ყბის ძვლის განლევა - ესთეტიკური მედიცინა

კითხვა: გამარჯობა მე გავიკეთე ოპერაცია ზედა და ქვედა ყბის სიმსივნური წარმონაქმნები ოპერაციის შემდეგ გავიკეთე ზედა და ქვედა ყბის 3დ გამოკვლევა და დადგინდა რო ძვლები აღარ მქონდა გამქრალიყო და ვერაფერს ვერ ვიკთებ ვერც იმპლანტს და ვერც პროტეზზს გთხოვთ მითხრათ რამ გამოიწვია ძვლის გაკრობა და რა შეიძლება გავაკეთო წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ძვლის განლევის უმთავრესი მიზეზი კბილების ნაადრევად დაკარგვაა. დაკარგული კბილის ადგილას ალვეოლურ მორჩსა და ყბის ნაწილს ფუნქცია ეკარგება და განილევა.
ყბის ძვლის რეკონსტრუქციის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია კომბინირებული ტრანსპლანტაცია.
როცა პაციენტს გადაუნერგავენ თავისივე ძვლოვანი ქსოვილის დაქუცმაცებულ, ჰიდროქსიაპატიტში ან მის რომელიმე წარმოებულში არეულ ნაწილებს.
ესთეტიკური იმპლანტაცია მოწოდებულია ყბის ძვალზე არსებული მცირე და საშუალო ზომის დეფექტების აღმოსაფხვრელად. 6 თვის შემდეგ უკვე შესაძლებელია მასში დენტალური იმპლანტანტის შეყვანა.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არ არის დაკავებული პლასტიკურ–ესთეტიკური ქირურგიით, აქედან გამომდინარე რთულია ამომწურავი პასუხის გაცემა.
რეკომენდაციისათვის, უმჯობესია მიმართოთ შესაბამის კლინიკებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა