ბარძაყის თიაქარი - ქირურგია

კითხვა: თიაქარი მაქვს ბრმანაწლავის ქვემოთ.
პასუხი:

ზოგადად მოგახსენებთ,
მუცლის თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა. თიაქარი – ეს არის მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოს კანქვეშ გამოსვლა ბუნებრივი ან შეძენილი ხვრელიდან. ანატომიური ლოკალიზაციის მიხედვით ის შეიძლება იყოს საზარდულისა, ბარძაყისა, თეთრი ხაზისა, ჭიპისა და პოსტოპერაციული, ვენტრალური.
ბარძაყის თიაქარი ყოველთვის შეძენილია. დაზიანების ხასიათით და სიმპტომებით ჰგავს საზარდულის თიაქარს. ამ დროს პაციენტი უჩივის მუცელში სიმძიმის შეგრძნებას, ცვალებადი მოცულობის შებერილობას, რომელიც წოლისას ქრება. წესისამებრ, ეს ნიშნები დაძაბულობის ან ხველის დროს ვლინდება. დაავადება იწყება სიმძიმის აწევის ან დაძაბულობის შემდეგ აღმოცენებული ტკივილით, რამდენიმე დღის შემდეგ კი მუცლის შებერილობა ვითარდება.
მკურნალობა ნებისმიერი სახის თიაქრის დროს ოპერაციულია, ვინაიდან ყოველთვის არსებობს მისი ჩაჭედვის საშიშროება.
ჩაჭედილი თიაქრის დროს მომჭერი რგოლი მჭიდროდ ეკვრის მას და უჭერს, რის გამოც შესაძლოა მკვებავი სისხლძარღვი დაიხშოს და შიგთავსის სისხლმომარაგება დაირღვეს. ამას ორგანოს ნეკროზი მოჰყვება, რაც, თავის მხრივ, უამრავ გართულებას იწვევს. შესაძლოა განვითარდეს განგრენა და პერიტონიტი, რაც, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ქირურგიული გართულებაა.
თუ გიგანტურ თიაქართან არ გვაქვს საქმე, პაციენტები, წესისამებრ, ოპერაციის მეორე დღესვე ეწერებიან კლინიკიდან. არის შემთხვევები, როცა 2-3 საათში დგებიან და სახლში წასვლას ითხოვენ.
პოსტოპერაციულ პერიოდში ჩვენ ყველა პაციენტს ვაძლევთ მითითებას სპეციალური რეჟიმის დაცვის თაობაზე, რათა თავიდან ავიცილოთ რეციდივი ან სხვა სახის გართულება: არ შეიძლება სიმძიმის აწევა, ასევე აუცილებელია იმ ფაქტორების აღმოფხვრა, რომლებიც მუცელშიდა წნევის მატებას იწვევს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ზოგად ქირურგთან კონსულტაციაზე, საჭირო ლაბორატორიულ–კლინიკური კვლევების შემდეგ, შეფასდება მდგომარეობა და მკურნალობის მეთოდზეც, რომელიც იქნება ინდივიდუალური და თქვენზე მორგებული, მოგახსენებთ თავად სპეციალისტი. ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, თავად ქირურგი გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავად.
ზოგად ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გამოაგზავნეთ შეკითხვა