კატაბალახას ნაყენი
Tinctura Valerianae
Tinctura Valerianae
სედატიური პრეპარატი
შემადგენლობა:
კატაბალახას ფესურები ფესვებით;
სპირტი 70%;
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კატაბალახას პრეპარატები ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას, აძიერებს საძილე და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.
ჩვენება:
სხვადასხვა ფორმის ნევროზები: ვეგეტონევროზი, კლიმაქტერული ნევროზი; აგზნებულობა, უძილობა, დაძაბულობა;
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
დიდებს: 20-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვებს: იმდენი წვეთი რამდენი წლისაც არიან.
გამოშვების ფორმა:
25 მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
შენახვის წესი:
სინათლისაგან დაცულ, მშრალ, გრილ ადგილზე.