მოციმციმე არითმია, საყლაპავის თიაქარი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა. პერიოდულად მეწყება მოციმციმე არითმია, მხოლოდ კორდარონის გადასხმა მშველის სხვა არაფერი, ყოველდღე მაქვს ისეთი შეგრძნება თითქოს მუცლის ღრუდან გულმკერდისკენ რაღაც ძალიან მაწვება და სუნთქვა მიძნელდება, ხან შუადღიდან საღამომდე მაწვალებს თუმცა ჰაერის უკმარისობა არ მაქვს, ცოტახის წინ დამიდგინეს საყლაპავის თიაქარი, ეამლები ვსვი, მაგრამ უშედეგოდ. თუ შეიძლება მითხარით საყლაპავის თიაქარს თუ შეუძლია მოციმციმე არითმია გამოიწვიოს ან სუნთქვის გაძნელება. გმადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,

თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის მოციმციმე არითმია;
  • მოციმციმე არითმიის ფორმები;
  • მოციმციმე არითმიის მკურნალობა;
  • რა არის საყლაპავის თიაქარი;
  • საყლაპავის თიაქრის სიმპტომები;
  • საყლაპავის თიაქრის მკურნალობა.

მოციმციმე არითმია  გულის რიტმის დარღვევაა, რომლის დროსაც წინაგულთა შეკუმშვა არ არის კოორდინირებული გულის პარკუჭების შეკუმშვასთან, რის შედეგადაც გულისცემა არარეგულარული, არითმული ხდება, ყოველივე ამის გამო კი, ორგანიზმისთვის სისხლის მიწოდება უარესდება,ხოლო ამან კი,  შესაძლოა,  წინაგულში თრომბის ფორმირება გამოიწვიოს, თრომბი მოწყდეს და სისხლის ნაკადთან ერთად თავის ტვინის, ფილტვის ან ქვემო კიდურების არტერიათა სისტემაში მოხვდეს.

 

 saylapavis_tiaqari

 

 

 

განასხვავებენ მოციმციმე არითმიის პაროქსიზმულ და ქრონიკულ ფორმებს. პირველი მცირე ხანს გრძელდება და გაივლის, ხოლო მეორე მუდმივია.

მოციმციმე არითმიის მკურნალობა ითვალისწინებს გულის ნორმალური რითმის აღდგენას, როცა ეს შეუძლებელია - გულის შეკუმშვათა სიხშირის კონტროლს. გარდა ამისა, მოციმციმე არითმიის მკურნალობის მნიშვნელოვანი მომენტია თრომბოზის თავიდან აცილება.

როგორც მოგვითხრობთ, დიაგნოსტირებული გაქვთ საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრი.  ეს არის დიდი კუნთი, მის შეკუმშვა-მოდუნებაზე ბევრად არის დამოკიდებული სუნთქვის პროცესი.  მისი გაფართოებისას, საყლაპავის ის მონაკვეთი, რომელიც მუცლის ღრუში უნდა ჩადიოდეს ან კუჭის ნაწილი, გულმკერდის ღრუსკენ გადაინაცვლებს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოიხატოს:

  • დისფაგია - ყლაპვის გაძნელება;
  • ძლიერი ტკივილი გულმკერდში;
  • ობსტრუქცია - საყლაპავის დახშობა;
  • რეფლექტორული სტენოკარდია;
  • არითმიების რამდენიმე ტიპი.

საყლაპავის თიაქრის მკურნალობა შესაძლებელია, როგორც მედიკამენტურად, ისე  ქირურგიული ჩარევით.

 aritmia

როგორც უკვე მოგახსენეთ, დიახ, საყლაპავის თიაქარმა შესაძლოა, გამოიწვიოს არითმია, თუმცა, თქვენს შემთხვევაში, გამომწვევ მიზეზს გადაჭრით ვერ დავასახელებთ.

საჭიროა, კონსულტაცია გაიაროთ როგორც გასტროენტეროლოგთან, ისე ქირურგთან. ამ მიზნით, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ჩვენი მრავალპროფილური კლინიკის შესაძლებლობებითა და აქციებით, რომლის ფარგლებშიც ქირურგთან კონსულტაციას და ექოსკოპიის ჩატარებას, მხოლოდ 15 ლარად შეძლებთ, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/moculobiti-warmonaqmni-da-diskomforti-muclis-wina-kedelze-shesadzloa-tiaqarze-miganishnebdet-gtavazobt-eqoskopias-da-qirurgis-konsultacias-15-larad/31430

უშუალო ვიზიტისას დახმარებას გაგიწევთ ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი გიგო ფიჩხაია.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა