ალცება 10მგ #10ტ

ალცება 10მგ #10ტ

ალცება 10მგ შემოგარსული ტაბლეტები

Alceba 10mg film tablets

Memantine hydrochloride

პრეპარატის გამოყენებამდე გულსდასმით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი

- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ და ამიტომ არ უნდა გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი სიმპტომები წააგავს თქვენსას. 
- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ მოვლენას, რომელიც ამ დანართ ფურცელში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

ამ დანართ ფურცელში:
1. რისთვის გამოიყენება ალცება?
2. ალცებას გამოყენებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ ალცება
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ალცებას შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რისთვის გამოიყენება ალცება 
როგორ მოქმედებს ალცება

ალცება მიეკუთვნება ე.წ დემენციის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს. 
ალცჰაიმერის დაავადებისას მეხსიერების დაკარგვა გამოწვეულია თავის ტვინში იმპულსების გადაცემის დარღვევით. თავის ტვინში არის ე.წ N-მეთილ-D-ასპარატის რეცეპტორები, რომლებიც მონაწილეობენ ნერვული იმპულსების გადაცემაში, რაც აუცილებელია სწავლისათვის და დამახსოვრებისათვის. ალცება მიეკუთვნება N-მეთილ-D-ასპარატის რეცეპტორების ანტაგონისტების ჯგუფის პრეპარატებს. ის მოქმედებს N-მეთილ-D-ასპარატის რეცეპტორებზე, რომლებიც აუმჯობესებენ ნერვული იმპულსების გადაცემას და მეხსიერებას.

რისთვის გამოიყენება ალცება
ალცება გამოიყენება საშუალო ან მძიმე ფორმის ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

2. ალცებას მიღებამდე
არ მიიღოთ ალცება

- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) მემანტინის ჰიდროქლორიდის, ან ალცებას ტაბლეტბის სხვა კომპონენტების მიმართ (იხ. ნაწილი 6).

გამოიჩინეთ ყურადღება ალცებას მიღებისას
- თუ ანამნეზში გაქვთ ეპილეფსიური შეტევები 
- თუ ბოლო დროს გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), ან თუ გაქვთ გულის შეგუბებითი უკმარისობა, ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია (მაღალი წნევა)

ამ სიტუაციაში მკურნალობა უნდა ჩატარდეს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და რეგულარულად შეფასდეს ალცებას კლინიკური სარგებელი თქვენი ექიმის მიერ. 
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა (თირკმლის პრობლემები), თქვენმა ექიმმა მკაცრად უნდა აკონტროლოს თირკმელების ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისად დაარეგულიროს მემანტინის დოზები. 
თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატების - ამანტადინის (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), კეტამინის (ძირითადად გამოიყენება საანესთეზიო საშუალების სახით), დექსტრომეტორფანის (ძირითადად გამოიყენება ხველის სამკურნალოდ) და სხვა N-მეთილ-D-ასპარატის რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროული გამოყენება. 
ალცება არ არის რეკომენდირებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ბოლო დროს იღებდით რაიმე სხვა სამკურნალო საშუალებას ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით. 
ალცებამ განსაკუთრებით შესაძლოა შეცვალოს შემდეგი პრეპარატების ეფექტი და მათი დოზის რეგულირება უნდა მოხდეს ექიმის მიერ: 
ამანტადინი, კეტამინი, დექსტრომეტორფან დანტროლენი, ბაკლოფენ ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, ნიკოტინ ჰიდროქლოროთიაზიდთან (ან ნებისმიერი კომბინაცია ჰიდროქლოროთიაზიდებთან), ანტიქოლინერგული საშუალებები (სუბსტანციები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება მოძრაობის დარღვევების, ან ნაწლავების სპაზმის სამკურნალოდ), ანტიკონვულსანტები (სუბსტანციები, რომლებიც გამოიყენება შეტევების პრევენციისა და შემსუბუქებისათვის), ბარბიტურატები (სუბსტანციები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ძილის მოსაწესრიგებლად), დოპამინერგული აგონისტები (ისეთი სუბსტანციები როგორებიცაა L-დოპა, ბრომოკრიპტინი), ნეიროლეფსურები (სუბსტანციები, რომლებიც გამოიყენება მენტალური დარღვევების სამკურნალოდ), პერორალურად მისაღები ანტიკოაგულანტები. 
თუ წახვალთ საავადმყოფოში აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ალცებას.

ალცებას მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს თუ ბოლო დროს შეცვალეთ, ან აპირებთ არსებითად შეცვალოთ დიეტა (მაგ. ნორმალური დიეტიდან გადადიხართ ვეგეტარიანულ დიეტაზე), ან თუ გაქვთ თირკმლის ტუბულური აციდოზი (თირკმლის დისფუნქციის გამო სისხლში მჟავას წარმომქმნელი სუბსტანციის გადასვლა (თირკმლის უკმარისობა)), ან საშარდე გზების მწვავე ინფექციური დაავადებები, რადგან თქვენმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს პრეპარატის დოზის შეცვლა.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა ექიმს, ან ფარმაცევტს. 
უთხარით ექიმს თუ ხართ ორსულად, ან თუ აპირებთ დაორსულებას. მემანტინის გამოყენება არ არის რეკომედირებული ორსულობისას. 
ალცებას მიღების დროს ქალებმა თავი უნდა აარიდონ ძუძუთი კვებას.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ექიმი გეტყვით თქვენი დაავადებიდან გამომდინარე შეიძლება თუ არა 
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა უსაფრთხოდ. 
ასევე ალცებამ შესაძლოა შეცვალოს თქვენი რეაგირების უნარი. სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა არ არის მიზანშეწონილი.

3. როგორ გამოვიყენოთ ალცება

ყოველთვის მიიღეთ ალცება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

დოზირება
ალცებას რეკომენდირებული დოზა მოზარდებსა და ხანდაზმულ პაციენტებში შეადგენს 20მგ ერთჯერ დღეში. გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკის შესამცირებლად ეს დოზა მიიღწევა თანდათანობით მკურნალობის შემდეგი სქემის შესაბამისად:

კვირა 1

0.5 x 10მგ ტაბლეტი

კვირა 2

10მგ ტაბლეტი

კვირა 3

1.5 x 10მგ ტაბლეტი

კვირა 4 და შემდე

2 x 10მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში

ჩვეული საწყისი დოზა არის ნახევარი ტაბლეტი ერთხელ დღეში (1 ხ 5მგ) პირველი კვირის განმავლობაში. ეს დოზა იზრდება ერთ ტაბლეტამდე (1 ხ 10მგ) მეორე კვირას ერთჯერ დღეში და მესამე კვირას ინიშნება ერთნახევარი ტაბლეტი ერთჯერ დღეში. მეოთხე კვირიდან დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს ერთჯერ დღეში (1 ხ 20მგ).

დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენთვის საჭირო დოზის შესახებ. ამ შემთხვევაში ექიმმა გარკვეული ინტერვალებით უნდა აწარმოოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

მიღება 
ალცება უნდა მიიღოთ პერორალურად ერთჯერ დღეში. პრეპარატის ეფექტის გამოსავლენად ის უნდა მიიღოთ ყოველდღიურად ერთიდაიმავე დროს. ტაბლეტებს მიაყოლეთ ცოტაოდენი წყალი. პრეპარატის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მისგან დამოუკიდებლად.

მკურნალობის ხანგრძლივობა
მიიღეთ ალცება თქვენთვის საჭირო ეფექტის გამოვლენამდე. თქვენმა ექიმმა 
რეგულარულად უნდა შეაფასოს მკურნალობა.

თუ მიიღეთ ალცებას საჭიროზე მეტი დოზა
- ზოგადად ალცებას დოზის გადაჭარბება არ იწვევს რაიმე სახის ზიანს. შესაძლოა მომატებულად გამოვლინდეს ნაწილში 4 - “შესაძლო გვერდითი მოვლენები” - აღწერილი გვერდითი მოვლენების სიმპტომები. 
- თუ მიიღეთ ალცებას ზედმეტად დიდი დოზა, მიმართეთ ექიმს, ან მიიღეთ სამედიცინო რჩევა, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

თუ დაგავიწყდათ ალცებას მიღება
- თუ დაგავიწყდათ ალცებას მიღება დაიცადეთ შემდეგი დოზის მიღების დრომდე და მიიღეთ მომდევნო დოზა რეჟიმის მიხედვით. 
- არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

ამ პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად ალცებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა ადამიანში. გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ძირითადად არის მსუბუქი, ან საშუალო სიმწვავის. 
თავის ტკივილი, ძილიანობა, კონსტიპაცია, თავბრუსხვევა და მაღალი წნევა არის ხშირი გვერდითი მოვლენები. დაღლილობა, სოკოვანი დაავადებები, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, ღებინება, მუცლის ტკივილი, გულის უკმარისობა და ვენური სისხლის შედედება (თრომბი/თრომბოემბოლია) ასევე ვლინდება, მაგრამ იშვიათად. შეტევები ვლინდება ძალიან იშვიათად. არ არის ცნობილი პანკრეატიტის და ფსიქოზური რეაქციების გამოვლენის სიხშირე (არსებული მონაცემებიდან არ არის შესაძლებელი სიხშირის შეფასება).

ალცჰაიმერის დაავადება დაკავშირებულია დეპრესიასთან, სუიციდურ აზრებთან და თვითმკვლელობასთან. ეს მტკიცებულებები არსებობს პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა უტარდებოდათ ალცებათი. 
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ მოვლენას, რომელიც ამ დანართ ფურცელში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

5. ალცებას შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 
არ გამოიყენოთ ალცება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია EXP შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს. 
ამ სამედიცინო პროდუქტს არ ჭირდება შენახვის რაიმე სპეციალური პირობა. 
პრეპარატი არ გადააგდოთ საკანალიზაციო წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს გამოუსადეგარი პრეპარატის განადგურების შესახებ. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან. 
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ალცება

მოქმედი ნივთიერება არის მემანტინის ჰიდროქლორიდი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10მგ მემანტინის ჰიდროქლორიდს (ექვივალენტურია 8.31მგ მემანტინის). 
სხვა კომპონენტები - ბირთვი: ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კვარცი კოლოიდური უწყლო, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი;
გარსი: პოლივინილი, პოლიეთილენგლიკოლის პოლიმერი (ჩოლლიცოატ Iღ), პოლიდექსტროზა, მძიმე კაოლინი, მაკროგოლ 400, ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171).

ალცებას აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ალცებას შემოგარსული ტაბლეტები არის მოთეთრო ან თეთრი ფერის, მოგრძო, ორმხრივამოზნექილი შემოაგარსული ტაბლეტები, გამყოფი ხაზით ორივე მხარეს. 100 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

გაცემის რეჟიმი: რეცეპტით (II ჯგუფი).

სავაჭრო უფლების მფლობელი

Helba Pharmaceutikals Inc. Co

OVECLER 68. Sok(1319 Sk) No: 5/2 CANKAYA/ ანკარა-თურქეთი.

მწარმოებელი ქარხანა:

Merkez Laboratories Co.

Sirri Celik Bulvari Ayca Sok. No:6 Tasdelen-Umranie//სტამბული - თურქეთი