ნაღველის ტკივილი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა, ნაღველის ტკივილის დროს რას მირჩევთ რო დავლიო და ამ ტკივილს ღებინება რო მოყვება
პასუხი:

მოგესალმებით,
ნაღვლის ბუშტი ღვიძლის მარჯვენა წილის ქვეშ მდებარე მსხლის ფორმის ღრუ ორგანოა. როდესაც ის ნაღვლის წვენით გადაივსება 8 –10 სმ სიგრძემდე და 4 სმ სიგანემდე იზრდება ზომაში.
პაციენტთა 80%–ს არავითარი სიმპტომი არ აღენიშნება ნაღველკენჭოვანი დაავადების შემთხვევაში, მაგრამ პრობლემა იჩენს თავს როდესაც ვლინდება ძლიერი, ინტენსიური ტკივილი, ლოკალურად.
ტკივილს პაციენტები უმეტესად აღწერენ როგორც გამჭოლს, თითქოს ხანჯლის ჩაცემის მსგავსს. ტკივილი უხშირესად ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ იწყება, რადგან, ცხიმი იწვევს ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის სეკრეტის გადასროლას.
ტკივილი რამდენიმე საათით გრძელდება და შეიძლება თან სდევდეს ღებინება.
.ამ შემთხვევაში დისტანციაზე რაიმე რჩევის მოცემა არაკორექტულია, გირჩევდით კლინიკაში მოსვლას და ქირურგის კონსულტაციის მიღებას.
გაცნობებთ, რომ კლინიკაში მოქმედებს აქცია – უფასო კონსულტაციის დღეები. საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტი დაგინიშნავთ სათანადო კვლევებს პათოლოგიის არსის დასაზუსტებლად.
სასურველია კონსულტაციისათვის წინასწარ ჩაწერა ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა