დემაზოლი პლუსი10მლ კრემი5017

დემაზოლი პლუსი10მლ კრემი5017

დემაზოლი პლიუსი 10 მლ

მეორე თაობის კოსმეტიკური კრემი ქუთუთოებისთვის კანქვეშა მიკროსკოპული ტკიპას Demodex folliculorum მიერ გამოწვეული დემოდეკოზის მეტად მწვავე შემთხვევების, ასევე დასუსტებული, დაქვეითებული იმუნიტეტის მაქონე  და  ასაკოვანი  პაციენტებში დემოდეკოზის და მისი გართულებების  სამკურნალოდ

მოქმედება:

კრემის მოხმარების დროს აღინიშნება წამწამებზე და სახის კანის დანარჩენ ადგილების  ბუსუსზე არსებული პარაზიტის განადგურება (ელიმინაცია). ქრება დემოდეკოზური ბლეფაროკონიუქტივიტის ან/და დერმატიტის სიმპტომები. შეინიშნება როგორც მდგომარეობის აშკარა გაუმჯობესება, ასევე  ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურებული კლინიკური გამოჯანმრთელება.

 

შემადგენლობა: Aqua\Water, Vaseline, helianthusahnuus (sunblower) seedoil, pentol, glycerylmonostearant, lanolin,monomuls 90-018, emylsifyingwax, sorbitol\neosorb, emulsifierT 8, 1-(betaoxyethyl)-2methyl-5nitro-imidazol, parfum, chamomillarecutita (matricaria) extract, methylparaben, propylparaben, sodiumhyaluronate, tetrasodiumEDTA.

გამოყენება:

გამოიყენება 45 დღის განმავლობაში

გელის მოქმედების ეფექტურობის გაზრდის მიზნით აუცილებელია გელის მოხმარებამდე სახე დავიბანოთ დემოდექსის და აკნეს საწინააღმდეგო სპეციალური საპონით, ხოლო შემდგომ სახის კანი და ქუთუთოების კიდეები   დავამუშავოთ დემოდექსის და აკნეს სამკურნალო ლოსიონით. კრემის მცირე რაოდენობა წაისვით დღეში 2-ჯერ მაკიაჟისგან გასუფთავებულ ქუთუთოებზე და სხვა ტერიტორიებზე. თითების ბალიშებით გადაინაწილეთ მსუბუქი მოძრაობით კანის ხაზების მიმართულებით.

მაკიაჟის გაკეთების წინ კრემის ნარჩენები გაიწმინდეთ სპეციალური დანიშნულების სამკურნალო ლოსიონით.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

შენახვის ვადა 24 თვე

შენახვა არ მოითხოვს განსაკუთრებულ პირობებს

მწარმოებელი: შპს „ინფარმა 2000“ მის.: 109202 მოსკოვი, ქ. 1-ლი ფრეზერნაია, სახლი 2/1

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „სი თი ენ ჯორჯია“, 0159, მარშალ გელოვანის #2, ტელ:  (+995 32) 236 84 84