მოგესალმებით,
მწვავე აპენდიციტი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული დაავადებაა –მოსახლეობის 35-40%-თან გვხვდება.
აპენდიციტი ჭიაყელა დანამატის მწვავე ანთებაა, რომელსაც დანამატის სანათურის დახშობა იწვევს. თავად სანათურს უმეტესად განავლოვანი ქვები ახშობს, იშვიათად – ჰელმინთები და უცხო სხეული.
აპენდიციტი გაურთულებელიც შეიძლება იყოს და გართულებულიც – გააჩნია, დროულად დაისმება თუ არა დიაგნოზი და დაიწყება თუ არა მკურნალობა.
თუ კომპლექსურმა გამოკვლევამ მწვავე აპენდიციტი დაადასტურა, იწყება წინასაოპერაციო მომზადება, ვინაიდან ქირურგიული ჩარევა, ანთებადი ჭიანაწლავის ამოკვეთა, მწვავე აპენდიციტის მკურნალობის ერთადერთი გზაა.
აპენდექტომია ორგვარია – ღია და ლაპარასკოპიული.
მიუხედავად იმისა, რომ აპენდექტომია ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ქირურგიული ოპერაციაა, გართულების რისკი მასაც ახლავს თან.
გაურთულებელ შემთხვევაში ,აპენდექტომიის შემდეგ მუცელი ყრუდ იხურება, ხოლო თუ აპენდიქსმა პერფორაცია განიცადა – მისი მთლიანობა დაირღვა და განვითარდა ჩირქოვანი ადგილობრივი ან გავრცობილი პერიტონიტი, ტარდება მუცლის ღრუს დრენირება.
დრენირების ჩვენებაა არადამაჯერებელი ჰემოსტაზიც (სისხლდენის შეჩერება).
გირჩევთ, მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს .
ვიმედოვნებთ, კლინიკა სადაც თქვენ იმყოფებით სარგებლობს თანამედროვე გაიდლაინებით და ითვალისწინებს პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობის მეთოდებს, რაც საშუალებას იძლევა პაციენტი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ წესს. მაქსიმალურად ეფექტურად იქნეს გამოყენებული მკურნალობის შესაძლებლობები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯაბა! ჩემ მშობელს გაუკეთეს ბრმანაწლავის ოპერაცია 5 დღეა სასწრაფო ოპერაცია ექიმა გვითხრა რომ ჩირქით იყო სავსე და ამ ჩირქმა დააზიანა გარე მიდამოები რის გამოც ნაწლავის პატარა მონაკვეთის მოკვეთა გახდა საჭირო.ამ წუთას მუცელი აქვს შემობერილი და სიცხე აკვს 38.ექიმმა შემობერვა კი იცისო მარა მთლად ასე არაო ძალიან გთხოვთ მომწერეთ ეს სიმპტომები ნორმალურია თუ არა? დიდი მადლობა.
პასუხი: