ზურგის და კისრის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: ძალიან მტკივა ხერხემალიდა ზურგი მაქვს ხელების დაბუჟება მარჯვენახელი თითქმის გამიჩერდა თავს ვერ ვამოძრავებ მარჯვენა მხარეს მხარზე მაქვს მარილები დაგროვილი ბურთივით გამომივიდა რას მირჩევთ ცოტა ტკივილი რომ შემისუბუქდეს
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა განაპირობებს ზურგის ტკივილს;
  • რა განაპირობებს კისრის ტკივილს;
  • რა ფუნქცია აკისრიათ კისრის კუნთებს;
  • მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია – აქცია.

zurgis_tkivili

ზურგის ტკივილი, ბოლო დროის საკმაოდ გავრცელებული ჩივილია და ძირითადად იმ პაციენტებს აწუხებს, ვისაც ცხოვრების მჯდომარე წესი აქვთ. თუმცა, შესაძლოა გამოხატული იყოს იმ პირებშიც, ვისაც საოფისე სამუშაო აქვს – კომპიუტერთან საათობით ჯდომა უწევს და მით უმეტეს, მაგიდასთან არასწორად ზის.
ზურგის ტკივილის განმაპირობებელი მიზეზები გახლავთ:

  • ტრავმა;
  • დისკოს თიაქარი
  • დისკის გამოვარდნა;
  • ზურგის კუნთების სპაზმი;
  • სკოლიოზი (ხერხემლის გამრუდება);
  • თირკმლის კენჭოვანი დაავადება;
  • ენდომეტრიოზი;
  • ფიბრომიალგია;
  • ართრიტი.

კისრის ტკივილის პრობლემას კი, ადამიანთა უმრავლესობა აწყდება.
კისრის ტკივილი ყველაზე ხშირად წარმოიქმნება კუნთებში:

  • კისრის კუნთები;
  • ტრაპეციული კუნთი;
  • ბეჭის ამწევი კუნთი;
  • კიბისებრი კუნთი.

ისინი გარდა იმისა, რომ ამოძრავებენ და იმაგრებენ თავს, ხელის მოძრაობაშიც იღებენ მონაწილეობას.
კისრის მიდამო, პაციენტს შეიძლება სტკიოდეს ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის შემდეგ (მჯდომარე სამუშაო).
კისერში ტკივილის სიმპტომის გაჩენას ხელს უწყობს ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი, კისრის კუნთების დაჭიმულობა და გადატვირთვა და ა.შ.
ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, რომელზეც კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/uprecedento-aqcia-gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias/20575

დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს ჩვენი მხრიდან არაეთიკური და არაპროფესიული იქნება. გთხოვთ, თავი აარიდოთ თვითმკურნალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, მიიღოთ უკუშედეგი ან გაიუარესოთ მდგომარეობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა