კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი გაშლილია 27 საწოლზე, აქედან კრიტიკულ მდგომარეობათა სექცია 16 საწოლზე, ინტენსიური თერაპიის სექცია 11 საწოლზე, კარდიოქირურგიის ინტენსიური კი – 3 საწოლზე.

დეპარტამენტში საშუალოდ, თვეში მკურნალობს 120 პაციენტი. დეპარტამენტში ძირითადად მკურნალობენ კრიტიკულ და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები.  

კლინიკის მრავალპროფილურობიდან გამომდინარე, დეპარტამენტში სიმძიმის ხარისხის შესაბამისად უტარდებათ მკურნალობა აპარატული ან არააპარატული მხარდაჭერით როგორც ნებისმიერი პროფილის, კრიტიკულ და გადაუდებელ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს,  ასევე პაციენტებს პოსტოპერაციულ პერიოდში.

ოპერაციათა სპექტრი ფართოა, აქედან გამომდინარე, განსხვავებულია პოსტოპერაციულ პაციენტთა პროფილიცა და სიმძიმის ხარისხიც.

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგს, შენარჩუნებასა და ჩანაცვლებას. დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის რესპირატორებით, ინვაზიური და არაინვაზიური მონიტორებით, დიალიზის აპარატით და ა.შ.

წარმატება განპირობებულია მკურნალობის ხარისხით, პერსონალის პროფესიონალიზმით, დისციპლინით, გუნდურად მუშაობის უნარით.

ექიმები

სიახლეები