ალოპურინოლი 100მგ #50ტ

ალოპურინოლი 100მგ #50ტ

ალოპურინოლი
ტაბლეტები 0.1 გ

სამკურნალო საშუალების შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება: ალოპურინოლი;
1 ტაბლეტი შეიცავს 0.1 გ ალოპურინოლს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
წამლის ფორმა. ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ალოპურინოლი – პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც თრგუნავს შარდმჟავასა და მისი მარილების სინთეზს ორგანიზმში.

ჩვენებები.
ალოპურინოლი გამოიყენება დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც ახლავს ჰიპერურიკემია, პირველადი და მეორადი პოდაგრისას, თირკმლის კენჭოვანი დაავადებისას ურატების წარმოქმნით, პირველადი და მეორადი ჰიპერურიკემიისას, რომელიც არის პათოლოგიური პროცესების დროს, რომლებსაც ახლავს ნუკლეოპროტეიდების გაძლიერებული დაშლა და შარმჟავას შემცველობის მომატება სისხლში, სხვადასხვა ჰემობლასტომების ჩათვლით (მწვავე ლეიკოზი, ლიმფოსარკომა და სხვ.), სიმსივნეების ციტოსტატური და სხივური თერაპიის, ფსორიაზის, კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით მასიური თერაპიის დროს. არსებობს მონაცემები ბავშვებში ეპილეფსიის კომპლექსურ თერაპიაში პრეპარატის გამოყენების შესახებ (სეროტონინის ბიოსინთეზის მომატება).

უკუჩვენებები.
თირკმლის უკმარისობა, ორსულობა და ლაქტაცია, მომატებული მგრძნობელობა  პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილე გამოყენებისას.
მანქანებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენა აღწერილი არ არის.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან.
ალოპურინოლის გამოყენებისას ჰემობლასტით, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით (მეტოტრექსატი, მერკაპტოპურინი და სხვ.) მკურნალობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ალოპურინოლი არა მხოლოდ თრგუნავს ხსენებული პრეპარატების ენზიმატურ ჟანგვას და აძლიერებს მათ სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობას, არამედ მნიშვნელოვნად ამაღლებს მათ ტოქსიკურობას. ამიტომ მათი დოზები უნდა შემცირდეს (50%-მდე).
ალოპურინოლის ზეგავლენით ასევე შესაძლებელია არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების, ანტიპირინის, დიფენინის, თეოფილინის ეფექტების (მათ შორის არასასურველი) გაძლიერება, ვინაიდა მათი ინაქტივაცია ღვიძლში ნელდება.
ამპიცილინის პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას იზრდება კანზე გამონაყარის გაჩენის რისკი.
თიაზიდური დიურეზული საშუალებების, ფუროსემიდის, ეტაკრინის მჟავას ზემოქმედებით მცირდება ალოპურინოლის ანტიჰიპერურიკემიული მოქმედება, ვინაიდან ეს პრეპარატები  იწვევენ შარდმჟავას დონის მომატებას სისხლის შრატში.
ალოპურინოლის დანიშვნა რკინის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები.
გასათვალისწინებელია, რომ ალოპურინოლის მიღების შეწყვეტის შემდეგ მე-3-4 დღეს ურიკოზურიისა და ურიკემიის მაჩვენებლები უბრუნდება საწყის მაღალ დონეს, ამიტომ მკურნალობა ხანგრძლივი უნდა იყოს. პრეპარატის მიღებათა შორის 2-3 დღეზე ხანგრძლივი ინტერვალი სასურველი არ არის.
პრეპარატი ფრთხილად მიიღება თირკმლის არამკვეთრად გამოხატული უკმარისობისას (მოზრდილებში დოზით არა უმეტეს 0.2 გ დღეში). ალოპურინოლის გამოყენებისას დიურეზი მოზრდილებში უნდა შენარჩუნდეს არა ნაკლებ 2 ლ დღე-ღამეში. შარდის რეაქცია უნდა იყოს ნეიტრალური ან ტუტე სუსტი, რათა არ მოხდეს კონკრემენტების წარმოქმნა. ამისათვის ალოპურინოლი ინიშნება შარდის მაალკალიზირებელ პრეპარატებთან ერთად.
მკურნალობის დასაწყისში შესაძლო პოდაგრული ართრიტის შეტევების პროფლაქტიკისათვის შეიძლება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან კოლხიცინის გამოყენება (მოზრდილებში 0.5 მგ 3-ჯერ დღეში).
ალოპურინოლით თერაპიის დასაწყისში აუცილებელია თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის სისტემატური კონტროლის ჩატარება.

გამოყენების წესი და დოზები.
ალოპურინოლი გამოიყენება  პერორალურად ჭამის შემდეგ.
დოზები დგინდება სისხლში შარდმჟავას შემცველობის რაოდენობის მიხედვით. დღე-ღამის მინიმალური თერაპიული დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 0.1 გ, მაქსიმალური – 0.8 გ. ჩვეულებრივ, ზომიერი ჰიპერურიკემიისას (70-100 მგ/ლ-მდე) მოზრდილებში ინიშნება 0.2-0.4 გ დღე-ღამეში 2-3 კვირის განმავლობაში 1-2-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ ხდება შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა (0.2-0.3 გ დღე-ღამეში 2-3 მიღებაზე).
პოდაგრის მძიმე ფორმების დროს და მაღალი ჰიპერურიკემიის დროს (80-100 მგ/ლ-ზე მეტი) მოზრდილებში ინიშნება (არა უმეტეს 0.2 გ მიღებაზე) 0.6-0.8 გ-მდე დღეში 2-4 კვირა, ამის შემდეგ ხდება შემანარჩუნებელ დოზებზე გადასვლა (0.1-0.3 გ დღეში), რომლებიც ხანგრძლივად მიიღება, რამოდენიმე თვის განმავლობაში.
ჰიპერურიკემიის პროფილაქტიკისათვის სიმსივნეების სხივური თერაპიის და ქიმიოთერაპიის დროს დღე-ღამის საშუალო დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 0.4 გ. პრეპარატი მიიღება 2-3 დღით ადრე თერაპიის დაწყებამდე (ან ერთდროულად) და მიღება გრძელდება კიდევ რამოდენიმე დღის განმავლობაში სპეციფიური თერაპიის დასრულების შემდეგ.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დღე-ღამის დოზით 5 მგ/კგ; 6-10 წლის – 10 მგ/კგ დღე-ღამეში, 3-4-ჯერ დღე-ღამეში. ბავშვებში ეპილეფსიის კომპლექსური მკურნალობის დროს პრეპარატის დოზა შეადგენს 4-5 მგ/კგ სხეულის წონაზე (2-ჯერ დღეში, 10-დღიანი კურსებით მათ შორის 1.5-2-თვიანი შესვენებებით).
თუ პრეპარატის დროული მიღება გამოტოვებულია, მაშინ ალოპურინოლის დოზა აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული რაც შეიძლება სწრაფად. თუ შემდეგი მიღება დაგეგმილია 12 საათში ან მეტი, მაშინ ალოპურინოლი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული, ხოლო შემდეგი დოზა - დადგენილ დროს. თუ შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩა 12 საათზე ნაკლები, მიღება გამოტოვებული უნდა იქნეს, ხოლო შემდეგ მიღება გაგრძელდება ჩვეულებრივი რეჟიმით.
პრეპარატის ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლოა წარმოიშვას ღებინება, გულისრევა, დიარეა, თავბრუსხვევა, ოლიგურია. მკურნალობა: ფორსირებული დიურეზი და სასწრაფოდ ექიმთან მიმართვა.

გვერდითი ეფექტები.
ალოპურინოლს ახასიათებს კარგი ამტანობა. პოდაგრის დროს მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა განვითარდეს გამწვავება, დაკავშირებული შარდმჟავას მობილიზებასთან პოდაგრული კვანძებიდან და სხვა დეპოებიდან. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია დისპეფსიური მოვლენები - ღებინება, გულისრევა, კუჭის ტკივილი, დიარეა; ალერგიული რეაქციები – გამონაყარი კანზე, ქავილი, ჰიპერემია, იშვიათად – ექსფოლიატური დერმატიტი, ცხელება, ართრალგია; სისხლწარმოქმნის სისტემის მხრივ – ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია; ნერვული სისტემის მხრივ – ნევრიტები, ძილის დარღვევა, დეპრესია, ამნეზია.

ვარგისიანობის ვადა.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები.
ინახება მშრალ, სინათლისაგან  დაცულ ადგილას. არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.
10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში, 5 დანაყოფებიანი შეფუთვა მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის წესი.
რეცეპტით.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი.
დსს სსც “ბორშჩაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”.
უკრაინა, 03134, კიევი, მშვიდობის ქ. 17.