აპროველი 150მგ #14ტ

აპროველი
(Aprovel)

ათქ კლასიფიკაციის კოდი
C09CA04

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი: შეფუთვაში 14 ც.
1 ტაბ.
ირბესარტანი...........................................................................75 მგ
1 ტაბ.
ირბესარტანი........................................................................150 მგ
1 ტაბ.
ირბესარტანი.......................................................................300 მგ 

დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიკონის ჰიდრატი, მოდიფიცირებული სიმინდის სახამებელი და პოლოქსამერი 188.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიჰიპერტენზული საშუალება (ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტი).

ფარმაკოლოგიური თვისებები
აპროველი მიეკუთვნება ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ჯგუფს. ანგიოტენზინ II წარმოადგენს ორგანიზმში წარმოქმნილ პრესორულ ნივთიერებას, რომელიც უკავშირდება სისხლძარღვების კედლებში არსებულ რეცეპტორებს, იწვევს მათ ვაზოკონსტრიქციას და არტერიული წნევის მომატებას. აპროველი აბლოკირებს ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორებს, ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოვებას და არტერიული წნევის დაქვეითებას. 

ჩვენებები
აპროველი გამოიყენება არტერიული ჰიპერტონიის  სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი
მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება დოზით 150 მგ-ის ოდენობით ერთხელ დღეში. შემდგომში დოზა შესაძლებელია გაზარდონ 300 მგ-მდე, რაც დამოკიდებულია არტერიული წნევის დინამიკაზე. მაქსიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი აღინიშნა მკურნალობიდან 4-6 კვირის შემდეგ.
ზოგიერთი შემთხვევაში, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში  განსაზღვრული დიურეზული სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, ღებინების ან ფაღარათის შემდეგ, ორგანიზმში მარილების მკაცრი შეზღუდვისა და ჰემოდიალიზით მკურნალობისას შესაძლოა საჭირო გახდეს შედარებით მცირე  დოზების გამოყენება.
პაციენტის მიერ მისაღები დოზის შემთხვევით გამოტოვებისას შემდეგ მიღებაზე საჭიროა ჩვეულებრივი დოზის გამოყენება. არ არის რეკომენდებული დოზის გაორმაგება, გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

გვერდითი მოვლენები
აპროველის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები აღინიშნება იშვიათად და ისინი ატარებენ დროებით ხასიათს. ძირითადად აღინიშნება: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ადინამია, გულისრევა და ღებინება. აღნიშნული სიმპტომები არ წარმოადგენენ პრეპარატის მიღების შეწყვეტის აუცილებლობას.

უკუჩვენებები
პრეპარატისა და მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

ორსულობა და ლაქტაცია
აპროველის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში წინააღმდეგნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები
იმ შემთხვევაში თუკი პაციენტს მკურნალობის დაწყებამდე ან მიმდინარე პერიოდში აღენიშნება:
ინტენსიური ღებინება ან ფაღარათი, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ლაქტოზას მიმართ მომატებული მგრძნობელობა, საჭიროა დოზის შემცირება. თუკი პაციენტი იყენებს პრეპარატ აპროველს და მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა ან ზოგადი საანესთეზიო საშუალებების გამოყენება, საჭიროა დოზის კორექცია.
პრეპარატი ჩვეულებრივ არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მანქანა/დანადგარების მართვის უნარზე, თუმცა მკურნალობის პერიოდში არტერიული წნევის ეპიზოდურმა მომატებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სისუსტის შეგრძნება. 

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას საჭიროა ექიმის დაუყოვნებლივ ინფორმირება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აპროველი ჩვეულებრივ არ ურთიერთქმედებს სხვა სამკურნალო საშუალებებთან. აპროველის კალიუმის პრეპარატებთან, კალიუმის შემცველ მარილებთან ან კალიუმის შემანარჩუნებელ საშუალებებთან კომბინირებისას (ზოგიერთი დიურეზული სამკურნალო საშუალება), სიფრთხილეა საჭირო.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

Sanofi winthrop industrie fro sanofi-aventis