ტრანსპლანტაციის ოპერაცია თირკმლის იმ პათოლოგიების დროს ტარდება, როდესაც თირკმელი კარგავს ფილტრაციის უნარს და პაციენტს სჭირდება ჩანაცვლებითი თერაპია – ჰემოდიალიზი.
ჰემოდიალიზზე მყოფ 60 წლამდე ასაკის პაციენტს შეუძლია (და უმეტესად სასურველია) თირკმლის გადანერგვას მიმართოს, თუმცა საქართველოში ეს ასე მარტივად ვერ ხერხდება.
ტრანსპლანტაციაზე მოთხოვნა დიდია, მაგრამ პაციენტებს არ ჰყავთ დონორები.
ინტერვიუში გაეცნობით ინფორმაციას თუ ვის შეუძლია დონორობა გაუწიოს პაციენტს, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დონორი, რა მდგომარეობაა საქართველოში გვამურ დონაციასთან დაკავშირებით, როგორ მზადდება პაციენტი საოპერაციოდ.