ამინოსტერილ KE
წამლის ფორმა: 10% ხსნარი ინტრავენური ინფუზიებისათვის.
შემცველობა:
1 ლიტრი შეიცავს:
L-ალანინი 15.00გ
L – არგინინი 10.64გ
L – ჰისტიდინი 2.88გ
L – იზოლეიცინი 4.67გ
L – ლეიცინი 7.06გ
L-ლიზინის მონოჰიდროქლორიდი შეესაბამება ლიზინს 5.97გ
L-მეთიონინი 4.10გ
L-ფენილალანინი 4.82გ
L-პროლინი 15.00გ
L-თრეონინი 4.21გ
L-ტრიფტოფანი 1.82
L-ვალინი 5.92გ
ამინოძმარმჟავა 15.95გ
L – ვაშლის მჟავა 8.08გ
კალიუმის ქლორიდი 0.683გ
მაგნიუმის ქლორიდი 6H2O 1.017გ
ნატრიუმის ჰიდროქსიდი 1.2გ
კალიუმის ჰიდროქსიდი (85%) 0.716გ
საინექციო წყალი 1000 მლ-მდე
ელექტროლიტები : 100 მლ შეიცავს : Na+ 30 მოლი, K+ -20.0 მოლი, Mg++5.0 მოლი,
Cl¯ 60.0 მოლი,
აზოტის შემცველობა 16.0გ/ლ
თეორიული ოსმოლარობა 1048მლსმ/ლ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. პარენტერალური კვების საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ამინოსტერილ KE შეიცავს ამინომჟავებს (შეცვლადსა და შეუცვლელს), რომლებიც აუცილებელია ორგანიზმში ცილის სინთეზისათვის და აზოტის დადებითი ბალანსის მისაღწევად პარენტერალური კვებისას.
გამოყენების ჩვენებები.
ამინოსტერილ KE შეიცავს განკუთვნილია ნაწილობრივი პარენტერალური კვებისათვის. ნახშირწყლების შესაბამის შეყვანასთან შეთანხმებით, ასევე როგორც ენერგიის წყაროს ზეთოვანი ემულსიების შეყვანასთან შეთანხმებით, გამოიყენება სრული პარენტერალური კვებისათვის.
უკუჩვენებები
ამინომჟავების ცვლის დარღვევები, ჰიპერკალიემია, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა.
გამოყენების წესი და დოზები
ხსნარი გამჭვირვალე უნდა იყოს, ხოლო შეფუთვა დაუზიანებელი!
შეიყვანება ინტრავენურად 1.3 მლ-მდე სხეულის წონის 1 კგ-ზე საათში, ან 25-30 წვეთი 1 წუთში სხეულის წონის 70 კგ-ზე.
მაქსიმალური დოზა 1000 მლ დღეში სხეულის წონის 70 კგ-ზე, რაც შეესაბამება დაახლოებით 16.0 გ აზოტს.
კალორიების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ერთდროულად შეიძლება ნახშირწყლების ხსნარების შეყვანა.
აუცილებელია ოსმოლარობის გათვალსწინება!
გვერდითი მოქმედება.
შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
გამოშვების ფორმა.
შუშის ფლაკონები 500 და 1000 მლ.
შენახვის პირობები.
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.
ვარგისიანობის ვადა.
2 წელი.
გაცემის პირობები.
რეცეპტით.
მწარმოებელი
ფრეზენიუს კაბი დოიჩლანდ გმბჰ, გერმანია.
წარმოებულია ფრეზენიუს კაბი ავსტრია გმბჰ, ავსტრია.