კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს დედას ტკივილები ქონდა მუცლის და თირკმელების ექიმთან წაიყვანეს და ეხო რომ გაკეთდა ექიმმა უთხრა რომ სითხე აქვს მუცელში და ეჭვობენ ცეროზს თუმც არანაირი სიმპტომი ცეროზის არ აქვს,ან ბე და ცე პატიტი ხომ უნდა ქონდეს ანალიზს ხომ უნდა ეჩვენა მსგავსი ?შეიძლება სითხის ჩადგომის სხვა მიზ ეზი არსებობდეს?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ასციტი;
  • როდის ვლინდება;
  • მკურნალობა.

მუცლის ღრუში სითხის დაგროვებას, სამედიცინო ტერმინოლოგიით, ასციტი ეწოდება. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი, ღვიძლის ციროზის დროს პორტული ჰიპერტენზიაა.
კლინიკურად ასციტი მუცლის ღრუში 1 ლიტრზე მეტი სითხის არსებობის შემთხვევაში ვლინდება.
მუცლის ღრუში სითხის შესამცირებლად გამოიყენება შარდმდენი საშუალებები, ალდოსტერონის ანტაგონისტები, საჭიროა წყალმარილოვანი ცვლის კორექცია და პორტული ჰიპერტენზიის შემცირება. მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობისას, სითხე შეიძლება ამოღებულ იქნეს პუნქციით - ლაპაროცენტეზით (აბდომინური პარაცენტეზი).

asciti


პათოლოგიის პროგრესირება შესაძლებელია არამხოლოდ ჰეპატიტების, არამედ ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის დროსაც.
ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის განვითარების პირველ ეტაპზე ღვიძლში ხდება ჭარბი ცხიმის დაგროვება, რასაც შეიძლება თან ახლდეს ღვიძლის ქსოვილის ანთება (სტეატოჰეპატიტი). დროთა განმავლობაში ანთებითი ღვიძლი შეიძლება დანაწიბურდეს (ციროზი) და ასევე განვითარდეს კიბო ან ღვიძლის უკმარისობა.
შესაბამისად, მდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა და საჭიროებს კვალიფიციური სპეციალისტის ჩართულობას. ამიტომ გირჩევთ, მიჰყვეთ მკურნალი ექიმის დანიშნულებასა და რეკომენდაციებს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა