გამარჯობა! უმჯობესია სხვა მეთოდებით დაიკლოთ წონაში , ჩვენ ამ პროდუქტზე რეკომენდაციას ვერ მოგცემთ ,ზოგად ინფორმაციას კი გაგაცნობთ . აღნიშნული გასახდომი საშუალებაა, თუმცა ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში ასევე გამოიყენება, როგორც გამაჯანსაღებელი საშუალება.
როგორც გამოსაფხიზლებელი საშუალება ყავის კონკურენტია, მაგრამ არ ახასიათებს ყავის მსგავსი უკუჩვენებები. ამაზონური გუარანას ნაყოფის ფხვნილი არ აღიზიანებს კუჭს, არ იწვევს გულის არითმიას და მოქმედებს ყავაზე გაცილებით დიდხანს.
გუარანას მცირე დოზა მოგიხსნით თავის ტკივილს, გაგანთავისუფლებთ ართრიტის, დიარეასა და ბახუსისგანაც კი.
გუარანას ნაყოფი სხვა სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად, შეიცავს B, E და A ვიტამინებს.
ფიზიკური ვარჯიშის დროს, "თხევადი წაბლის" გარკვეული დოზის მიღებით მაქსიმალურ ეფექტს მიიღებთ, სწრაფად დაიკლებთ წონაში და გამოჯანმრთელდებით.გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობათ გთხოვთ მიპასუხოთ ექიმი დიეტოლოგი ალექსანდრე მჟავანაძე ერთ ერთ სტატიაში რეკომენდაციას უწევს ე.წ ჟიდკი კაშტანს ანუ ამაზონიის გუარინა როგორც მე ვიცი ეს ცხენის წაბლია.მაინტერესებს ეს საშუალება ნადვილად უსაფრთხოა თუ არა ჯანმრთელობისთვის რომელიც წონის კორექციისთვის გამოიყენება?ვენდოტ ბატონ ალექსანდრეს?
პასუხი: