ბათაფილინი #20ტ (ბათფ)

ბათაფილინი




გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება.

Thepaphyllinum.

სამკურნალო ფორმა:

ტაბლეტი.

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები:
პლატიფილინის ჰიდროტარტრატი - 0,003გ, პაპავერინის ჰიდროქლორიდი - 0,03გ, ფენობარბიტალი - 0,03გ, თეობრომინი - 0,25გ.
დამხმარე ნივთიერებები:      
კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, ტალკი - ტაბლეტის მასის 0,35გ მიღებამდე.  
ათქ კოდი.  A03E, R03DA57.


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიზური, ბრონქოლიზური, ქოლინოლიზური საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტებით: პლატიფილინი M-ქოლინობლოკატორია, ახდენს სპაზმოლიზურ და სედატიურ მოქმედებას. პაპავერინი სპაზმოლიზური საშუალებაა. თეობრომინი ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორია, ახდენს ბლონქოლიზურ, დიურეზულ და არტერიოდილატატურ მოქმედებას. ფენობარბიტალი ახდენს საძილე_სედატიურ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ცენტრალურ მიორელაქსიურ მოქმედებას.

ჩვენებები:

ბრონქული ასთმა, მუცლის ღრუს გლუვი კუნთების სპაზმი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია, ცერებრალური არტერიების სპაზმი.

მიღების წესი და დოზები:

მიიღება შიგნით, 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები, პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, მიდრიაზი, ცნს-ის აგზნება, გულისრევა, ყაბზობა, ძილიანობა, მომატებული ოფლდენა, სისუსტე.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, გლაუკომა, ღვიძლისა და თირკმელის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, მიასტენია, გულისრევა, ყაბზობა, ძილიანობა, მომატებული ოფლდენა, ორსულობა (I ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი.

გამოშვების ფორმა:

10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პვქ ფირისა და ალუმინის ფოლგისაგან (ბლისტერი). 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
4 წელი.

გაცემის წესი:

რეცეპტით.

მწარმოებელი:

ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა
შპს "ბათფარმა"
6007, საქართველო. ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65