დ.ტაისი ბრონქოსეპტი 30მლ მუკოპ

დ.ტაისი ბრონქოსეპტი 30მლ მუკოპ
ბრონქოსეპტი



ფორმა:

წვეთები შინაგანი მიღებისთვის.

შემადგენლობა:
100გ. პრეპარატი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
ანისულის ზეთი 5გ;
ბექონდარას თხიერი ექსტრაქტი 25გ;
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, პროპილენგლიკოლი, მაკროგოლ-გლიცეროლჰიდროქსისტეარატი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.


ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატს ახასიათებს მუკოლიზური, ამოსახველებელი, ანტისეპტიური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. იწვევს ბრონქული სეკრეტის სიბლანტის დაქვეითებას და ხელს უწყობს მისი ევაკუაციის პროცესს, ასუსტებს სპაზმებს და ამცირებს ბრონქების შეშუპებას, უნარჩუნებს მათ თვითგაწმენდის ფუნქციის უნარს.

ჩვენება:

ზედა სასუნთქი გზების მწვავი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, მათ შორის ძნელად გამოსაყოფი ბრონქული სეკრეტის წარმოქმნით და/ან მისი სიბლანტის პათოლოგიური მომატებით (ტრაქეიტი, ბრონქიტი, ტაქეობრონქიტი).

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვები 18 წ.-მდე (კლინიკური კვლევების არარსებობის გამო).

გაფრთხილება:

ალკოგოლიზმი, ეპილეფსია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თავის ტვინის ტრავმა და დაავადება.

მიღების წესი და დოზირება:

20 წვეთი 3-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება მცირე რაოდენობით წყალთან ან შაქრის ნატეხთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 კვირა.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული რეაქციის განვითარება პრეპარატის ცალკეულ კომპონენტებზე.
 
ურთიერთმედება სხვა პრეპარატებთან:
არ არის რეკომენდებული სხვა ამოსახველებლებთან ერთად მიღება.


განსაკუთრებული მითითება:

თუ პრეპარატის მიღებიდან 3 დღეში დაავადების სიმპტომები არ შემცვირდა, მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი შეიცავს 48% ეთანოლს. მაქსიმალური რეკომენდებული დაზა ერთ მიღებაზე შეადგენს 20 წვეთი=0.9მლ. დღიური 30 წვეთი=2.6მლ.

შენახვის ვადა:
3 წელი
ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი პრეპარატი არ გამოიყენება.

შენახვის პირობები:
არა უმეტეს +25ºC ტემპერატურაზე
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:
წვეთები შინაგანი გამოყენებისთვის,  შუშის 30მლ ფლაკონებში, საცობით-საწვეთურით მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი:
DR. Theiss Naturwaren GmbH
Michelinstr. 10
66424 Homburg- Saar
Germany