ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ:
– ყოველ სამშაბათს, 16:00 საათზე LIVE ლექციას „ექიმის რჩევა“;
– ლექცია ჩატარდება კლინიკის „ფეისბუქის“ გვერდზე პირდაპირ ეთერში;
– ყოველ სამშაბათს თქვენ გელით სხვადასხვა, საინტერესო თემა;
– არ გამოტოვოთ, დაუსვით შეკითხვა ექიმს პირდაპირ ეთერში;
ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!
ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი პერიოდია , რადგან ახალი სიცოცხლე იბადება. ყველა დედის სურვილია მისი შვილი ჯანმრთელი და ლამაზი დაიბადოს, ამიტომ შვილზე ზრუნვა სწორედ მუცლადყოფნის პერიოდიდან უნდა დაიწყოს.
რა ვადაზე უნდა შედგეს ექიმთან პირველი ვიზიტი?
ნაყოფის ნორმალური განვითარების ერთ-ერთ მთავარ პირობას სწორად წარმართული ანტენატალური მეთვალყურეობა ანუ ექიმთან ვიზიტები წარმოადგენს. პირველი ვიზიტი ექიმთან უნდა შედგეს ორსულობის 12 კვირამდე. ორსულობის დიაგნოსტირება და ვადის დადგენა სასურველია მოხდეს ორსულობის რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, ვინაიდან ჩასახვის პირველი კვირები მეტად საპასუხისმგებლო და კრიტიკულია.
რატომ არის უმნიშვნელოვანესი და რისი გამოვლენა ხდება ორსულობის ადრეულ ვადებზე?
სწორედ პირველ თვეებში ყალიბდება ნაყოფის ორგანოები, ამიტომ სწორი ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება არის აუცილებელი. ულტრაბგერითი გამოკვლევა ერთ-ერთი დიაგნოსტიკური მეთოდია, რომლის საშუალებითაც იკვლევენ ნაყოფს. ექოსკოპიით შესაძლებელია სხვადასხვა პათოლოგიების ვიზუალიზაცია, რაც ექიმს საშუალებას აძლევს, განსაზღვროს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. ჩვენი კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით. პაციენტის გასინჯვა წარმოებს General Electric-ის უახლესი, 2016 წლის ექოსკოპიის აპარატ Voluson E10-ით, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა მსოფლიოში. ზოგიერთი ავტორი მას ,,ახალ ლეგენდას“ უწოდებს. Voluson E10 სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს გამოიკვლიონ პაციენტი 2D, 3 D, 4 D რეჟიმში, ორსულის გამოკვლევისას ეს იძლევა საშუალებას მივიღოთ ნაყოფის გამოსახუელაბა „რეალურ დროში“, გარდა ვიზუალისა გაიზარდა 4D კვლევის მნიშვნელობა. იგი საშუალებას იძლევა ადრეული ვადიდან მოხდეს ნაყოფის რიგი პათოლოგიების დიაგნოსტირება, რასაც ექიმის მხრიდან მოყვება დროული და შესაბამისი რეაგირება.
რომელი გამოკვლევები ეკუთვნის ორსულს უფასოდ?
ანტენატალური პროტოკოლით ორსულობის განმავლობაში მინიმუმ 6 ვიზიტი და შესაბამისი კვლევები უნდა ჩატარდეს, რომელიც გაწერილია შესაბამისი გრაფიკით. აქედან 4 ვიზიტი და შესაბამისი კვლევები გეკუთვნით უფასოდ. ჩვენ კლინიკაში ეს სერვისი ყველასთვის ხელმისაწვდომია, რადგან ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ახალი სიცოცხლე ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამაში. ჩვენ კლინიკაში ქალბატონებისთვის ხელმისაწვდომია მომსახურების სრული სპექტრი: ორსულობის დაგეგმარება, ორსულობის მართვა, მშობიარობა და ახალშობილის მოვლა და ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ორსული ქალბატონი პირველივე ვიზიტიდან ეცნობა და ეჩვევა იმ გარემოს სადაც უნდა იმშობიაროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
კიდევ რომელი გამოკვლევების ჩატარებაა აუცილებელი ორსულობის დროს?
გვინდა თქვენი ყურადღება კიდევ რამოდენიმე გარემოზე შევაჩეროთ. საქართველო იოდოდეფიციტის ენდემურ კერას წარმოადგენს. ანტენატალური მეთვალყურეობის დროს საჭიროა მრავალი კვლევის წარმოება, მათ შორის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის და მასთან დაკავშირებული პათოლოგიების დროული დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობა. ასევე მნიშვნელოვანია ორსულებში გესტაციური ანუ ორსულობასთან ასოცირებული დიაბეტის მართვა. წონის კონტროლი. ორსულობის დროს წონის ზედმეტი მატება მთელ რიგ გართულებებთან არის დაკავშირებული. ჩვენ კლინიკაში კვალიფიციური ენდოკრინოლოგის მიერ ხდება ორსულობის მართვა მეან-გინეკოლოგთან ერთად.
საქართველოში ასევე მეტად გავრცელებულია რკინადეფიციტური ანემია (ზოგიერთ რეგიონში მისი მაჩვენებელი 70-75%-საც კი აღწევს), ამიტომ ჰემოგლობინის გარკვეული პერიოდულობით შემოწმება, ჰემატოლოგისა და მეან-გინეკოლოგის ერთობლივი დაკვირვება ორსულთა სისხლის მდგომარეობაზე მთელი ორსულობის განმავლობაში, შესაძლო დაავადებების დროული დიაგნოსტირების და სწორი მკურნალობის საშუალებას იძლევა. ჩვენი კლინიკის ამბულატორიულ დეპარტამენტში მუშაობს გუნდური პრინციპი, ორსული სრული სერვისით არის უზრუნველყოფილი და რაც მთავარია თბილ და კომფორტულ გარემოცვაშია.
რა დამატებითი მიკროელემენტები და ვიტამენები უნდა მივიღოთ ორსულობის დროს?
ფოლიუმის მჟავა. ეს ვიტამინი ძალზე მნიშვნელოვანია ორსულობისას, განსაკუთრებით ადრეულ პერიოდში და თვით ჩასახვამდეც კი. ფოლიუმი საჭიროა ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის. უამრავი საერთაშორისო კვლევის თანახმად, ამ ვიტამინს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ნაყოფის ნერვული ღეროს დეფექტების თავიდან ასაცილებლად. ფოლიუმის მჟავა ასევე აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების წარმოსაქმნელად.
ფოლიუმის მჟავის მიღება, 400 მიკროგრამი ყოველდღიურად, უნდა დაიწყოს ორსულობამდე ორი თვით ადრე და გაგრძელდეს ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, რადგან ნერვული ღეროს ჩამოყალიბების პროცესი მთავრდება ჩასახვიდან 4 კვირაში.
ფოლიუმის შემცველი საკვებია ციტრუსოვანი ხილი და წვენი, ფოთლოვანი, მწვანე ბოსტნეული.
იოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტია ნაყოფის სრულფასოვანი განვითარებისათვის. იოდის წარმოქმნა ორგანიზმში არ ხდება. თუ ქალმა საკმარისი იოდი არ მიიღო, როგორც დედის, ისე ნაყოფის ორგანიზმში თავს იჩენს იოდდეფიციტი და ვითარდება თირეოიდული ჰორმონების უკმარისობა. მუცლადყოფნის პერიოდში ეს ჰორმონები აკონტროლებს პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემის ჩამოყალიბებასა და მომწიფებას. მე-18 კვირიდან კი იწყება ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალის განვითარება. იოდის ნაკლებობა შეიძლება გახდეს ბავშვის გონებრივი ჩამორჩენილობის, მეტყველების დეფექტების, სიყრუისა და ნანიზმის (ქონდრისკაცობა) მიზეზი..
საქართველოს მოსახლეობის ნაწილი გეოგრაფიული მდებარეობის გამო (მაღალმთიანი რეგიონები) განიცდის იოდის ნაკლებობას. ამიტომ, იოდიზირებული მარილისა და იოდის შემცველი დანამატების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ რეგიონებში მცხოვრები ყველა ორსული ქალისათვის.
რა შეგიძლიათ გვითხრათ უშუალოდ მშობიარობაზე?
მშობიარობა წარმოადგენს ქალის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მოვლენას. იმისთვის, რომ ქალისთვის მშობიარობა იყოს სასიამოვნო და ნორმალური პროცესი, დაცული უნდა იქნას თანამედროვე მეანობის ძირითადი პრინციპები. ქალი და მისი ახლობლები სრულყოფილად უნდა იყვნენ ინფორმირებული მშობიარობის პროცესის შესახებ. მე-20 საუკუნის ბრიტანელი მეანის გრენტლი დიქ-რიდის ცნობილი სამკუთხედი ,, შიში-დაძაბულობა-ტკივილი“ ასახავს ამ სამი ფაქტორის ურთიერთქმედებას, რომლის მიხედვითაც რაც უფრო ნაკლები შიში აქვს მშობიარეს , მით უფრო ნაკლებადაა ის დაძაბული და შესაბამისად უფრო მცირეა ტკივილის შეგრძნება მშობიარობის დროს. მშობიარე თავს კომფორტულად და კარგად გრძნობს მისთვის ნაცნობ გარემოში. ვინაიდან ჩვენ კლინიკაში ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ორსული ქალბატონი პირველი დღიდანვე ეცნობა და ეჩვევა იმ გარემოს სადაც უნდა იმშობიაროს.
მშობიარობის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს თქვენს სურვილს მშობიარობის შესახებ. შეგიძლიათ წინასწარ მოიფიქროთ, როგორ გარემოში გსურთ ბავშვის გაჩენა (მეუღლის დასწრება, პოზიციის თავისუფალი არჩევანი). ჩვენი კლინიკა სრულ კომფორტს უქმნის ქალბატონებს ამ ურთულესი პროცესის დროს.