ფლებოდია 600მგ #30ტ

ფლებოდია 600მგ


სავაჭრო დასახელება: ფლებოდია 600.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დიოსმინი, diosmin
ქიმიური დასახელება:7-[[6-O-(6-Desoxy-α-L-mannopyranosyl)-β-D-glucopyranosyl]oxy]-5-hydroxy-2-(3-hydroxy-4-methoxyphenyl)-4H-1-benzopyran-4-on.
წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი ორმხრივად გამობურცული ტაბლეტები, შემოგარსული ვარდისფერი ფერის გარსით. გადატეხილი
ტაბლეტის იერი: შიგთავსი მორუხო-მოყავისფრო ფერის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ძირითადი ნივთიერება: გრანულირებული დიოსმინი, რაც შეესაბამება სუფთა გაუწყლურებულ 600 მგ დიოსმინს. დამხმარე ნივთიერებები: ტალკი, სილიკონის კოლოიდური დიოქსიდი, სტარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, Sepifilm 002 ტიპის დამცავი აბკი (ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლის სტეარატი 400), Sepisperse AP 5523 ტიპის საღებავების ნაერთი (პროპილენგლიკოლი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, წითელი კოშენილი (Ponceau 4R), რკინის ოქსიდი შავი, რკინის ოქსიდი წითელი), Opaglos 6000 (პალმის ცვილი, ფუტკრის ცვილი, ჰუმილაკი, 950 ეტანოლი)რაოდენობით საკმარისი ერთი შემოგარსული ტაბლეტისათვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოპროტექტორული საშუალება.
ATC კოდი C05CA03.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს ახასიეთებს ვენების მატონიზირებელი ეფექტი
(ამცირებს მათ გაგანიერებას, აძლიერებს ვენების ტონუსს (დოზადამოკიდებული ეფექტი), ამცირებს ვენურ შეგუბებას), აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს (აძლიერებს ლიმფური კაპილარების ტონუსს და კუმშვადობას, ამცირებს ლიმფურ წნევას და ხელს უწყობს მათი ფუნქციონალური სიმკვრივის ზრდას), აუმჯობესებს მიკროცირკულაციას (აძლიერებს კაპილარების რეზისტენტობას (დოზადამოკიდებული ეფექტი) და ამცირებს მათ განვლადობას), აღადგენს ქსოვილების ტროფიკას, მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აძლიერებს ადრენალინის, ნორადრენალის ტროპიზმს ვენების მიოციტების მიმართ, ბლოკირებას უწევს თავისუფალი რადიკალების გამომუშავებას და პროსტაგლანდინებისა და თრომბოქსანის სინთეზს.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მაქსიმალურია პრეპარატის მიღებიდან 5 საათის შემდეგ. პრეპარატი თანაბრად ნაწილდება ვენური კედლის ყველა შრეში, განსაკუთრებით ღრუ ვენებში, ქვედა კიდურების ვენებში, ნაკლებად - ღვიძლში, თირკმელებსა და ფილტვებში. სხვა გამოკვლეულ ქსოვილებში პრეპარატი აღწევს უმნიშვნელო რაოდენობით. დიოსმინის შერჩევითი დაგროვება ვენურ სისხლძარღვებში მაქსიმუმს აღწევს მიღებიდან 9 საათიის შემდეგ და შენარჩუნებულია შემდეგი 96 საათის განმავლობაში. პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად შარდით (79%), განავლით (11%), ნაღველით (2,4%).
ჩვენება: ქვედა კიდურების ვარიკოზული გაგანიერება, ქვედა კიდურების ქრონიკული ვენურ_ლიმფური უკმარისობა, ბუასილი, მიკროცირკულაციის დარღვევა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ბავშვთა ასაკი (18 წლამდე).
ორსულობა და ლაქტაცია: დღემდე პრაქტიკაში არ არის აღინიშნული პრეპარატის არც ერთი უარყოფითი გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე და ნაყოფის განვითარებაზე, ვინაიდან იგი არ ხასიათდება ტოქსიკურობით და არ აღწევს პლაცენტურ ბარიერში. ორსულობის პერიოდში უნდა დაინიშნოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, რადგან არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ გადადის თუ არა დიოსმინი დედის რძეში.
დოზირება და გამოყენების წესი: შინაგანად მისაღები.
ქვედა კიდურების ვარიკოზული გაგანიერებისას და ქრონიკული ლიმფო-ვენური უკმარისობის დროს (სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში): 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში დილით საუზმემდე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვე. ქრონიკული ლიმფო-ვენური უკმარისობის მძემე ფორმების დროს (შეშუპება, ტკივილი, ქვედა კიდურების დაბუჟება) მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-4 თვეს. ტროფიკული წყლულების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა არა ნაკლები 6 თვისა. რეკომენდირებულია წელიწადში 2-3 მკურნალობის კურსის ჩატარება. მწვავე ბუასილის დროს: 2-3 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს 7 დღის განმავლობაში. შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში 1-2 თვის განმავლობაში.
ორსულობის II და III ტრიმესტრში ქრონიკული ლიმფო-ვენური უკმარისობის მკურნალობისას
ინიშნება 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში და მკურნალობის შეწყვეტა ხდება მშობიარობამდე 2-3 თვით ადრე. ერთი ან რამოდენიმე სამკურნალო დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეული დოზით.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ - დისპეფსიური მოვლენები; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ – თავის ტკივილი.
ჭარბი დოზირება: არ არის აღწერილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის აღწერილი.
საყურადღებო მითითება: არსებობს მონაცემები პრეპარატის ეფექტურობის შესახებ ფეტოპლაცენტარული უკმარისობის მკურანალობის დროს, აგრეთვი საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას განვითარებული სისხლდენების პროფილაქტიკის მიზნით, ფლებექტომიის შემდგომ.
გამოშვების ფორმა: 15 ტაბლეტი პოლივინილქლორიდისაგან და ალუმინისაგან დამზადებულ ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტერი და გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია მუყაოს ყუთში.
გამოყენების ვადა: 2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტესი 300C.
მოარიდეთ ბავშვებს.
გაცემის წესი: რეცეპტით.
მწარმოებელი: ლაბორატორია ინოტექ ინტერნასიონალი, ინოტერა შუზი, საფრანგეთი, Rue Rene Chantereau “L‘Isle Vert”, 41150 CHOUZY-SUR-CISSE, France