არკოქსია 120მგ #28ტ

არკოქსია

საერთაშორისო დასახელება:

ETORICOXIB

მწარმოებელი: ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: ეტორიკოქსიბი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გარსით დაფარული ტაბლეტები 60მგ - მწვანე, 90მგ - თეთრი, 120მგ - ღია მწვანე ფერის.

ფარმაკოდინამიკა:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ეტორიკოქსიბი წარმოადგენს ციპროოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორს, თერაპიულ კონცენტრაციებში აბლოკირებს პროსტაგლანდინების წარმოქმნას და ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედებით. სელექტიურად ცოგ-2-ის დათრგუნვას ეტორიკოქსიბით თან ახლავს გამოხატული კლინიკური სიმპტომების შემცირება, დაკავშირებული ანთებით პროცესებთან, ისე, რომ ამ დროს არ აღინიშნება გავლენა თრომბოციტებზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანზე.

ეტორიკოქსიბს ცოგ-2-ის ინჰიბირებაზე აქვს დოზადამოკიდებული ეფექტი. ისე, რომ არ ახდენს გავლენას ცოგ-1 -ზე დღეღამური 150მგ-მდე დოზით გამოყენებისას. პრეპარატი გავლენას არ ახდენს კუჭის ლორწოვან გარსში პროსტაგლანდინების გამომუშავებაზე და სისხლდენის დროზე. ჩატარებულ გამოკვლევებში არ აღინიშნა არაქიდონის მჟავის დონის და კოლაგენით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციის შემცირება.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია: შიგნით მიღებისას სწრაფად შეიწოვება. ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%. მოზრდილებში უზმოდ მიღებისას 120მგ დოზით მაქსიმალური კონცენტრაცია (CMAX) – 3,6 მკგ/მლ, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (TCMAX) – 1 სთ მიღების შემდეგ.

საჭმლის მიღება არ ახდენს არსებით გავლენას აბსორბციის სიჩქარეზე 120 მგ დოზით მიღებისას. ამასთან ერთად, ხდება ჩმახ-ის მნიშვნელობის დაქვეითება 36%-ით და თცმახ-ის გაზრდა 2 სთ-ით.

ანტაციდების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე.

განაწილება: მიღებისას პლაზმის ცილებთნ კავშირი აჭარბებს 92%. განაწილების მოცულობა (VDSS) წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს 120ლ. ეტორიკოქსიბი აღწევს პლაცენტარულ და ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

მეტაბოლიზმი: ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, ციტოქრომის იზოფერმენტით  P450(CYP) და წარმოქმნის 6-ჰიდროქსიმეთილ-ეტორიკოქსიბს. პრეპარატის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით შეუცვლელი სახით. აღმოჩენილია ეტორიკოქსიბის 5 მეტაბოლიტი, ძირითადი - 6-ჰიდროქსიმეთილ-ეტორიკოქსიბი და მისი წარმოებულები - 6-კარბოქსიაცეტილ-ეტორიკოქსიბი.

ძირითადი მეტაბოლიტები არ მოქმედებენ ცოგ-1-ზე და სრულებით არ არიან აქტიურები ან ნაკლებაქტიურები არიან ცოგ-2-ის მიმართ.

გამოყოფა: ჯანმრთელ მოხალისეებში ნიშანდებული რადიაქტიური პრეპარატის

ვენაში ერთჯერადი შეყვანისას, რომელიც შეიცავდა 25მგ ეტორიკოქსიბს, პრეპარატის 70% გამოიყო თირკმელებით, 20% - ნაწლავებით, ძირითადად მეტაბოლიტების სახით. 2%-ზე ნაკლები აღმოჩნდა შეუცვლელი სახით. ეტორიკოქსიბის გამოყოფა ძირითადად ხდება თირკმელებით მეტაბილიზმის გზით. პრეპარატის წონასწორული კონცენტრაცია მიიღება მისი ყოველდღიური მიღებით 120მგ დოზით 7 დღის შემდეგ, კუმულაციის კოეფიციენტია - 2, რაც შეესაბამება ნახევარგამოყოფის პერიოდს 22სთ-ს. პლაზმური კლირენსი დაახლოებით შეადგენს 50მლ/წთ.

ფარმაკოკინეტიკური განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის არ არის.

ასაკოვნებში საჭირო არ არის დოზის კორექცია.

ღვიძლის დაავადება

ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით (CHILD-PUGH შკალის მიხედვით 5-6 ბალი) ეტორიკოქსიბის მიღება 60მგ/დღ დოზით იწვევს AUC-ს მაჩვენებელის 16%-ით ზრდას  ჯანმრთელებთან შედარებით.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (7-9 ბალი CHILD-PUGH შკალის მიხედვით), რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატას 60მგ დოზით დღეგამოშვებით, AUC-ს მნიშვნელობა იყო იგივე როგორც ჯანმრთელებში, რომლებიც პრეპარატს ღებულობდნენ ყოველდღე იგივე დოზით.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (9 ბალზე მეტი CHILD-PUGH -ის შკალის მიხედვით), კლინიკური და ფარმაკოკინეტიკური კვლევის მონაცემები არ მოიპოვება.

თირკმელების დაავადება

ენტეროკოქსიბის ერთჯერადი მიღებისას 120მგ დოზით ავადმყოფებში ზომიერად და მძიმედ გამოხატული თირკმელების დაზიანებით და თირკმელების ქრონიკული უკმარისობისას ტერმინალურ სტადიაში, ჰემოდიალიზის პირობებში ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არსებითად არ განსხვავდება ჯანმრთელი პირების მაჩვენებლებისგან. ჰემოდიალიზი უმნიშვნელოდ მოქმედებდა გამოყოფაზე (დიალიზის კლირენსი - დაახლოებით 50მლ/წთ).

ჩვენებები:

სიმპტომატური თერაპია:

  • ოსტეოართროზი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • მაალკირებელი სპონდილიტი;
  • მწვავე პოდაგრულ ართრიტთან დაკავშირებული ტკივილი და ანთებითი სიმპტომატიკა.

უკუჩვენებები:

  • პრეპარატის რომელიმე კოპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • სრული ან არასრული შეთანწყობა ბრონქულ ასთმასთან, ცხვირის რეციდიული პოლიპოზი;
  • აცეტილსალიცილის მჟავის აუტანლობა ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (მათ შორის ანამნეზში);
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, კუჭ-ნაწლავიდან აქტიური სისხლდენა;
  • ცერებროვასკულარული ან სხვა სახის სისხლდენა;
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი) გამწვავების ფაზაში;
  • ჰემოფილია და სხვა სახის სისხლის შედედების დარღვევა;
  • გულის გამოხატული უკმარისობა (NYHA II-IV); ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (9 ბალზე მეტი CHILD-PUGH -ის შკალის მიხედვით) ან ღვიძლის აქტიური დაავადება;
  • *თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კრეატინიის კლირენსი <30მლ/წთ), თირკმელების პროგრესირებადი დაავადება;
  • დადასტურებული ჰიპერკალიემია;
  • აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი;
  • პერიფერიული არტერიების დაავადება,
  • ცერებროვასკულური დაავადება;
  • კლინიკურად გამოხატული გულის იშემიური დაავადება; მყარი არტერიული ჰიპერტენზია, 140/90მმ.ვწყ.სვ.-ზე მეტი არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია,
  • ორსულობა, ლაქტაცია; 16 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით:

ანამნეზური მონაცემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანების შესახებ, Helicobacter Pylori-ით გამოწვეული; ხანდაზმული ასაკი, ხანგრძლივად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, მძიმე სომატური დაავადებები, დისლიპიდემია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება და სითხის შეკავება, მწეველობა, კრეატინინის კლირენსი

– ანტიკოაგულანტები (მაგალითდ, ვარფარინი);

– ანტიაგრეგანტები (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი);

– პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდები (მაგალითად, პრედნიზოლონი);

– სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (მაგალითად, ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, სერტრალინი).

პაციენტებმა ღვიძლის უკმარისობით (CHILD-PUGH შკალის მიხედვით 5-6 ბალი) არ უნდა გადააჭარბონ 60მგ. სადღეღამისო დოზას.

მიღების წესი და დოზირება:

შინაგანად, კვებისგან დამოუკიდებლად, მცირე რაოდენობით წყალთან ერთდ.

ოსტეოართროზი

რეკომენდებული დოზა შეადგენს  60მგ. ერთჯერ დღეში.

რევმატოიდული ართრიტი და მაანკილოზირებელი სპონდილიტი

რეკომენედებული დოზა შეადგენს 90მგ ერთჯერ დღეში.

მწვავე პოდაგრული ართრიტი

მწვავე პერიოდში რეკომენდებული დოზა - 120მგ 1-ჯერ დღეში.

120მგ დოზით პრეპარატის გამოყენება დასაშვებია 8 დღის მანძილზე.

სასურველი მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება შესაძლო მინიმალური ხანმოკლე კურსით.

ტკივილის სინდრომის დროს საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 60მგ დღეში.

გვერდითი მოქმედება:

ძალიან ხშირად > 10%, ხშირად - 1-10%, იშვიათად - 0,1-1%; იშვიათად - 0,01-0,1%; ძალიან იშვიათად - 0.01%, გამონაკლისი შემთხვევების ჩათვლით.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ხშირად - ეპიგასტრალური ტკივილი, გულისრევა, დიარეა, დისპეფსია, მეტეორიზმი; იშვიათად - მუცლის შებერილობა, ბოყინი, პერისტალტიკის გაძლიერება, ყაბზობა, პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე, გასტრიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლული, ნაწლავის გაღზიანების სინდრომი, ეზოფაგიტი, პირის ღრუს ლორწოვანის წყლული, ღებინება; ძალიან იშვიათად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული (სისხლდენით ან პერფორაციით).

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰეპატიტი.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, თვბრუსხვევა, სისუსტე; იშვიათად - გემოს დარღვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, მგრძნობელობის დარღვევა, მათ შორის პარესთეზია/ჰიპერესთეზია, განგაში, დეპრესია, კონცენტრაციის დარღვევა, ძალიან იშვიათად - ჰალუცინაციები, გონების არევა.

გრძნობათა ორგანოების მხრივ: იშვიათად - მხედველობის დაბინდვა, კონიუნქტივიტი, ყურებში შუილი, ვერტიგო.

შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად - პროტეინურია; ძალიან იშვიათად - თირკმლის

უკმარისობა, რომელიც შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

ალერგიული რექციები: ძალიან იშვიათდ - ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითებით და შოკით.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად - გულისცემის შეგრძნება, არტერიული წნევის მომატება; იშვიათად - „ალები“, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, წინაგულების ფიბრილაცია, შეგუბებითი გულის უკმარისობა, ეკგ-ზე არასპეციფიკური ცვლილებები; მიოკარდიუმის ინფარქტი, ძალიან იშვიათად - ჰიპერტონული კრიზი.

სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად - ხველა, ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა; ძალიან იშვიათად - ბრონქოსპაზმი.

კანის საფარველის მხრივ: ხშირად - ეხკიმოზები; იშვიათად - სახის შეშუპება, კანის ქავილი, გამონაყარი; ძალიან იშვიათად - ჭინჭრის ციება, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი.

ინფექციები: იშვიათად - გასტროენტერიტი, ზედა სასუნთქი გზების, შარდის გამომყოფი ტრაქტის ინფექცია.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - კუნთების კრუნჩხვა, ართრალგია, მიალგია.

მეტაბოლიზმის დარღვევა: ხშირად - შეშუპება, სითხის შეკავება; იშვიათად - მადის შეცვლა, წონაში მომატება.

სხვა: ხშირად - გრიპისმაგვარი სინდრომი; იშვიათად - გულმკერდში ტკივილი.

ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგები; ხშირად - „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების მომატება; იშვიათად - შარდში და სისხლში აზოტის მომატება, კრეატინფოსფოკინაზების აქტიობის მომატება, ჰემატოკრიტის დაქვეითება, ჰემოგლობინის დაქვეითება, ჰიპერკალიემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, შრატში კრეატინინის მომატება, შარდმჟავას მომატება; იშვიათად - სისხლის შრატში ნატრიუმის მომატება.

ჭარბი დოზირება:

კლინიკურ კვლევებში არკოქსიას ჭარბ დოზირებაზე მონაცემები არ არის.

კლინიკურ კვლევებში არკოქსიას 500მგ დოზით ერთჯერადი მიღებისას ან 150მგ/დღ მრავალჯერადი მიღებისას 21 დღის მანძილზე შესამჩნევი ტოქსიური ეფექტი არ დაფიქსირებულა. პრეპარატის ჭარბი დოზირებისას შესაძლებალია არასასურველი ეფექტის გამოვლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და თირკმელების მხრივ. ჭარბი დოზირებისას სიმპტომურ თერაპიას ატარებენ.

ეტორიკოქსიბი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით, პერიტონეალური დიალიზით პრეპარატის გამოყოფა არ არის შესწავლილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება

პერორალური ანტიკოაგულანტები (ვარფარინი)

ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ ვარფარინს, დღეში არკოქსიას 120მგ დოზით მიღებისას აღინიშნა  საერთაშორისო სტანდარტიზირებულ თანაფარდობასთან პროთრომბინული დროის 13%-ით გაზრდა. ავადმყოფებმა, რომლებიც ღებულობენ ვარფარინს ან ანალოგიურ სამკურნალო საშუალებებს, უნდა აკონტროლონ ეს მაჩვენებელი არკოქსიით მკურნალობის დასაწყისში, განსაკუთრებით პირველი რამდენიმე დღე.

დიურეტული პრეპარატები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები

არსებობს მონაცემები, რომ არასელექტიური ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და ციკლოოქსიგენაზა - 2 სელექტიური ინჰიბიტორები აქვეითებენ აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ ეფექტს. რაც გათვალისწინებული უნდა იქნას იმ ავადმყოფებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ არკოქსიას და აგფ ინჰიბიტორს. ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (მაგალითად, დეჰიდრატაცია ან ხანდაზმული ასაკი) მსგავსმა კომბინაციამ შეიძლება გააღრმაოს თირკმლის ფუნქციონალური უკმარისობა.

აცეტილსალიცილის მჟავა

არკოქსიას მიღება ერთდროულად აცეტილსალიცილის მჟავასთან, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკისთვის არის დანიშნული, შეიძლება მცირე დოზით. თუმცა, დაბალ დოზებში აცეტილსალიცილის მჟავას და არკოქსიას მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა წყლულოვანი დაზიანების სიხშირის გაზრდა და სხვა გართულებები ცსლკე არკოქსიას მიღებასთან შედარებით. წონასწორული კონცენტრაციით ეტორიკოქსიბის მიღება 120მგ დოზით ერთჯერ დღეში არ ახდენს გავლენას აცეტილსალიცილის მჟავას ანტითრომბოციტარულ აქტიობაზე მცირე დოზით მიღებისას (81მგ დღეში). პრეპარატი არ ცვლის აცეტილსალიცილის მჟავას პროფილაქტიკურ მოქმედებას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი

ზრდიან  ნეფროტოქსიურობის რისკს პრეპარატის მიღებისას.

ფარმაკოკინეტიკური მოქმედება:

ლითიუმი

არსებობს მონაცემები, რომ არასელექტიური ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და სელექტიური ცოგ-2-ის ინჰიბიტორები ამაღლებენ ლითიუმის კონცენტრაციას პლაზმაში. ეს ურთიერთქმედება გათვალისწინებული უნდა იყოს ავდმყოფებში, რომლებიც ღებულობენ არკოქსიას ლითიუმთან ერთად.

მეტოტრექსატი

ჩატარდა ორი კვლევა ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ არკოქსიას 60,90 და 120მგ დოზით დღეში 1-ჯერ 7 დღის მანძილზე და 7,5-20მგ მეტოტრექსატს კვირაში ერთჯერ რევმატოიდული ართრიტისთვის. არკოქსიამ დოზით 60-90მგ არ მოახდინა გავლენა მეტოტრექსატის თირკმლის კლირენსსა და პლაზმურ კონცენტრაციაზე (AUჩ). ერთ კვლევაში არკოქსიამ დოზით 60-90მგ არ მოახდინა გავლენა მეტოტრექსატის თირკმლის კლირენსსა და პლაზმურ კონცენტრაციაზე (AUჩ).

მეორე კვლევაში არკოქსიამ დოზით 120მგ გაზარდა მეტოტრექსატის კონცენტრაცია პლაზმაში 28%-ით და დააქვეითა მეტოტრექსატის  თირკმლის კლირენსი 13%-ით. არკოქსიას 90მგ-ზე მეტი დოზით დანიშვნისას მეტოტრექსატთან ერთად საჭიროა დაკვირვება მეტოტრექსატის შესაძლო ტოქსიური ეფექტის გამოვლენაზე.

პერორალური კონტრაცეპტივები

120მგ დოზით არკოქსიასა და 35მკგ ეთინილესტრადიოლის და 0.5-დან 1მგ ნორეთინდრონის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული ან 12 სთ-იანი შუალედით მიღებისას 21 დღის მანძილზე იზრდება სტაციონარული AUCO-24სთ ეთინილესტრადიოლისთვის 50-60%-ით. თუმცა, ნორეთისტერონის კონცენტრაცია ჩვეულებრივ არ იზრდება კლინიკურად მნიშვნელოვანი ხარისხით. ეთგინილესტრადიოლის კონცენტრაციის ეს გაზრდა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შესაბამისი პერორალური კონტრაცეპტივის შერჩევისას არკოქსიასთან ერთად მიღებისას. მსგავს ფაქტს შეუძლის თრომბოემბოლიის სიხშირის გაზრდა გამოიწვიოს, ეთინილესტრადიოლის ექსპოზიციის ხარჯზე.

ყურადღებამისაქცევი ფარმაკოკინეტიკური მოქმედება გლუკოკორტიკოსტეროიდებთან არ ფიქსირდება.

დიგოქსინი

ეტორიკოქსიბი არ ახდენს გავლენას AUCO-24სთ წონასწორობაზე ან დიგოქსინის ელიმინაციაზე. ამასთან ერთად, ეტორიკოქსიბი ჩმახ ზრდის (საშუალოდ 33%-ით), რასაც შეუძლია დიგოქსინის დოზის სიჭარბის შექმნა.

რიფამპიცინი

არკოქსიასა და რიფამპიცინის, ღვიძლის მეტაბოლიზმის მძლავრი ინდუქტორის, ერთდროული მიღება იწვევს პლაზმაში ეტორიკოქსიბისთვის AUC დაქვეითებას 65%-ით. ეს ურთიერთქმედება გათვალისწინებული უნდა იყოს არკოქსიასა და რიფამპიცინის ერთდროული დანიშვნისას.

ანტაციდები და კეტოკონაზოლი (CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორი)

არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან მოქმედებას არკოქსიას ფარმაკოკინეტიკაზე.

განსაკუთრებული მითითება:

სამკურნალო საშუალება არკოქსიას მიღება მოითხოვს არტერიული წნევის საფუძვლიან კონტროლს. პრეპარატის დანიშვნისას ყველა პაციენტისთვის სავალდებულოა არტერიული წნევის კონტროლი მკურნალობის პირველი ორი კვირის მანძილზე და პერიოდულად შემდეგშიც.

ასევე საჭიროა თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი. „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების დონის მომატების შემთხვევაში ნორმის ზედა საზღვართან შედარებით  3-ჯერ და მეტად, პრეპარატი უნდა შეიცვალოს; მკურნალობის ხანგრძლიობის გაზრდისას გათვალისწინებული უნდა იქნას ასაკობრივი რისკი არასასურველი ეფექტების განვითარების. აუცილებელია პერიოდულად შეფასდეს პრეპარატის მიღების გაგრძელების აუცილებლობა და დოზის შესაძლო დაკლება.

არ არის სასურველი პრეპარატის ერთდროული მიღება სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. პრეპარატმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქალების ფერტილობაზე და ამიტომ არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.

არკოქსიას გარსი შეიცავს ლაქტოზას უმნიშვნელო რაოდენობით, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას პრეპარატის დანშვნისას ავადმყოფებში ლაქტოზას უკმარისობით.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს და ყურადღების კონცენტრაციას.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.