დორზამედი 2% 5მლ თვ/წვ ფლ

დორზამედი 2% 5მლ თვ/წვ ფლ
დორზამედი
(Dorzamed)
თვალის წვეთები 2%


 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
დორზოლამიდი,  Dorzolamide
 
წამლის ფორმა
2%-იანი თვალის წვეთები.
 
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: დორზოლამიდი (ჰიდროქლორიდის ფორმით) 20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილცელულოზა, მანიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
 
პრეპარატის ათქ  კოდი:S01E C03
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება.
კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორი.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
დორზამედი - გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება. ცილიარულ სხეულში კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება ხელს უწყობს ბიკარბონატების იონების წარმოქმნის შემცირებას, ფერხდება ნატრიუმისა და სითხის გადასვლა, რის შედეგადაც მცირდება თვალშიგა სითხის სეკრეცია. დორზოლამიდის 2%-იანი ოფთალმოლოგიური ხსნარის ადგილობრივი გამოყენება ამცირებს თვალშიგა წნევას, რომელიც წარმოადგენს წამყვან რისკ ფაქტორს მხედველობის ნერვის დაზიანების და მხედველობის ფუნქციის გლაუკომატოზური გაუარესების (მხედველობის ველის გამოვარდნა) პათოგენეზში. არ იწვევს აკომოდაციის სპაზმს, მიოზს, ჰემერალოპიას. ადგილობრივი გამოყენებისას დორზოლამიდი აღწევს სისხლში.
 
გამოყენების ჩვენება
- მომატებული თვალშიდა წნევა;
- ღიაკუთხიანი გლაუკომა (მათ შორის, ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომა და   
 მეორადი ღიაკუთხოვანი გლაუკომის სხვა ტიპები).
 
უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- თირკმელების მძიმე უკმარისობა (კკ 30 მლ/წთ ნაკლები).
 
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, თვალების ქავილი, მხედველობის დაბინდვა, ქუთუთოების გაღიზიანება, ბლეფარიტი, იშვიათად - ირიდოციკლიტი.
სხვა: მწარე გემო პირში, ღებინება, თავის ტკივილი, პარესთეზია, ასთენია, გამონაყარი კანზე.
 
გამოყენების წესი და დოზირება
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. კონიუნქტივურად.
მონოთერაპიისას, დორზამედი ინიშნება - 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 3-ჯერ დღეში.
ადგილობრივი გამოყენების ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში პრეპარატი ინიშნება - 1 წვეთი დაზიანებულ თვალში 2-ჯერ დღეში. სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, ინსტილაციებს შორის შუალედი უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
დორზამედზე გადასვლისას, წინა პრეპარატის ჩვეულებრივი დღიური დოზის ჩაწვეთების შემდეგ, მისი გამოყენება წყდება და მომდევნო დღეს მკურნალობა იწყება დორზამედით.
 
ჭარბი დოზირება
შესაძლებელია განვითარდეს აციდოზი, ელექტროლიტური დისბალანსი, დარღვევები ცნს-ის მხრიდან.
მკურნალობა სიმპტომური. შემთხვევით ან განზრახ ჭარბი დოზირებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დორზოლამიდი გავლენას ახდენს სხვა გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტზე. აცეტაზოლამიდის გამოყენებისას იზრდება დორზამედის სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების საშიშროება.
დორზამედის და სისტემური მოქმედების პრეპარატების (მაგალითად, აგფ ინჰიბიტორები, კალციუმის არხების ბლოკატორები, დიურეზული საშუალებები, აასს, ესტროგენები, ინსულინი, თიროქსინი) ერთდროული გამოყენებისას რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.
 
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება პაციენტებში, რომლებიც მართავენ სატრანსპორტო საშუალებებს და  დაკავებულნი არიან პოტენციურად საშიში საქმიანობით, რაც თხოულობს მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
 
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტები, რომლებიც ატარებენ რბილ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატი დორზამედის გამოყენებამდე საჭიროა მოიხსნან ლინზები, ხოლო მათი ხელახალი ჩასმა შესაძლებელია წამლის ინსტილაციიდან 15 წუთის შემდეგ.
ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში, პრეპარატი დორზამედის გამოყენების თავისებურებები დადგენილი არ არის (გამოიყენება სიფრთხილით).
ადგილობრივი გამოყენებისას დორზოლამიდი აღწევს სისხლში. ამასთან დაკავშირებით, განვითარებული გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს სულფონამიდებისათვის დამახასიათებელი რეაქციების ანალოგიური. ასეთი მოვლენების ან პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის განვითარებისას მისი გამოყენება წყდება.
 
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი, შესაბამისად რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში.
 
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება
დორზამედის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდში დორზამედის დანიშვნისას საჭიროა განიხილოს ბუნებრივი კვების შეწყვეტის საკითხი.
 
გამოშვების ფორმა
2%-იანი დორზამედის თვალის წვეთები გამოდის 5 მლ-იან პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
 
შენახვის პირობები  
პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15-დან 25°C ტემპერატურამდე.
 
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 4 კვირის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით
 
მწარმოებელი                                                     
დორზამედიარის პროდუქტი და სავაჭრო მარკა კომპანიის “World Medicine”, ინგლისი
დამზადებულია “რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.”, ოტოპენი, ეროილორის ქ. 1ა, რუმინეთი