დიფრარელი E
Difrarel E
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
მოცვის ანტოციანოზიდუი ექსტრაქტი -50მგ
α-ტოკოფეროლ აცეტატი (ფხვნილის სახით) -50მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ჟელატინი, კაჟბადის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარმელიტი, მაგნიუმის სტეარატი, არაბული ფისი, სახამებელი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, ფუტკრის ცვილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანგიოპროტექტორი
ფარმაკოლოგიური მოქმედება
დიფრარელ E მხედველობის ორგანოებს ამარაგებს საკვებით, აუმჯობესებს მხედველობის ადაპტაციას სიბნელეში. დიფრარელ E-ს გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.
ჩვენებები
თვალის დაავადებები: დაბინდებისას და ღამით მხედველობის დარღვევები, ახლომხედველობა, დიაბეტური რეტინოპათია.
სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებები: სისხლძარღვების სიმყიფე და მომატებული განვლადობა, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ფლებიტები.
განსაკუთრებული მითითებანი
პაციენტის ანამნეზში პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ ალერგიის არსებობისას პრეპარატი არ გამოიყენება.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.
დოზირების რეჟიმი
ინიშნება პერორალურად 1-2- ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი თვეში 20 დღეს შეადგენს. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, 30ºC-ზე ნაკლები ტემპერატურეს პირობებში.
გამოშვების ფორმა
ტაბლეტები #24
მწარმოებელი
“Laboratoires LEURQUIN MEDIOLANUM S.A.”, საფრანგეთი.