ატარი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადაპტოგენი, იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.
შემადგენლობა
ამერიკული ჟენშენის ექსტრაქტი (Panax quinquefolius) 200 მგ წითელი ჩინური ჟენშენის ექსტრაქტი (Panax ginseng) 200 მგ ჟენშენის ექსტრაქტი (Panax ginseng) 200 მგ ელეუტეროკოკი (Eleutherococcus senticosus) 200 მგ ფუტკრის რძის კონცეტრატი (სამეფო ჟელე) 200 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ატარის შემადგენელი კომპონენტები დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოაქტიურ ფაქტორებს, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის მაღალ ეფექტურობას. ფუტკრის რძე მდიდარია ორგანიზმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებით (C, B1, B2, B5, B6, B8, B12, H, ფოლის მჟავა, ინოზიტოლი), მინერალური ნივთიერებებით (K, Na, Ca, Mg, Fe, P, Zn, Mn, Cu, Co, S, Si, Ni, Cr, As, Bi), ცილებითა და ამინომჟავებით (ჰისტაიდინი, ვალინი, მეთიონინი, ტრიფტოფანი). ჟენშენისა და ელეუტეროკოკის ფესვში 100-მდე აქტიური ნივთიერება მოიპოვება, რომლებიც მეტად ეფექტურად მოქმედებს ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაზე. ატარი ორგანიზმს ეხმარება ფუნქციონალური შესაძლებლობების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში, ზრდის ემოციური და ფიზიკური დატვირთვების ამტანობას. გააჩნია იმუნომოდულაციური და მცირედ გამოხატული ანტიბაქტერიული ეფექტი. აუმჯობესებს გულ–სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციას. ატარის გამოყენება ასტიმულირებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, ახდენს რეპროდუქციული ფუნქციის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას. სამეფო ჟელეს შემადგენლობაში შემავალი კოლაგენი ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს და ამცირებს სახსრების დეგენერაციულ ცვლილებებს.
ჩვენებები:
ასთენიური და ნევრასთენიული მდგომარეობა
გადაღლა, დეპრესია, ძილის დარღვევა გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება
ფიზიკური შესაძლებლობების სტიმულაცია (მაგ. სპორტსმენებში) აღდგენითი პერიოდი გადატანილი ინფექციური დაავადებების, ოპერაციების, ტრავმების შემდეგ
ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა
სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი
უნაყოფობა, პოტენციის დაქვეითება
შაქრიანი დიაბეტი
ეგზემა, ნეიროდერმატიტი
თვალის ქრონიკული ანთებითი დაავადებები
ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
დოზირება
1 კაფსულა დღეში ერთხელ (დილით), საკვების მიღების შემდეგ.
გამოშვების ფორმა
კაფსულები №30.