ანტიფლუ (ANTIFLU)
ხსნადი ფხვნილი
ფურცელ-ჩანართი
(პაციენტებისთვის)
სავაჭრო დასახელება
ანტიფლუ
სამკურნალწამლო ფორმა
ხსნადი ფხვნილი
აღწერა
თეთრი, უმნიშვმელო ელფერის მქონე ფხვიერი ფხვნილი, რომელიც შეიცავს კრისტალურ ნაწილაკებს, ლიმონის სუსტი სუნით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: (1 პაკეტში): აცეტამინოფენი 650მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10მგ, ქლორფენირამინის მალეატი 4მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, შაქარი (შაქრის ფხვნილი), შაქარი (საქაროზა), ლიმონმჟავა, კრემნიუმის დიოქსიდი, კრემნიუმის კოლოიდური დიოქსიდი, ლიმნის არომატიზატორი, სამფუძიანი ნატრიუმის ციტრატი, სახამებელი (სიმინდის სახამებელი), ტიტანის დიოქსიდი, ტრიკალციუმის ფოსფატი, D&C ყვითელი №10 (E104), FD&C ყვითელი N6 (E110).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გაციებით მიმდინარე დაავადებების დროს გამოსაყენებელი პრეპარატი.. ათქ კოდი:N02BE51
ფარმაკოლოგიური თვისებები
აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) ახდენს ანალგეზიურ, სიცხის დამწევ და სუსტ ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას. ამცირებს თავის, კუნთების და სახსრების ტკივილს, ასევე, ყელის ტკივილს.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ახდენს სისხლძარღვთა შემავიწროვებელ მოქმედებას, ამცირებს ცხვირის და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპენას და ჰიპერემიას, აადვილებს ცხვირით სუნთქვას.
ქლორფენირამინის მალეატი ახდენს ანტიჰისტამინურ მოქმედებას: ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის, ცხვირ ხახის, ზედა სასუნთქი გზების შეშუპებას, ამცირებს თვალის ქავილს.
გამოყენების ჩვენებები
ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებების სიმპრომების (ჰიპერთერმია, თავის, სახსრების და კუნთების ტკივილი, ცხვირის გაჭედილობა, სურდო, ცრემლდენა) და გრიპის სამკურნალოდ.
გამოყენების წესი და დოზირება
უფროსებისათვის: გახსენით ერთი პაკეტი ერთ ჭიქა ცხელ წყალში და გამოიყენეთ ცხელი სახით. აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ ყოველ 4 საათში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 4 მიღებისა დღე ღამეში. შესაძლებელია გემოვნებით შაქრის და თაფლის დამატება. damateba.
გვერდითი მოქმედებები
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ტოქსიკური ეპიდერმიალური ნეკროლიზი (ლაიელას სინდრომი), პოლიმორფო-ბულეზური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზი, ანგიონევროტული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), ანაფილაქსიური შოკი.
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, მომატებული აღგზნებადობა (განსაკუთრებით ბავშვებში), ძილის მოშლა, ძილიანობა, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიტიკური ანემია, მეტჰემოგლობინემია, პანციტოპენია.
კუჭ-ნაწლავთა სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე, დიარეა.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრიდან: ღვიძლის მოშლა (ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატებული აქტივობა), ჰეპატიტი, ასევე დოზადამოკიდებული ღვიძლისმიერი უკმარისობა, ღვიძლის ნეკროზი. ხანგრძლივად გაუმართლებელი მიღებისას შეიძლება მოხდეს ღვიძლის ფიბროზი, ღვიძლის ცეროზი.
სუნთქვის ორგანოების მხრივ: ბრონქოსპაზმი ან ბრონქიალური ასთმის გამწვავება, მათ შორის იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან აცეტილსალიცილის მჟავას მიმართ და სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: გულისცემის შეგრძნება, მომატებული არტერიული წნევა.
შარდმდენი სისტემის მხრიდან: შარდის შეკავება, დიდი ხნის განმავლობაში მისი დიდი დოზებით მიღებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნეფროტოქსიურ მოქმედებას.
სხვა: მიდრიაზი, აკომოდაციის პარეზი, თვალშიდა წნევის მატება.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ. პორტალური ჰოპერტენზია, ალკოჰოლიზმი, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, საქაროზა/იზომალტაზის დეფიციტი, ფრუქტოზის გადაუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი. ბავშვთა ასაკი 18 წლამდე. პრეპარატის ერთდროული მიღება არ შეიძლება - მონოოქსიგენაზას ინჰიბიტორებთან, საძილეებთან, ტრანკვილიზატორებთან და ისეთ პერპარატებთან ერთად, რომელიც შეიცავს პარაცეტამოლს.
სიფრთხილით მიიღება: არტერიული ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ბრონქიალური ასთმის, ფილტვების ქორნიკული ობსტრუქციული დაავადებების, თირეოტოქსიკოზის, ფეოქრომოციტომის, ღვიძლისა და თირკმლების მძიმე დაავადებების, გაძნელებული შარდვისას წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს, სისხლის დაავადებების, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემიის (ჟილბერის, დუბინ-ჯონსონის და როტერის სინდრომი), ვირუსული ჰეპატიტის, ჰიპეროქსალატურიის დროს.
დოზის გადაჭარბება
ზედოზირების დროს აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.
პარაცეტამოლი. ვლინდება მისი 10-15 გ-ზე მეტი დოზებით ყოველდღიურად მიღებისას. სიმპტომები: კანის საფარველის სიფერმკრთალე, დიარეა, მადის დაქვეითება, გულისრევა და ღებინება, დისკომფორტი მუცლის ღრუში და/ან აბდომინალური ტკივილი, მომატებული ოფლიანობა. პარაცეტამოლის კლინიკური ზედოზირების სურათი მისი მიღებიდან ვითარდება 6-14 საათის განმავლობაში. ქრონიკული ზედოზირების სიმპტომები ვლინდება 2-4 დღე-ღამის შემდეგ, პრეპარატის მომატებული დოზებით მიღებისას. მძიმე მოწამვლის შემთხვევაში ვითარდება ღვიძლისმიერი უკმარისობა ღვიძლის ენცეფალოპათიის, კომისა და სიკვდილის ჩათვლით. ჰიპოკალიემია და მეტაბოლიზური აციდოზი (მათ შორის ლაქტოაციდოზი) შეიძლება განვითარდეს მწვავე ან/და ქრონიკული ზედოზირებისას. ხშირი კლინიკურ გამოვლინებების შემთხვევებს 3-5 დღის შემდეგ წარმოადგენს: სიყვითლე, ცხელება, ღვიძლის სუნი პირიდან, ჰემორაგიული დიათეზი, ჰიპოგლიკემია, ღვიძლის უკმარისობა. მწვავე ღვიძლის უკმარისობა სადინრების მწვავე ნეკროზით, რომლის დიაგნოსტიკა ხდება წელის ტკივილით, ჰემატურიით და პროთეინურიით, შეიძლება განვითარდეს ღვიძლის მძიმე დარღვევებისგან დამოუკიდებლად.
ზედოზირების ბარიერი შეიძლება მცირე იყოს იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ გარკვეული სახის მედიკამენტებს, ალკოჰოლს ან არიან სერიოზულად გამოფიტულნი.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი პირველი 6 საათის განმავლობაში, SH ჯგუფის დონატორების, გლუტათიონის სინთეზის წინამორბედის - მეთიონინის შეყვანა ზედოზირებიდან 8-9 საათის შემდეგ და N-აცეტილცისტეინის შეყვანა 12 საათის შემდეგ.
ქლორფენირამინი. სიმპტომები: თავბრუსხვევა, აღგზნებადობა, ძილის დარღვევა.
მკურნალობა: სიმპტომატიკური
ფენილეფრინი. სიმპტომები: აღგზნებადობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჰალუცინაციები, გონების არევა, კრუნჩხვები, მომატებული არტერიული წნევა და არითმია.
მკურნალობა: სიმპტომატიკური, მძიმე არტერიული ჰიპერტენზიისას ალფა-ადრენობლოკატორების გამოყენება, ისეთის როგორიცაა: ფენტოლამინი.
ასკორბინის მჟავა: ასკორბინის მჟავას დიდმა დოზებმა (3000 მგ-ზე მეტი) შეიძლება გამოიწვიოს დროებითი ოსთომიტიკური დიარეა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა, ისეთი როგორიცაა: გულისრევა, დისკომფორტი კუჭის მიდამოში.
მკურნალობა: სიმპტომატიკური, ფორსირებული დიურეზი.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
მკურნალობის პერიოდში უნდა აკრძალოთ ალკოჰოლის,საძილე საშუალებების და ანქსიოლიტური (ტრანკვილიზატრები) საშუალებების მიღება. ცოტა რაოდენობის ალკოჰოლის მიღება პარაცეტამოლთან ერთად ზრდის ღვიძლის ტოქსიურობის პოტენციურ რისკს. კანზე სერიოზული რეაქციების შესახებ შეტყობინება ძალიან იშვიათია. კანის სიწითლის, გამონაყარის, ბუშტუკების ან აქერცვლის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პარაცეტამოლით მკურნალობა და უნდა მიმართოთ ექიმს.
ღვიძლის დაზიანების რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ალკოჰოლური ჰეპატოზი. ცვლის ლაბორატორიული კვლევების ჩვენებებს გლუკოზის რაოდენობრივი განსაზღვრისას და პლაზმაში შარდოვანას მჟავას დადგენის დროს. ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია პერიფერიული სისხლისა და ღვიძლის ფუნქციონალური მდგომარეობის მაჩვენებლების კონტროლი. არ მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომელიც შეიცავს პარაცეტამოლს. ჰიპერთერმიისას, რომლის ხანგრძლივობაა 3 დღეზე მეტხანს, ხოლო ტკივილის სინდრომის დროს 5 დღეზე მეტხანს, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
გავლენა მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
მკურნალობის პერიოდში სასურველია თავი აარიდოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, მექანიზმებზე მუშაობას და სხვა პოტენციურად საშიშ საქმიანობას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
რეკომენდებულია პრეპარატთან ერთად მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორების, სედატიური სამკურნალო საშუალებების, ეთანოლის მიღებისგან თავის შეკავება. პარაცეტამოლის მიერ ჰეპატოტოქსიურობის განვითარების რისკი იზრდება ბარბიტურატებთან, ფენიტოინთან, კარბამაზეპინთან, რიფამპიცინთან, ზიდოვუდინთან და სხვა ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორებთან ერთად მიღებისას. ეთანოლი აძლიერებს ქლორფენირამინის სედატიურ მოქმედებას. ანტიდეპრესანტები, პარკინსონსაწინააღმდეგო და ფენოთიაზინური ანტიფსიქოტოზური სამკურნალო საშუალებები ზრდის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს (შარდის შეკავება, პირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გაუვალობა). გლუკოკორტიკოსტეროიდები ზრდის გლაუკომის განვითარების რისკს. პარაცეტამოლი ამცირებს ურიკოზურული სამკურნალო საშუალებების ეფექტურობას და ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას. ქლორფენირამინმა მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად, მაგ. ფურაზოლიდონთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი, აღგზნებადობა, ჰიპერპირექსია. ტრიციკლიდური ანტიდეპრესანტები აძლიერებს ფენილეფრინის სიმპატომიმეტიკურ მოქმედებას, გალოტანის ერთდროული დანიშვნისას იზრდება პარკუჭოვანი არითმიის განვითარების რისკი. ფენილეფრინი ამცირებს გუანეტიდინის ჰიპოტენზიურ მოქმედებას, რომელიც თავის მხრივ, აძლიერებს ფენილეფრინის ალფა-ადრენომასტიმულირებელ აქტიურობას. ასკორბინის მჟავა ზრდის პენიცილინის, რკინის შეწოვას, ამცირებს ჰეპარინისა და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების კლინიკურ ეფექტს, ზრდის კრისტალურიის განვითარების რისკს სალიცილატებისა და ხანმოკლე მოქმედების სულფანილამიდების მიღებისას, ანელებს თირკმელიდან მჟავების გამოყოფას, ზრდის იმ სამკურნალო საშუალებების გამოყოფას, რომელსაც აქვთ ტუტოვანი რეაქციები (მათ შორის ალკალოიდები), ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების კონცენტრაციას სისხლში.
ქლორამფენიკოლთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ნახევრადგამოყოფის პერიოდი სისხლის პლაზმიდან და ტოქსიური მოქმედების გაძლიერება.
პარაცეტამოლი (ან მისი მეტაბოლიტები) ურთიერთქმედებენ ფერმენტთან, რომელიც მონაწილეობს სისხლის შედედების K-დამოკიდებული ფაქტორის სინთეზში. პარაცეტამოლთან და ვარფარინთან ან კუმარინ-წარმოებულებთან ერთად მისი ურთიერთქმედებისას შეიძლება გამოიწვიოს საერთო ნორმალიზებული ურთიერთქმედების და სისხლდენის რისკის ზრდა. პაციენტები, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს, არ უნდა მიიღონ პარაცეტამოლი ხანგრძლივად, სამედიცინო დაკვირვების გარეშე.
ტროპისეტრონისა და გრანისეტრონის ანტაგონისტები, მე-3 ტიპის 5-ჰიდროქსიტრიპტამინმა შეიძლება მთლიანად დააინჰიბიროს პარაცეტამოლის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების გამო.
პარაცეტამოლი არ უნდა იქნას მიღებული ზიდოვუდინთან ერთად ექიმის კონსულტაციის გარეშე, ვინაიდან, არსებობს ლეიკოციტების რაოდენობის შემცირების ტენდენციის გაძლიერების რისკი (ნეიტროპენია).
შენახვის პირობები
არაუმეტეს +250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ
გამოშვების ფორმა
5 პაკეტი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე
განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი
ბაიერ კონსუმერ კერ აგ
პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია
კონტრაკტ ფარმაკალ კორპორეიშიონ,
135 ადამს ავენიუ, ჰოპოგ, ნიუ იორკი, 11788 აშშ.