მოგესალმებით,
პროსტატის ,ანუ წინამდებარე ჯირკვლის ანთების დროს შესაძლოა გამოვლინდეს ისეთივე სიმპტომები, როგორიც დამახასიათებელია საშარდე გზების ინფექციისთვის.
ხშირ შემთხვევაში პროსტატიტის გამომწვევია ბაქტერიის ტიპი, რომელიც იწვევს საშარდე გზებისა და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს.
პროსტატიტი საკმაოდ ხშირი მდგომარეობაა და მისი დაგვიანებული მკურნალობის დროს ,შესაძლოა ქრონიკული სახე მიიღოს.
მწვავე პროსტატიტის სიმპტომებია:
- ციებ–ცხელება;
- ტკივილი მენჯში, გენიტალიებში;
- სისხლი შარდში;
- კანკალი;
- ტკივილის შეგრძნება შარდვისას;
- შარდვის სიხშირის ზრდა;
- შარდის უსიამოვნო სუნი;
- ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის მოქმედებისას;
- ტკივილი ეაკულაციის დროს;
- შარდვის გაძნელება.
მდგომარეობას თავი რომ დააღწიოთ უნდა გაითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაცია. მკურნალობის კურსთან ერთად სასურველია სახლში რიგი ფაქტორების გათვალისწინება, მაგალითად:
- მიიღეთ თბილი შხაპი;
- მოერიდეთ აქტივობას, რომელიც პროსტატას გააღიზიანებს, მაგალითად, არაა სასურველი ველოსიპედით სეირნობა;
- უარი თქვით ალკოჰოლზე;
- კვების რაციონიდან ამოიღეთ ან შეზღუდეთ ცხარე სანელებლიანი კერძები;
- მიიღეთ უკოფეინო სითხე.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეს ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
ექიმი–სპეციალისტი შეაფასებს ზოგად მდგომარეობას, საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კველვების შემდეგ კი დაგინიშნავთ მკურნალობას.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !