სისხლის ბანკის ფუნქციებში შედის დონორული სისხლის მიღება, გადამუშავება, სკრინინგული (ჰეპატიტი, B, C, AIV ინფექცია, სიფილისი) და კლინიკური (სისხლის საერთო, ჯგუფი, რეზუს კუთვნილება, ფენოტიპირება და KeLL ფაქტორი) კვლევა, შემდგომ კი სისხლის კომპონენტებით კლინიკის უზრუნველყოფა.
სისხლის ბანკი – ტექნიკური აღჭურვილობა
ბანკი აღჭურვილია „ფრეზენიუსის“ წარმოების მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სისხლის სეპარირების აპარატით სახელწოდებით „ამიკუსი“.
კლინიკის სისხლის ბანკი და ულტრათანამედროვე აპარატი საშუალებას გვაძლევს, რეციპიენტს მივაწოდოთ თრომბოციტების შემთხვევაში იმ რაოდენობის დოზა, რაც სხვა დროს რამდენიმე დონორისგან მზადდებოდა და ამისთვის მხოლოდ 200 მილილიტრი პლაზმის მოცულობაა საკმარისი.
სისხლის ბანკი – რატომ არის სასარგებლო ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დონაცია?
კლინიკაში დონაცია სასარგებლოა როგორც რეციპიენტისთვის, ისე თავად დონორისთვის.
„ამიკუსის“ საშუალებით დონორი არა მხოლოდ სხვის სიცოცხლეზე ზრუნავს, არამედ საკუთარ ჯანმრთელობას იუმჯობესებს. თრომბოკონცენტრატის დამზადების პროცედურა თერაპიული პლაზმოფერეზის სეანსს უტოლდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკში გამოყენებული მეთოდები ინოვაციურია. საქართველოს კლინიკებს შორის ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის კომპონენტების მისაღებად საჭირო დანადგარი ყველაზე თანამედროვეა.
სისხლის ბანკში მიმდინარე პროცესები რობოტიზირებულია
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკში მიმდინარე პროცესები არის რობოტიზირებული და უაღრესად დახვეწილი. აპარატი საშუალებას იძლევა, დამზადდეს ფუნქციურად ძლიერეფექტური სისხლის კომპონენტები, კერძოდ, თრომბოკონცენტრატი და ერითროციტული მასა. ამასთან, მზადდება სისხლის პლაზმა და ღეროვანი უჯრედები.
როგორი პირობები დახვდება სისხლის ბანკში მისულ დონორს?
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დონორის კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის ყველა პირობაა დაცული.
დონორს აქვს დასვენებისა და გართობის საშუალება, მაგალითად:
- შეუძლია უყუროს სატელევიზიო გადაცემას;
- დატკბეს მუსიკით;
- გაეცნოს სიახლეებს ინტერნეტში;
- გაერთოს ვირტუალური თამაშებით და სხვა.
რამდენ ხანს გრძელდება დონაციის პროცედურა?
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დონაციის პროცედურა არის სრულიად უსაფრთხო და გრძელდება საშუალოდ 1 საათისა და 30 წუთის განმავლობაში.