ანტი-ფიშერ ბარიჯი®
Anti-Fissure Barij®
სავაჭრო დასახელება:
ანტი-ფიშერ ბარიჯი®
ფარმაცევტული ფორმა:
რექტალური კრემი
შემადგენლობა:
გვირილას ექსტრაქტი (Matricaria chamomilla) და მცირეაზიური მუხა (Quercus infectoria).
აქტიური ინგრედიენტები:
თითოეული 100 გ შეიცავს: 0.077 – 0.104 მგ აპიგენინი და 20.9 – 22.85 მგ ფენოლი პროდუქტის თითოეულ გრამში.
არააქტიური ინგრედიენტები:
სეზამის ზეთი, ვაზელინი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, იონოლი, პროპილპარაბენი, გლიცერინის მონო სტეარატი, გლიცერინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი/ნატრიუმის დოდეცილსულფატი, მეთილპარაბენი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მიორელაქსანტი, ათქ კოდი: C05AE01
ჩვენება:
ანალური ნახეთქების ადიუვანტური თერაპია.
დოზა და მიღების წესი
მალამოს თხელი ფენა დაიტანეთ ანალურ ნახეთქებზე დღეში 2-ჯერ
გვერდითი ეფექტები:
პრეპარატის სწორი გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ვლინდება. ალერგიული რეაქციების შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის დადგენილი.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
კვლევები არ არის ჩატარებული.
გამოყენება პედიატრიულ ასაკში:
პედიატრიულ ასაკში პროდუქტის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის.
გამოშვების ფორმა და დოზა:
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ალუმინის ტუბი აპლიკატორთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შეფუთვის ზომა: 30გ
შენახვის პირობები:
მოარიდეთ სინათლეს, შეინახეთ 15-300 C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატის გამოშვებიდან 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
ირანი, ქაშანი, Barijessence Pharmaceutical Company
ტელ: + 98 86 44465112
ვებ-გვერდი: www.barijessence.com