კალციუმის ქლორ100მგ/მლ10მლ#10ა

კალციუმის ქლორიდი

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: Calcium chloride;
კალციუმის ქლორიდი;

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერი სითხე;

შემადგენლობა:
1მლ პრეპარატი შეიცავს 0,1გ კალციუმის ქლორიდს;
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

ფორმა:
საინექციო ხსნარი 10%

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ათქ კოდი  B0XA07. მეტაბოლური პროცესების მაკორეგირებელი საშუალებები. კალციუმის პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები: კაციუმის იონები მონაწილეობენ ნერვული იმოპულსების გადაცემის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების შეკუმშვის,  მიოკარდიუმის მუშაობის, სისხლის შედედების პროცესებში; ისინი აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენენ ძვლის ქსოვილის ჩამოყალიბების, სხვა სისტემების და ორგანოების ფუნქციონირების პროცესში. კალციუმის იონების კონცენტრაცია სისხლში მცირდება მრავალი პათოლოგიური პროცესების დროს და ძლიერი ჰიპოკალციემია ხელს უწყობს ტეტანიის განვითარებას. კალციუმის ქლორიდი ჰიპოკალციემიის თავიდან აცილების გარდა ამცირებს სისხლძარღვების გამტარებლობას, ახასიათებს ამტიალერგიული, ანთების საწინააღმდეგო და  სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი სისხლში იმყოფება იონიზირებულ და შეკავშირებულ მდგომარეობაში.
ფიზიოლოგიური აქტივობით ხასიათდება იონიზირებული კალციუმი. იგი დეპონირდება ძვლის ქსოვილში. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად, მაგრამ დიდი რაოდენობით-განავალთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები:
პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობა (სპაზმოფილია, ტეტანია), ორგანიზმიდან კალციუმის დიდი რაოდენობით გამოყოფა (კერძოდ ხანგრძლივად უძრავ მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში), ალერგიული დაავადებები (ანგიონევროზული შეშუპება, ურტიკარია, თივის ცხელება, შრატისმიერი დაავადება და სხვა), მათ შორის სამკურნალო პრეპარატებით გამოწვეული; სისხლძარღვების განვლადობის შესამცირებლად (სხივური დაავადება, ჰემორაგიული ვასკულიტები, პლევრიტები, პნევმონიები, ენდომეტრიტი, ადნექსიტი, კანის დაავადებები (ფსორიაზი, ქავილი); ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება, პარენქიმატოზული ჰეპატიტი, ნეფრიტი; ეკლამფსიები; პაროქსიზმული მიოპლეგიები (ჰიპერკალიემიური ფორმა). პრეპარატს იყენებენ გარეგანი და შინაგანი ორგანოებიდან გამოწვეული სისხლდენის დროს, შეჰყავთ, როგორც ანტიდოტი მჟაუნმჟავას და მისი მარილებით, ფტორის მჟავას ხსნადი მარილებით, მაგნიუმის მარილებით მოწამვლის დროს. ინიშნება აგრეთვე მშობიარობის დასაჩქარებლად, ალერგიული დაავადებების კომპლექსური მკურნალობისათვის (ანტიალერგიულ პრეპარატებთან ერთად).

გამოყენების წესი და დოზები:
კალციუმის ქლორიდი ინიშნება ვენაში ნაკადისებური  (ძალიან ნელა) და წვეთოვანი (ნელა) ინექციის სახით;
ვენაში წვეთოვანი შეყვანა: 5-10მლ პრეპარატის 10% ხსნარს ხსნიან 100-200მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ან გლუკოზის 5% ხსნარში; შეჰყავთ 6წვეთიწთ-ში სიჩქარით.
ვენაში ნაკადისებური შეყვანა: 5მლ პრეპარატის 10% ხსნარი შეჰყავთ 3-5წთ-ის განმავლობაში.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე, მის მიმდინარეობაზე და თერაპიულ ეფექტზე.
 
გვერდითი მოვლენები:
კალციუმის ქლორიდის ვენაში შეყვანისას შესაძლებელია ბრადიკარდია, ხოლო სწრაფად შეყვანისას-პარკუჭების ფიბრილაცია.

წინააღმდეგჩვენება:
თრომბოზები და მათ მიმართ მიდრეკილება, თრომბოფლებიტები, ძლიერი ათეროსკლეროზი, ჰიპერკალციემია.

სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
კალციუმის ქლორიდი შეუთავსებელია ტეტრაციკლინებთან. პრეპარატი ამცირებს კალციუმის არხების ბლოკატორების მოქმედების ეფექტს. ქინიდინთან-შესაძლებელია პარკუჭოვანი გამტარებლობის შესუსტება და ქინიდინის ტოქსიკურობის მომატება. საგულე გლიკოზიდებით მკურნალობის პროცესში, პრეპარატის მოქმედებით გამოწვეული  კარდიოტოქსიკური მოქმედების გამო, კალციუმის ქლორიდის პარენტერული გამოყენება რეკომენდებული არ არის,

ჭარბი დოზირება:
გულის მუშაობის დათრგუნვა და ტაქიკარდია.

გამოყენების თავისებურებები:
კალციუმის ქლორიდის შეყვანა კანქვეშ ან კუნთებში, მისი ძლიერი გამაღიზიანებელი და ნეკროზული მოქმედების გამო, ნებადართული არ არის. 
პრეპარატის ვენაში შეყვანისას ადგილი აქვს მის ჩვეულებრივ მოქმედებას-პირის ღრუში ცხელების შეგრძნებას, ხოლო შემდგომში მთელ სხეულში.
პრეპარატის ხსნარის კანქვეშ ან კუნთებში შემთხვევით მოხვედრისას, საჭიროა შესაძლებლობის მიხედვით კალციუმის ქლორიდის გამოქაჩვა შპრიცის საშუალებით და ინექციის ადგილზე 10მლ ნატრიუმის სულფატის 25% ხსნარის ან 5-10მლ 25% მაგნიუმის სულფატის შეყვანა. პრეპარატის რეზორბციული მოქმედების თავიდან აცილების მიზნით   ინიშნება დიმედროლი, ჰიპერკალციემიის დროს-ედტა.

შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა -5 წელი.

გაცემის წესი:
რეცეპტით

შეფუთვა:
5მლ ან 10მლ  N 10   ამპულა კოლოფში.

მწარმოებელი:
АО «ГАЛИЧФАРМ»
Украина