ბესტოქსოლი
BESTOXOL
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ტაურინი, Taurine
ქიმიური დასახელება:
2-ამინოეთანსულფონის მჟავა
წამლის ფორმა:
თვალის წვეთები.
აღწერილობა: უფერო, გამჭვირვალე ხსნარი.
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ტაურინი 0,04 გ
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი
პრეპარატის ათქ კოდი: S01XA21
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
თვალის პათოლოგიების სამკურნალო პრეპარატები.
მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბესტოქსოლი – ოფთალმოლოგიური პრეპარატი, რომლის მოქმედ კომპონენტს წარმოადგენს ტაურინი.
ტაურინი – გოგირდის შემცველი ამინომჟავაა, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში ცისტეინის გარდაქმის პროცესში. ტვინში ასრულებს ნეირომედიატორის როლს. ასტიმულირებს რეპარაციულ პროცესებს დისტროფიული ხასიათის დაავადებების დროს და აგრეთვე, იმ დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს თვალის ქსოვილის მეტაბოლიზმის მკვეთრი დარღვევა. ხელს უწყობს უჯრედული მემბრანების ფუნქციის ნორმალიზაციას, ენერგეტიკული და ცვლის პროცესების აქტივაციას.
გამოყენების ჩვენებები
- ბადურის დისტროფიული ცვლილებები;
- თვალის თანდაყოლილი ტაპეტორეტინალური დეგენერაცია;
- რქოვანას დისტროფია და ტრავმები (რეპარაციული პროცესების სტიმულაციის მიზნით);
- სხვადასხვა წარმოშობის კატარაქტა (მოხუცებულობის, დიაბეტური, ტრავმული და სხივური);
- გლაუკომა (აძლიერებს თიმოლოლის მოქმედებას).
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ტაურინის მიმართ.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია: ალერგიული რეაქციები
მიღების წესი და დოზები
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
პრეპარატ ბესტოქსოლს აწვეთებენ დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 2 წვეთს 3-4-ჯერ დღე-ღამეში, თუ ექიმის მიერ დოზირების სხვა რეჟიმი არ არის მითითებული.
კატარაქტის დროს – გამოიყენება ინსტილაციების სახით 2-3 წვეთი 2-4-ჯერ ყოველდღიურად 3 თვის განმავლობაში. კურსი მეორდება ერთ თვიანი ინტერვალით.
ტრავმების დროს – გამოიყენება ამავე დოზით ერთი თვის განმავლობაში.
გლაუკომის დროს – გამოიყენება ინსტილაციების სახით 2-ჯერ დღეში თიმოლოლის ჩაწვეთამდე 20-30 წუთით ადრე.
ტაპეტორეტინალური აბიოტროფიების და ბადურის სხვა დისტროფიული დაავადებების, რქოვანას გამჭოლი ჭრილობების დროს – შეყავთ კონიუნქტივის ქვეშ 4%-ანი ხსნარის 0.3 მლ დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსს იმეორებენ 6-8-თვის შემდეგ.
ჭარბი დოზირება
თვალის წვეთების ბესტოქსოლი გამოყენების დროს ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
გლაუკომით დაავადებულებში აღინიშნება ჰიპოტენზიური მოქმედების მნიშვნელოვანი გაძლიერება ბესტოქსოლის თიმოლოლთან ერთობლივი გამოყენების დროს. ეფექტის გაძლიერება მიიღწევა განდევნის კოეფიციენტის გაზრდის და წყალწყალა ნამის პროდუქციის შემცირების ხარჯზე.
ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პაციენტებისათვის, რომლებსაც ბესტოქსოლის ინსტილაციის შემდეგ აღენიშნებათ მხედველობის ხანმოკლე დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე, რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან და სხვა მოწყობილობასთან მუშაობაზე, რომლებიც, თავის მხრივ, საჭიროებს მხედველობის სიმახვილეს, არ არის რეკომენდებული მანქანის ტარება ან რთულ ტექნიკასთან მუშაობა.
გამოყენება პედიატრიაში, ორსულობის და ლაქტაციის დროს:
ორსულობის და ლაქტაციის დროს, ასევე ბავშვებში, პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აღემატება გვერდითი ეფექტის განვითარების შესაძლო რისკს.
გამოშვების ფორმა:
ბესტოქსოლი თვალის წვეთების 10 მლ პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი:
ბესტოქსოლი არის პროდუქტი და სავაჭრო მარკა კომპანია “ვორლდ მედიცინ”, ინგლისი
დამზადებულია “რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.”, ოტოპენი, ეროილორის ქ. 1ა, რუმინეთი