აი ვიტ-ლაიფი
სავაჭრო დასახელება: აი ვიტ ლაიფი
სამკურნალო ფორმა: პერორალური კაფსულები N30
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რეტინოპროტექტორი,თვალის პოლივიტამინი.
მოქმედების მექანიზმი აი ვიტ ლაიფი- მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია. მოცვის ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები - ანტოციანოზიდები, ხელს უწყობენ თვალის ფოტორეცეპტორებში ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის - როდოპსინის სინთეზს, რითაც აუმჯობესებენ სინათლის ცვალებადი ინტენსივობისადმი თვალის მგრძნობელობას, სიბნელისადმი ადაპტაციას და მხედველობის სიმახვილეს. თრგუნავენ თვალის ბროლის ქსოვილებში პათოლოგიურ ალდოზო-რედუქტაზულ აქტივობას. ხელს უშლიან კატარაქტის განვითარების პროცესს. უჯრედულ მემბრანებში ფოსფოლიპიდების სინთეზის გზით ანტოციანოზიდები ამცირებენ კაპილარების სიმყიფეს, აღადგენენ მათ გამტარობას სისხლძარღვოვანი თრომბოზის დროს, რაც ხელს უწყობს თვალის ბადურის ტროფიკის გაუმჯობესებას. ლუტეინი და ზეაქსანტინი კაროტინოიდებია, რომლებიც ბადურის ყვითელი ხალის (მაკულას) ძირითად პიგმენტებს წარმოადგენენ. ისინი იცავენ ბადურას მზის სხივების რადიაციული და სხვა სახის პათოლოგიური ზემოქმედებით გამოწვეული ჟანგვითი დეგენერაციისგან. ასევე იცავენ თვალის ბროლს არასასურველი ზემოქმედებისგან, რითაც აფერხებენ კატარაქტის განვითარებას.
ლუთეინი წარმოადგენს კაროტინოიდ ვიტამინს, რომელსაც ადამიანები იღებენ თვალების პრობლემების სამკურნალოდ. მიიჩნევა, რომ ის აფერხებს მაკულის ასაკობრივ დეგენერაციას, რეტინიტს. ლუთეინის პიგმენტი გვხვდება ბადურაზე. ფიქრობენ, რომ მას აქვს სინათლის გამფილტვრელი ფუნქცია და თვალს იცავს მზის მავნე დაზიანებისგან. სამედიცინო მტკიცებულებებით გამყარებულია ლუთეინის გამოყენება მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის დროს.
ტაურინი ასტიმულირებს თვალის ბადურის, ნერვული ქსოვილის, თირკმელზედა ჯირკვლის, ეპიფიზის, ჰიპოფიზისა და სმენის ნერვის ზრდას, განვითარებას და დიფერენცირებას.
- მონაწილეობს ნაღვლის მჟავების კონიუგაციაში, აუმჯობესებს ლიპიდების შეწოვას.
- ფლობს მემბრანომასტაბილიზებელ და ანტიტოქსიურ თვისებებს ნეირონული და სინაფსური მემბრანების სტაბილიზაციის, თავისუფალი რადიკალების შებოჭვის ხარჯზე, ჰიპოქლორული მჟავის ოქსიდანტისგან დაცვას ტაურინქლორამინის შექმნის გზით.
- მონაწილეობს ოსმორეგულაციაში, ახდენს ჰიპო და ჰიპერნატრემიის პროფილაქტიკას
- ფლობს ანტიოქსიდანტურ თვისებებს.
- გავლენას ახდენს მიოკარდის კუმშვად თვისებაზე კალციუმის იონების უჯრედშიდა ნაკადის გადანაწილების ხარჯზე.
1 კაფსულის შემადგენლობა |
დოზირება |
ლუთეინი |
20 მგ |
ვიტამინიC |
80 მგ |
მოცვის ექსტრაქტი |
50 მგ |
ანტოციანინი |
1 მგ |
ვიტაამინი E |
400 მგ |
თუთია |
10 მგ |
მშრალი ყურძნის კურკის ექსტრაქტი |
20 მგ |
პოლიფენოლი |
19 მგ |
ვიტამინი B6 |
10 მგ |
პროვიტამინი A(β-carotene) 1 მგ |
1 მგ |
ვიტამინი B2 |
10 მგ |
ვიტამინი B3 |
10 მგ |
კოწახურის ექსტრაქტი |
5 მგ |
ზეაქსანტინი |
1 მგ |
სელენი |
31 მკგ |
ტაურინი |
50 მგ |
თვისებები
აი ვიტ- ლაიფი შეიცავს ლუთეინს, ზეაქსანტინს, მოცვისაგან მიღებულ ანტოციანინს, ყურძნის კურკისგან მიღებულ პროანტოციანინს და ვიტამინ B1-ს. ბეტა კაროტინი (β-carotene) A ვიტამინის ბიოლოგიურად ადვილად მოსაპოვებელი ფორმაა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ A ვიტამინი კომბინაციაში რიბოფლავინთან და თუთიასთან ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას. ხოლო აი ვიტ- ლაიფში შემავალი ინგრედიენტები, როგორიც არის: თუთია და რიბოფლავინი, გვეხმარება შევინარჩუნოთ მახვილი მხედველობა. უფრო მეტიც, ვიტამინი C, ვიტამინი E, თუთია და რიბოფლავინი იცავენ მთელი სხეულის უჯრედებს ოქსიდაციური (თავისუფალი რადიკალების ჭარბი რაოდენობა) სტრესისაგან. ვიტამინები C, B6, B3, და რიბოფლავინი ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას.
ჩვენება
-საშუალო და მძიმე ხარისხის მიოპია;
- შეძენილი ჰემერალოპია;
- დიაბეტური რეტინოპათია;
- სიბნელისადმი მხედველობის (ღამის და საღამოს მხედველობის) ადაპტაციის მექანიზმების დარღვევა;
- კუნთების ასტენოპათია;
- ბადურის დისტროფია;
- ბადურის მაკულარული დისტროფია;
- ბადურის კუნტ-იუნიუსის ტიპის ცენტრალური ათეროსკლეროზული დეგენერაცია;
- ბადურის ტაპეტორეტინული აბიოტროფია (ბადურის პიგმენტური დეგენერაცია);
- კატარაქტა, გლაუკომა, რეტინოპათია, პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა;
- კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობისას, მხედველობის დატვირთვის ფონზე;
- მზეზე ხანგრძლივად ყოფნის დროს.
მიღების წესი და დოზირების მეთოდი
1 აბი 1 ჯერ დღეში. რეკომენდებულია ყოველდღიური მიღებისათვის. მკურნალობის კურსი 1- 3 თვე.
განსაკუთრებული მითითებები
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვიტამინების დღიური ნორმის შესავსებად ან დიეტის დაცვის მიზნით.
უკუჩვენება
არ გამოიყენოთ პრეპარატი მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. აი ვიტ- ლაიფის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის წესი
შეინახეთ მშრალ და ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი კომპანია: Life On Healthcare Ltd. დიდი ბრიტანეთი