მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის შეხორცებითი გაუვალობა;
- შეხორცებითი გაუვალობის გამომწვევი მიზეზები;
- შეხორცებითი გაუვალობის მკურნალობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
შევეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. შეხორცებითი გაუვალობა, ეს არის აბდომინური (მუცლის ღრუს) ფიბროზული ჭიმები, რომელიც ვითარდება ორგანიზმში როგორც დამცავი რეაქცია ანთებით პროცესთან მიმართებაში.
ეტიოლოგიური მიზეზები შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:
- პოსტინფექციის შემდგომი მიზეზები;
- პოსტოპერაციული მიზეზები;
- სხივური თერაპიის შემდგომი შეხორცებები.
პათოლოგიის ფორმირება შეიძლება დაიწყოს ოპერაციის შემდეგ რამდენიმე საათის განავლობაში, იგი ნაწლავის ობსტრუქციის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
სტრანგულაციის მქონე პაციენტებში შესაძლებელია უსაფრთხოდ განხორციელდეს არაოპერაციული მართვა და მილით დეკომპრესიის მცდელობა, კონსერვატიული მართვის უშედეგობის შემთხვევაში კი, მიზანშეწონილია ლაპაროსკოპიული მიდგომა, ღია ჩარევის ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობით. გასათვალისწინებელია, რომ განმეორებითმა ლაპარატომიამ (ოპერაცია ღია წესით) შეიძლება, გააუარესოს შეხორცებების ფორმირების პროცესი და მათი სიმძიმე. შესაბამისად, აუცილებელია, შეხორცებების სიმძიმის შეფასება ქირურგთა ჯგუფის მიერ, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ალგორითმების და კონსერვატული მკურნალობის ფოკუსური ჩვენებებისა და უსაფრთხოების, ასევე, ლაპაროსკოპიის, ან ლაპარატომიის ჩვენებების შემუშავების მიზნით.
ზოგადად, თუ არ მიმდინარეობის პათოლოგიის დინამიკაში დაკვირვება კომპიუტერული ტომოგრაფიითა თუ სხვა შესაბამისი კლინიკური მეთოდით, ასევე, არ არის ჩართული სპეციალისტი და არ მეთვალყურეობს მდგომარეობას, ასეთ შემთხვევაში, შეხორცებითი გაუვალობის რეციდივის შანსები 60%-დან 70%-მდეა, თუმცა, რა თქმა უნდა, რისკ-ფაქტორი, ყველა პაციენტში სხვადასხვაა.
ჩვენს კლინიკაში, პაციენტის ზოგადი მდგომარების ფონის გაუმჯობესება ნებისმიერი პრაქტიკული მართვის და თანამედროვე გაიდლაინის მთავარი საკითხია, ამიტომ, გირჩევთ, მკურნალობის დასაგეგმარებლად მობრძანდეთ ქირურგთან კონსულტაციაზე, რომელიც მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, დაგინიშნავთ პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობას და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/qirurgia/26
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!