ბეკანტი 125მლ სუსპენზია

ბეკანტი 125მლ სუსპენზია

ბეკანტი

კვებითი დანამატი

125 მლ სუსპენზია შინაგანი გამოყენებისთვის

შემადგენლობა: 1 დოზა (5 მლ)  შეიცავს-აქტიური ნივთიერება:ბეტა-1,3/1,6-D-გლუკანი 267 მგ; ვიტამინი C-100 მგ; თუთიის გლუკონატი-5 მგ;

1 მლ შეიცავს - აქტიური ნივთიერება:ბეტა-1,3/1,6-D-გლუკანი 53,4 მგ; ვიტამინი C-20 მგ; თუთიის გლუკონატი-1 მგ;

დამხმარე ნივთიერებები:მიკროკრისტალური ცელულოზას შემავსებლები, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა;  ნატრიუმის ბენზოატი; კალიუმის სორბატი; ლიმონის მჟავა; ვანილის არომატიზატორი;  დისტილირებული წყალი.

გამოყენების ჩვენება:

რეკომენდირებულია  როგორც კვებითი დანამატი ორგანიზმის გაძლიერების მიზნით ( განსაკუთრებით სეზონური, ვირუსული ინფექციებისას და მრდ-ისას) და ანთებითი პროცესების განვითარების საპროფილაქტიკოდ; იმუნური სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობის ნორმალიზებისათვის, მწვავე და ქრონიკული ინფექციური და ანთებითი მდგომარეობებისას (ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთება, მათ შორის ლარინგოფარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია; უროგენიტალური სისტემის მხრივ: ცისტიტი, პიელონეფრიტი, ვაგინიტი. გენიტალური ჰერპესი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი; სხვა ანთებითი დაავადებები: მორეციდივე ჰერპესი, ქრონიკული ფურუნკულოზი, ნაწლავური ინფექციები; სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის დაავადებები (მათ შორის ვირუსული ჰეპატიტი B და C)).

უკუჩვენება:

პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:

5 მლ 2-ჯერ დღეში. გამოყენების წინ აუცილებელია შენჯღრევა.  გამოყენების წინ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება მისი გამოყენება სრულფასოვანი და დაბალანსირებული საკვების მაგივრად! არ შეიძლება დოზის გადაჭარბება!

განსაკუთრებული მითითება: არ გამოიყენება ბავშვებში.

გვერდითი ეფექტები:  შესაძლოა ალერგიული რეაქციები.

შენახვის პირობები და სხვა ინფორმაცია: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25 °C  ტემპერატურაზე. არ შეიძლება მისი გამოყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. კვებითი დანამატია. არ მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებებს. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ელემენტებს.

შენახვის ვადა:  2 წელი

კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა) 100 გრ-ზე:

ცილები-2,4გრ;  ნახშირწყლები-2,1გრ;  ცხიმები-1,0გრ;  38კკალ/158კჯ

გამოშვების ფორმა:

120 მლ ხსნარი ფლაკონში, ფლაკონი მუყაოს შეფუთვაში, მზომ შპრიცთან ერთად.

მწარმოებელი:

Miquel Y Garriga S.L., Joaquim Costa, 18 1 a, 08930 MONGAT, Barcelona, Spain, Tel: +93469 22 66Grand Medical Group AG -ისთვის,  Switzerland.