ამინოსოლი ნეო 10% 500მლ ფლ

ამინოსოლი ნეო 10% 500მლ ფლ
ამინოსოლ-ნეო
Aminosol-Neo
 
 
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საშუალებები პარენტერალური კვებისათვის; ამინომჟავებისა და ელექტროლიტების ხსნარები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
10% და 15% საინფუზიო ხსნარი 500 მლ ფლაკონებში

სამკურნალო ფორმა: საინფუზიო ხსნარი
აღწერილობა: უფეროდან ღია ყვითელი შეფერილობის გამჭვირვალე ხსნარი
შემადგენლობა:

1 ლ ხსნარი შეიცავს: 10 % 15%
L-იზოლეიცინი 5.00 გ 5.20 გ
L-ლეიცინი 7.40 გ 8.90 გ
L-ვალინი 6.20 გ 5.50 გ
L-ლიზინი (L---ლიზინის მონოაცეტატის ფორმით 6.60 გ 9.31 გ) 11.10 გ
15.66 გ
L-მეთიონინი 4.30 გ 3.80 გ
L-ტრეონინი 4.40 გ 8.60 გ
L-ფენილალანინი 5.10 გ 5.50 გ
L-ალანინი 14.00 გ 25.00 გ
L-არგინინი 12.00 გ 20.00 გ
გლიცინი 11.00 გ 18.50 გ
L-ჰისტიდინი 3.00 გ 7.30 გ
L-პროლინი 11.20 გ 17.00 გ
L- სერინი 6.50 გ 9.60 გ
L- თიროზინი 0.40 გ 0.40 გ
ტაურინი 1.00 გ 2.00 გ
L-ტრიფტოფანი 2.00 გ 1.60 გ
დამხმარე ნივთიერებები: ყინულოვანი ძმარმჟავა q.s. 4.20 გ
L- ვაშლის მჟავა - q.s.
საინექციო წყალი 1000 მლ-მდე 1000 მლ-მდე
ენერგეტიკული ღირებულება 1680კჯ/ლ 400 კკალ/ლ 2520 კჯ/ლ
600კკალ/ლ თეორიული ოსმოლარობა 990 მოსმ/ლ 1505 მოსმ/ლ
pH 5.5-6.5 5.5-6.5

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა
ამინოსოლ-ნეო არის პარენტერული კვების კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს შეუცლელი და ჩანაცვლებადი ამინომჟავების ოპტიმალურ თანაფარდობას. ყველა ამინომჟავა იმყოფება L-ფორმაში, რაც უზრუნველყოფს მათ უშუალო მონაწილეობას ცილების ბიოსინთეზში შეიცავს რვა ამინომჟავას, რომელთა სინთეზი ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია: L-ვალინი, L- იზოლეიცინი ,L- ლეიცინი, L- ლიზინი, L- მეთიონინი, L- ტრეონინი, L-ფენილალანინი, L- ტრიფტოფანი; პირობით ცვლად ამინომჟავებად ითვლება L- არგინინი და L- ჰისტიდინი. ისინი სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ ზოგიერთი პათფიზიოლოგიური მდგომარეობის დროს (მაგალითად ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა) და პატარა ბავშვებში მათი კონცენტრაცია არ აღწევს აუცილებელ დონეს.
L- არგინინი ხელს უწყობს ამიაკის ოპტიმალურ გარდაქმნას შარდოვანად, უკავშირდება რა ამონიუმის ტოქსიკურ იონებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ღვიძლში პროტეინების კატაბოლიზმით.
L-იზოლეიცინი ,L- ლეიცინი, და L-ვალინი (შეუცვლელი ამინომჟავები გვერდითი განშტოებებით) აკმაყოფილებენ ორგანიზმის ენერგეტიკულ მოთხოვნილებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უშუალოდ ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
ამინომჟავები, რომლებიც შეიცავენ არომატულ რგოლს, წარმოდგენილია L-ფენილალანინი თ და L- თიროზინით მცირე და უსაფრთხო რაოდენობით, რაც განპირობებულია მაღალი კონცენტრაციების დროს ცერებროტოქსიკური მოქმედების პოტენციური შესაძლებლობით. უმთავრესად კონცენტრაციის მინიმიზაცია ვრცელდება L- თიროზინზე ერთ-ერთი ნაწარმით, რომელიც არის აკტოპამინი – ცრუ ნეიროტრანსმიტერი, რომელიც ავლენს ტოქსიკურ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
აზოტის შემცველობა 10% ხსნარზე- 16.2 გ/ლ, 15%-25.7 გ/ლ
ამინომჟავები მთელ 10% ხსნარზე - -100.0 გ/1000 მლ, 15%-150 გ/1000 მლ.
ფარმაკოკინეტიკა
პარენტერულად შეყვანილი ამინომჟავები ორგანიზმში გამოიყენება ცილის სინთეზის დროს. ამ პროცესში გამოყენებისას ამინომჟავები დეზამინირდება შარდოვანას წარმოქმნით, რომელიც შემდეგში გამოიყოფა შარდით. ამინომჟავების ნახევრაგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ პირებში შეადგენს 5-15 წუთს. ამინომჟავების ნაწილი შეიძლება არ დაექვემდებაროს ბიოტრანსფორმაციას და ექსკრეტირდება შეუცვლელი სახით, ასეთ შემთხვევაში ამ შენაერთების სასურველი ეფექტი იკარგება. ამ ფარმაკოკინეტიკური განსაკუთრებულობის მოხსნა შეიძლება პრეპარატის ნელა შეყვანით, რათა ამინომჟავების კონცენტრაცია სისხლში მკვეთრად არ გაიზარდოს. შეყვანის ასეთი მეთოდი საშუალებას იძლევა გამოიყოს ამინომჟავები თირკმელების საშუალებით შეუცვლელი სახით.

ჩვენებები

ნაწილობრივი ან სრული პარენტერული კვება (ცხიმოვანი ემულსიების, ელექტროლიტების და ნახშირწყლების დამატებით), აგრეთვე ცილების და ცხიმების დანაკარგის პროფილაქტიკა და მკურნალობა, როდესაც შეუძლებელია ენტერაული კვების გამოყენება: გასტროინტესტინალური დაავადებების მძიმე შემთხვევები (ობსტრუქცია, მალაბსორბცია, ნაწლავის ანთებითი დაავადება, პანკრეატიტი და ნაწლავური ფისტულები), ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა (ტრავმები, დამწვრობა, სეფსისი), და სხვა შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პარენტერულ კვებას (ავთვისებიანი დაავადებების დროს, ოპერაციის მოსამზადებლად და ოპერაციული ჩარევის შემდეგ).

მიღების წესები და დოზები

ამინასოლ-ნეო-ს ინტრავენური ტრანსფუზია წარმოებს ერთ-ერთ ცენტრალურ ვენაში. დოზირება არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია ამინომჟავებზე ორგანიზმის მოთხოვნილებაზე და მეტაბოლური დარღვევების სიმძიმეზე.
10% ხსანრი:
მოზრდილების საშუალო დოზა შეადგენს 10-20 მლ/კგ/დღე, შესაბამისად 1-2 ამინომჟავა/კგ/დღეში. შეყვანის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 1 მლ/კგ/სთ, ინფუზიის რეკომენდირებული სიჩქარე 20-35 წვეთი/წუთი, მაქსიმალური დასაშვები სადღეღამისო დოზა არის 20 მლ/კგ.
15% ხსნარი:
მოზრდილების საშუალო დოზა შეადგენს 6.7-13.3 მლ/კგ/დღეში, შესაბამისად 1-2 ამინომჟავა/კგ/დღეში. შეყვანისMმაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 0.67 მლ/კგ/სთ, მაქსიმალური დასაშვები სადღეღამისო დოზა არის 13.3 მლ/კგ. 70 კგ ადამიანის სადღეღამისო დოზა შეადგენს 470-930 მლ, ხოლო შეყვანის რეკომენდირებული სიჩქარე – 16 წვეთი/წუთში.
დოზირება თირკმლის უკამრისობის დროს: პაციენტებში, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე, რეკომენდირებულია ცილების შეყვანა 0.6-1.0 გ/კგ/დღეში დოზით. დიალიზზე მყოფები: 1.2-2.7 გ/კგ/დღეში.
დოზირება ღვიძლის უკამრისობის დროს: ღვიძლის უკმარისობით დაავადებული პაციენტები ვერ იტანენ ამინომჟავების მომატებულ რაოდენობას და ამიტომ მათი მოთხოვნილება ცილებზე შეადგენს 0.8-1.1 გ/კგ/დღეში.

გვერდითი მოვლენები

ამინოსოლ-ნეოს 10% და 15% ხსნარების გამოყენებისას შესაძლებელია ფოლატების დეფიციტი ორგანიზმში, რის შედეგადაც მოცემული პრეპარატით მკურნალობის დროს აუცილებელია ფოლის მჟავის ყოველდღიური მიღება.

უკუჩვენება

მეტაბოლური აციდოზი, თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობა, შოკი, ჰიპოქსია, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, ორსულობა და ლაქტაცის პერიოდი, საბავშვო ასაკი - 18 წლამდე (არ არის დადგენილი ეფექტურობა და უსაფრთხოება)
სიფთხილით: სეფსისი, ესენციური ჰიპერტენზია, ღვიძლის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა არგინინმა შეიძლება გამოიწვიოს ფოსფორის კონცენტრაციის შემცირება და კალიუმის კონცენტრაციის მომატება პლაზმაში. ეს ცვლილებები განსაკუთრებით გამოხატულია შაქრიანი დიაბეტით დაავდებულებში. ინსულინი აფერხებს ჰიპერკალიემიას, რომელიც გამოწვეულია არგინინით, ამიტომ სტრესულ სიტუაციებში მყოფ პაციენტებში და აგრეთვე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულბში (I და II ტიპის) აუცილებელია ინსულინის შეყვანა, თუ ეს პაციენტები იღებენ ამინოსოლ-ნეოს. კათეტერიზაციის დროს ცენტრალური ვენის დაზიანებისას, რომელიც მიმდინარეობს სისხლჩაქცევით, შესაძლებელია განვითარდეს ბაქტერიული ან სოკოვანი თრომბოფლებიტი.
გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი დაუზიანებელი ფლაკონიდან!

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, გაძლიერებული ოფლდენა, ციებ-ცხელება, ტაქიკარდია. მაღალი სიჩქარით შეყვანის დროს შესაძლებელია ჰიპერვოლემია და პლაზმის ელექტროლიტური შემადგენლობის დარღვევა.
მკურნალობა: მოცემული გამოვლინებები არის შექცევადი. აუცილებელია შეყვანის სიჩქარის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა და სიმპტომატური მკურნალობის დაწყება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის რეკომენდირებული ამინოსოლ-ნეოს ხსნარში სხვა სამკურნალო პრეპარატების ჩამატება. ფარმაცევტულად ეთავსება შემდეგ ანტიბიოტიკებს: ამიკაცინი, ამპიცილინი, ცეფოტაქსიმი, ცეფტრიაქსონი, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი, გენტამიცინი, ქლორამფენიკოლი, კლინდამიცინი, ნეტილმიცინი, პენიცილინი, პიპერაცილინი, ტეტრაციკლინი, ტობრამიცინი და ვანკომიცინი; სხვა პრეპარატები – ამინოფილინი, ციკლოფოსფამიდი, ციმეტიდინი, ციტარაბინი, დიგოქსინი, დოფამინი, ფამოტიდინი, ფიტომენადიონი, ფტორურაცილი, ფოლის მჟავა, ფუროსემიდი, ჰეპარინი, ქლორპრომაზინი, ინსულინი, კალციუმის გლუკონატი, ლიდოკაინი, მეთილდოფა, მეთილპრედნიზოლონი, მეტოკლოპრამიდი, მეთოტრექსატი, მორფინი, ნიზატიდინი, ნორეპინეფრინი, პროპრანოლოლი, რანიტიდინი და რიბოფლავინი.
არგინინის და თიაზიდური შარდმდენების და ამინოფილინის ერთდროული შეყვანა ზრდის ინსულინის შემცველობას სისხლში.
ესტროგენებმა და პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გამოიწვიონ ზრდის ჰორმონის კონცენტრაციის მატება, რომელიც გამოწვეულია არგინინით და შეამცირონ გლუკაგონური და ინსულინური პასუხი არგინინზე. არგინინის ურთიერთქმედება სპირონოლაქტონთან იწვევს მძიმე ჰიპერკალიემიას. არგინინი არ ეთავსება თიოპენტალ ნატრიუმს.

შენახვის პირობები და ვადები

2 წელი
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება 15-25ºC, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით (11 ჯგუფი)
გამოიყენება მხოლოდ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ჰემოფარმ ა.დ

სერბეთი