ალმაგელი-A 170მლ ფლ

ალმაგელი-A  170მლ ფლ
ალმაგელი® A
პერორალური სუსპენზია


შემადგენლობა: სუსპენზიის 5 მლ (1 საზომი კოვზი) შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ალუმიუნის ჰიდროქსიდის გელი 2.18 გრ, რაც შეესაბამება 218 მგ ალუმინის ოქსიდს; მაგნიუმის ჰიდროქსიდის პასტა 350 მგ, რაც შეესაბამება 75 გრ მაგნიუმის ოქსიდს; ბენზოკაინი 109 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ბუტილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, ლიმონის ზეთი, ეთილის სპირტი 96%, გასუფთავებული წყალი.

სამკურნალო ფორმა

პერორალური სუსპენზია.

მოქმედება

ალმაგელი A -  პრეპარატი, რომელიც ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობას და ამსუბუქებს ტკივილს კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დაავადების დროს. ის ბალანსირებულ გელს წარმოადგენს ალუმინის ჰიდროქსიდებისა და მაგნიუმისა, რომლებიც უხსნადია, თითქმის არ შეიწოვება ნაწლავში და ორგანიზმში მინიმალური რაოდენობით ხვდება. პრეპარატი შეიცავს ბენზოკაინს (ანესთეზინი), რომელიც ადგილობრივ ტკივილგამაყუცებელს წარმოადგენს. ალმაგელი A ადგილობრივ მოქმედებას ავლენს კუჭის ლორწოვან გარსზე და იცავს მას მარილმჟავასა და სხვა მავნე ნივთიერებებისა და საკვების გამაღიზიანებელი მოქმედებისაგან, ასევე ამცირებს პეპსინის აქტივობას. პრეპარატი აქვეითებს მომატებულ მჟავიანობას საყლაპავში. ბენზოკაინი ამცირებსა და ამსუბუექბს ტკივილს. ავლენს ანთების საწინააღმდეგო და ციტოპროტექტორულ მოქმედებას საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე.
დამხმარე ნივთიერება სორბიტოლი ავლენს სუსტ მეტეორიზმის საწინააღმდეგო და ზომიერ ნაღვლდენ მოქმედებას, ასევე ზომიერ საფაღარათო ეფექტს.

ჩვენებები

ხანმოკლე სიმპტომატური მკურნალობა ანტებითი და ეროზიული ცვლილებებისა, რომელთაც თან ახლავს ტკივილი, გულისრევა და ღებინებალ მწვავე ან ქრონიკული ანთება ან საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოანი გარსის ნებისმიერი სხვა დარღვევა.

ინფორმაცია, რომელიც საჭიროა სამკურნალო საშუალების მიღებამდე

უკუჩვენებები
-    ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
-    თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა (ჰიპერმაგნიემიისა და ალუმინის ინტოქსიკაციის განვითარების საშიშროების გამო);
-    არ ინიშნება ბავშვებში, ვინაიდან არსებობს მეტჰემოგლობინემიის განვითარების საშიშროება;
-    ორსულობა და ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებანი

ალერგიული რეაქციების გამოვლენის დროს – უმნიშვნელო გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, მიღება უნდა შეწყდეს და აუცილებელია ექიმის სასწრაფო კონსულტაცია. პრეპარატის მიღებისას ვითარდება პირის ღრუსა და ენის ლორწოვანი გარსის ანესთეზია და გაბრუება.
ეს მოვლენები შექცევადია და არ საჭიროებს თერაპიულ ღონისძიებებს.
ალმაგელი A –თი მკურნალობის დროს პაციენტმა უნდა მოერიდოს ალკოჰოლისა და მჟავეების (ლიმონმჟავა, ძმარი და ა.შ.) მირებას
ბენზოკაინის ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების შესუსტების შესაძლაბლობის გამო.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება (6-7 დღეზე მეტი), ბენზოკაინის შემცველობის გამო.

წამლებთან ურთიერთქმედება

გთხოვთ აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობთ ან ღებულობდით ახლო წარსულში, ურეცეპტოდ გაცემული წამლების ჩათვლით.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდოული მკურნალობის დროს, მათი მიღება უნდა მოხდეს 1-2 საათით ადრე ალმაგელი A –ს მიღებიდან ან შემდეგ.
ალმაგელი A ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობას, რამაც შეიძლება იმოქმედოს ბევრი სამკურნალო საშუალების მოქმედებაზე. ალმაგელი A ამცირებს H2-ბლოკატორების (ციმეტიდინი, რანიტიდინი, ფამოტიდინი), დიგიტალური გლიკოზიდების, რკინის მარილების, ლითიუმის პრეპარატების, ქინიდინის, მექსილეთინის, ფენოთიაზინის პრეპერატების, ტეტრაციკლინური რიგის ანტიბიოტიკების, ციპროფლოქსაცინის, იზონიაზიდისა და კეტოკონაზოლის სამკურნალო მოქმედებას.       
ალმაგელი A ამცირებს სულფონამიდების სამკურნალო ეფექტს, ამიტომ მისი მიღება ასეთი პრეპარატებით მკურნალობისას არ შეიძლება. ისეთ სამკურნალო საშუალებებთან გამოყენებისას, რომლებიც წარმოდგენილია ნაწლავში ხსნადი ტაბლეტების სახით, კუჭის წვენის შემცირებულმა მჟავიანობამ შეიძლება გამოიწვიოს მათი გარსის სწრაფი დარღვევა და ამის შედეგად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გაღიზიანება.
ალმაგელი A –მ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ზოგიერთი ლაბორატორიული და ფუნქციური კვლევისა და ტესტის შედეგებზე; ის აქვეითებს კუჭის სეკრეციის დონეს და ამით ცვლის ფუნქციური კვლევის შედეგებს მისი მჟავიანობის დასადგენად; ცვლის ტესტის შედეგებს ტექნეციუმის გამოყენებით (TC99), მაგალითად ძვლების სცინტიგრაფია და ზოგიერთი ტესტი საყლაპავის გამოსაკვლევად, ზრდის ფოსფორის დონეს შრატში, pH-ის სიდიდეს შრატსა და შარდში.  

გაფრთხილება პაციენტთა ზოგიერთი ჯგუფისათვის

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული:
-    პაციენტებში მძიმე შეკრულობით, მწვავე აპპენდიციტის სიმპტომების დროს; წყლულოვანი კოლიტის, დივერტიკულოზის, კოლოსტომიის ან ილეოსტომიის არსებობისას (წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის განვითარების მომატებული რისკი); ქრონიკული ფაღარათით; მწვავე ბუასილით;
-    ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შეცვლისას და მეტაბოლური ალკალოზის არსებობისას;
-    ღვიძლის ციროზის დროს;
-    გულის მძიმე უკმარისობის დროს;
-    თირკმლის ფუნქციების დარღვევებისას (ჰიპერმაგნიემიისა და ალუმინის ინტოქსიკაციის განვითარების საშიშროება).
ვინაიდან ალუმინი კონცენტრირდება ნერვულ ქსოვილში. ალუმინის-შემცველი ანტაციდების გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტეში და პაციენტებში ალცჰეიმერის დაავადებით უნდა შეიზღუდოს, მათი მდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობის გამო.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ალმაგელი არ ინიშნება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, ვინაიდან ის შეიცავს ბენზოკაინს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა

ავტომობიის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე პრეპარატის არასასურველი ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ეთანოლი, უმნიშვნელო რაოდენობისაა და არ შეუძლია ზეგავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე რეკომენდებული დღიური დოზების მიღებისას.

მონაცემები დამხმარე ნივთიერებების შესახებ

სამკურნალო საშუალება შეიცავს სორბიტოლს, რაც დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მისი გამოყენების საშუალებას იძლევა, თუმცა არ გამოდგება პაციენტებისათვის, ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობით. ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება ან ფაღარათი. სუსპენზია შეიცავს პარაბენებს, რომლებმაც, როგორც ცნობილია შეიძლება გამოიწვიონ ჭინჭრის ციება და იშვიათ შემთხვევაში დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები – ბრონქოსპაზმი.
ალმაგელი A შიცავს ეთანოლს, რის შედეგადაც შესაძლოა გართულებების განვითარება პაციენტებში ღვიძლის და თავის ტვინის პათოლოგიებით, ალკოჰოლიზმითა და ეპილეფსიით დაავადებულებში, ორსულებსა და 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ინფორმაცის სწორი გამოყენების შესახებ

გამოყენების წესები და დოზები
ალმაგელი A ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ინსტრუქციების მიხედვით. რაიმეში ეჭვის არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს!
უფროსები:
5-10 მლ (1-2 საზომი კოვზი) 3-4-ჯერ დღეში 10-15 წუთით ადრე ჭამამდე.
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 6-7 დღეს, შემდეგ გადადიან ალმაგელით მკურნალობაზე.
არ არის რეკომენდებული სითხის მიღება პრეპარატის მირებიდან 15 წუთის განმავლობაში.
ყოველი გამოყენების წინ აუცილოებელია ფლაკონის შენჯღრევა სუსპენზიის ჰომოგენიზაციისათვის!

ჭარბი დოზირება

დოზის ერთჯერადი მიღებისას, რომელიც აღემატება ექიმის მიერ დანიშნულს, ჩვეულებრივ არ აღინიშნება ჭარბი დოზირების სხვა სიმპტომები, გარდა შეკრულობისა, მეტეორიზმისა (ნაწლავებში გაზების ჭარბი წარმოქმნა), ლითონის გემოს შეგრძნებისა და მგრძნობელობის დაკარგვისა ყლაპვის დროს პრეპარატში ბენზოკაინის არსებობის გამო.
უფრო მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ყლაპვის დარღვევა, თირკმლებში კენჭების წარმოქმნა, მძიმე შეკრულობა, მსუბუქი ძილიანობა, სისხლში მაგნიუმის დონის მომატება. ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს მეტაბოლური ალკალოზის ნიშნები (ორგანიზმში მჟავე-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევა): გუნება-განწყობილების ან გონებრივი აქტივობის შეცვლა; გაშეშება ან ტკივილი კუნთებში, ნერვული აღგზნება და ადვილად დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, გემოს უსიამოვნო შეგრძნებები.
აუციებლად მირებულ უნდა იქნეს სასწრაფო ღონისძიებები პრეპარატის ორგანიზმიდან გამოსაყვანად: ღებინების გამოწვევა, კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მირება.

პრეპარატ ალმაგელი A –ის დოზის მიღების გამოტოვება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ალმაგელი A –ის დოზის მიღება, მიიღეთ ეს მომდევნო დოზის მიღების დროს, ნუ შეეცდებით დოზის გაორმაგებას.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს!

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ალმაგელი A –ს შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა არა ყოველთვის.
ალმაგელი A –მ შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობა, რომელიც გაივლის დოზის შემცირების შემდეგ.
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება გულისრევა, ღებინება, კუჭის სპაზმი, გემოს შეგრძნებების შეცვლა, ალერგიული რეაქციები და ჰიპერმაგნიემია (სისხლში მაგნიუმის დონის მომატება).
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან დიალიზზე მყოფ პაციენტებში, შესაძლებელია გუნება-განწყობილების ან გონებრივი აქტივობის შეცვლა.
პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას საკვებში ფოსფორის დეფიციტთან ერთად, შესაძლებელია ოსტეომალაციის განვითარება (ძვლების დარბილება), სისხლში ფოსფატების დონის დაქვეითების გამო.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს.   

შეფუთვა:
170 მლ სუსპენზია შუშის ფლაკონებში ან პოლიეთილენტერეფთალატის ფლაკონებში.

ერთი ფლაკონი მუყაოს კოლოფში საზომ კოვზთან 5 მლ და გამოყენების ინტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:
ბნელ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში! ნუ გაყინავთ!


ვარგისიანობა:
2 წელი

ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

აფთიაქიდან გაცემის პირობების:
ურეცეპტოდ.


მწარმოებელი:
ბალკანფარმა-ტროიან ად.

ბულგარეთი 5600 ქ. ტროიანი
კრაირეჩნას ქ. 1