ქირურგიის ეროვნულ ცენტრში საფუძველი ჩაეყარა ენდოვასკულური ქირურგიის ახალ ეტაპს.
კლინიკამ საკმაოდ ბევრი იმუშავა ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ანგიოგრაფის შესარჩევად და საბოლოოდ, კლინიკური მოთხოვნების გათვალისწინებით, საუკეთესო აპარატი – კორპორაცია Shimadzu-ს წარმოების ბიპლანური ანგიოგრაფი Trinias B12 შეიძინა.
ეს ანგიოგრაფი იაპონიაშია წარმოებული და პირველი აპარატია, რომელიც ამ ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ ბიპლანური აპარატი გამოიყენება ანგიოლოგიური, კარდიოლოგიური და ნებისმიერი სახის ნეიროქირურგიული ენდოვასკულური ოპერაციებისთვის.