კაპრიკეიერი
გელი ჭრილობების და დამწვრობების სამკურნალოდ
გელი ჭრილობების და დამწვრობების სამკურნალოდ
კაპრიკეიერი- ჰიდროკოლოიდური გელი, არ შეიცავს პარაბენს, გარეგანი გამოყენების მშრალი და სველი ჭრილობებისთვის.
კაპრიკეიერი- ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას მიკრო არის რეგულირებით
კაპრიკეიერი გამოიყენება კანის მწვავე და ქრონიკული დაზიანებისას:
- ზედაპირული დამწვრობა
- ნაწოლები
- ქირურგიული ჭრილობები
- ტროფიკული წყლული
- დახეთქილი კანი
- მზის დამწვრობა
- ,, დიაბეტური’’ ტერფი
შემადგენლობა
მჟავა კოლოიდური კარბომერი, კარნოზინი, წყალი და კონსერვანტები: ვერცხლის ციტრატი
მოქმედების მექანიზმი
კარბომერის კარმოზინით სტაბილიზირებული გელის ( კანში არსებული ძირითადი პეპტიდი) გამოყენებისას იფარება ჭრილობის დაზიანებული ზედაპირი. ამ შემთხვევაში ვითარდება ოკლუზიური ეფექტი, წყდება წყლის აორთქლება და მცირდება ეპიდერმისიდან წყლის დაკარგვა. სცელი, ექსუდაციური ჭრილობიდან კარბომერი შეიწოვს ნარჩენ სითხეს. კარბომერის მჟავიანობა უზრუნველყოფს ჭრილობის დაბალ pH-ს, რაც ამცირებს მიკრობების ზრდას. კარნოზინი წარმოადგენს ბუფერს მჟავე პოლიმერებისთვის, ასევე მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი.
კაპრიკეიერი აგრილებს ჭრილობას და არბილებს კონტაქტს პლასტირთან და სახვევთან, ამავდროულად არ ახასიათებს ადგეზიური თვისება.
კაპრიკეიერი როგორც კონსერვანტი, შეიცავს ვერცხლის ციტრატს პარაპენის ნაცვლად, რომელსაც გააჩნია გამაღიზიანებელი თვისება.
გამოყენების ინსტრუქცია
დახურული ჭრილობა
- გაასუფთავეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ კანის დაზიანებულ ნაწილს
- დაიტანეთ გელი ჭრილობაზე შეხების გარეშე
- საჭიროების შემთხვევაში დაადევით ბინტი ან პლასტირი
ღია ჭრილობა
- გაასუფთავეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ ჭრილობას
- ფრთხილად გააშრეთ კანის დაზიანებული ნაწილი
- დაიტანეთ გელის სქელი ფენა (0.5-0.7სმ) ჭრილობაზე
- დაადევით ბინტი ან პლასტირი
- ჭრილობაზე ნაწიბურის წარმოქმნის შემთხვევაში შეზღუდეთ გელის გამოყენება
დამწვრობა
- მოათვასეთ გრილ გამდინარე წყალზე არანაკლებ 20 წთ-ის განმავლობაში
- ძალიან ცივი წყლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთერმიის პროვოცირება
- გაგრილების შემდეგ ჭრილობაზე დაიტანეთ გელის სქელი ფენა (0.5-0.7სმ)
დამწვრობისას კაპრიკეიერი გამოიყენება გრილი წყალით კანის დაზიანებულ ნაწილის სრული გაგრილების შემდეგ. კაპრიკეიერი არ გამოიყენება მძიმე დამწვრობების შემთხვევაში, ასევე კანის დიდი ნაწილის დაზიანებისას.
განსაკუთრებული მითითებები
კანის გაღიზიანება და ჰიპერმგრძნობელობა გელის გამოყენებისას არ აღინიშნება.
გელი არ გამოიყენება თვალისთვი, ქუთუთოსთვის და ლორწოვანი გარსისთვის.
კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან
- დიდი, ღრმა და ფართო ჭრილობების შემთხვევაში.
- მცირე, მაგრამ საკმაოდ ინფიცირებული ჭრილობების შემთხვევაში.
- ნელად მიმდინარე შეხორცების შემთხვევაში, ან გართულების რისკის არსებობისას.
არ გამოიყენოთ გელი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ (იხილეთ ფლაკონის ფსკერზე)
გარეგანი გამოყენებისთვის
გამოყენების დაწყებისას ნაკადის ძალა შეიძლება იყოს საკმაოდ დიდი. შეამოწმეთ აეროზოლი (მაგალითად ნახევრად მოხრილ ხელის გულზე) სანამ დაიტანთ ჭრილობაზე.
წარმოებულია:
Oystershell N.V, (მისამართი: Booiebos 24, B-9031 Drongen, Belgium)-ის მიერ
Capricorn Life Sciences b.v, (ნიდერლანდები)-სთვის