე სამუშაო აქვს – კომპიუტერთან საათობით ჯდომა უწევს და მით უმეტეს,მაგიდასთან არასწორად ზის.
ზურგის ტკივილის განმაპირობებელი მიზეზები გახლავთ:
- ტრავმა;
- დისკის თიაქარი
- დისკის გამოვარდნა;
- ზურგის კუნთების სპაზმი;
- სკოლიოზი (ხერხემლის გამრუდება);
- თირკმლის კენჭოვანი დაავადება;
- ენდომეტრიოზი;
- ფიბრომიალგია;
- ართრიტი.
კონკრეტულ შემთხვევაში, რა არის თქვენი ჩივილის გამომწვევი მიზეზი, დისტანციურად პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
ზუსტი დიაგნოსტირების თვალსაზრისით, შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით - მუცლის ღრუს ექოსკოპია და ქირურგის კონსულტაცია, მხოლოდ 15 ლარად! ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/moculobiti-warmonaqmni-da-diskomforti-muclis-wina-kedelze-shesadzloa-tiaqarze-miganishnebdet-gtavazobt-eqoskopias-da-qirurgis-konsultacias-15-larad/31430
უშუალო ვიზიტისას დახმარებას გაგიწევთ ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი გიგო ფიჩხაია.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!