აზატრილი 250მგ #8კაფს

აზატრილი 250 მგ
Azatril® 250 მგ
Azithromycin
მყარი კაფსულები


შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას აზიტრომიცინის დიჰიდრატს, რომელიც შეესაბამება 250 მგ აზიტრომიცინს.
დამხმარე ნივთიერებებს: უწყლო ლაქტოზას, ხორბლის სახამებელს, მაგნიუმის სტეარატს, ნატრიუმის ლაურილსულფატს.
მყარი ჟელატინის კაფსულის შემადგენლობა: აზორუბინი/E 122/, ტიტანის დიოქსიდი/ E 171/ და ჟელატინი.

წამლის ფორმა

მყარი კაფსულები.

მოქმედება

აზატრილი წარმოადგენს მაკროლიდების ჯგუფის ანტიბაქტერიულ პრეპარატს. იგი არღვევს უჯრედის კედელში ცილების წარმოქმნას და  ანადგურებს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს.

ჩვენება

აზატრილი ნაჩვენებია ამ ანტიბიოტიკისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა:
_ ზედა (სინუსებისა და შუა ყურის მწვავე ანთება, ტონზილოფარინგიტები) და ქვედა (ბრონქიტები, გართულებული ქრონიკული ბრონქიტი, ზოგიერთი სახის პნევმონია) სასუნთქი გზების  ინფექციები;
_ კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო და მეორადი პიოდერმია, ლაიმას დაავადების პირველი სტადია);
_ სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციები-ურეთრიტი და ცერვიციტი, გამოწვეული Chlamydia trachomatis-ით და გონოკოკებით.
_ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულოვანი დაავადება და ქრონიკული ანთება, Helicobacter Pylori-ის მოსასპობად.

უკუჩვენება

აზატრილი არ გამოიყენება აზიტრომიცინისა ან მაკროლიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკებისმიმართ და დამხმარე ნივთიერებებისმიმართ მომატებული მგრძნობელობის  დროს.
აუცილებელია თქვენი ექიმის ინფორმირება რაიმე ალერგიის არსებობის შესახებ.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები

ქავილის, ჰიპერემიის და კანზე გამონაყარის, სუნთქვის გაძნელების განვითარებისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და რჩევისათვის უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს, რადგანაც ეს შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიის) გამოვლინება. ამ შემთხვევებში, თუ აუცილებელია, ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მსგავსად, აზატრილმა შესაძლებელია, გამოიწვიოს ე.წ. ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება, რომლის გამოვლინებაა მძიმე ფაღარათი და რომელიც საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას_ელექტროლიტებისა და სხვა ხსნარების გადასხმასა და ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

თუ თქვენ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, ან გსურთ მათი მიღება აზატრილით მკურნალობისას, აუცილებელია კონსულტირება თქვენს ექიმთან.
კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელ, მაგნიუმისა და ალუმინის შემცველ საშუალებებთან ერთად მიღება აქვეითებს პრეპარატის აბსორსციას. ამიტომ მისი გამოყენება აუცილებელია ზემოხსენებული პრეპარატების მიღებამდე 2 საათით ადრე, ან 2 საათით გვიან.
არ შეიძლება აზატრილის მიღება ერგოალკალოიდების ჯგუფის (ჭვავის რქის ალკალოიდები) პრეპარატებთან ერთად. აზატრილის კომბინაციამ ბრომკრიპტინთან და ციკლოსპორინთან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში მათი კონცენტრაციის მომატება და ამასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები.

განსაკუთრებული გაფრთხილება

აზატრილი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების დროს. არ არის შეზღუდვები ხანდაზმული ასაკის პირებში გამოყენებისას.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

აზითრომიცინი ორსულობისას გამოიყენება მხოლოდ აბსოლუტური საჭიროებისას, რადგანაც არ არსებობს საიმედო კლინიკური მონაცემები მისი უსაფრთხოების შესახებ ნაყოფისა და ახალშობილისათვის. პრეპარატით მკურნალობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი რეაქციები ბავშვში.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ორსულობისა და ძუძუთი კვების შესახებ.

ავტომობილის მართვისა და ტექნიკით სარგებლობის უნარზე ზემოქმედება

ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის დროს გამოყენება შეიძლება შეუზღუდავად.

მონაცემები დამხმარე ნივთიერებების შესახებ

პრეპარატის შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერების სახით შედის ხორბლის სახამებელი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი და მდგომარეობის გაუარესება გლუტენური ენტეროპათიის მქონე პირებში.

მიღების წესი და დოზირება

სადღეღამისო დოზას, მკურნალობის სქემასა და მის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

მოზრდილები

_ ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მიგრირებადი ერითემია და ლაიმას დაავადების გამოკლებით) _ 2 კაფსულა დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში;
_ პნევმონიები _ 2 კაფსულა დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში ან 2 კაფსულა ერთხელ მკურნალობის პირველ დღეს და შემდეგ 1 კაფსულა დღეში, მეორედან მეხუთე დღის ჩათვლით;
_ მიგრირებადი ერითემის, ლაიმას დაავადების დროს _ 4 კაფსულა ერთხელ დღეში მკურნალობის პირველ დღეს, 2 კაფსულა ერთხელ დღეში მეორედან მეხუთე დღის ჩათვლით;
_ სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციები _ 4 კაფსულა ერთჯერადად არაგონოკოკური ურეთრიტებისა და ცერვიციტების დროს, გონოკოკებით გამოწვეულის შემთხვევაში _ 8 კაფსულა ერთჯერადად;
_ წყლულოვანი დაავადება და ქრონიკული გასტროდუოდენიტები, Helicobacter Pylori-ზე ზემოქმედება _ 4 კაფსულა ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში, ამოქსიცილინისა ან მეტრონიდაზოლის მიღებასთან ერთად 7 დღის მანძილზე და ომეპრაზოლისა და სხვა მსგავსი პრეპარატების მიღებასთან ერთად 7 დღის განმავლობაში ექიმის მიერ განსაზღვრული დოზებით.
აზატრილის სადღეღამისო დოზა ინიშნება პერორალურად როგორც ერთჯერადი სადღეღამისო დოზა საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე, ან 2 საათით გვიან.

ბავშვები

საბავშვო ასაკის შესაფერისი დოზაა 10 მგ/კგ სხეულის მასაზე პირველ დღეს ერთჯერადად და შემდეგ 5 მგ/კგ სხეულის მასაზე მომდევნო 2-5 დღე. რეკომენდებულია აზატრილის მიღება პერორალურად სუსპენზიის სახით.
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა (პრეპარატის მიღების დრო), აუცილებელია დაუყოვნებლივ მიიღოთ იგი.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების დროს არ არსებობს მონაცემები აზატრილის დოზის გადაჭარბების შესახებ, თუმცა, თუ რაიმე მიზეზით გადააჭარბეთ დანიშნულ დოზას, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს. მსგავსი ანტიბიოტიკების დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სმენის დარღვევა.

გვერდითი რეაქციები

ჩვეულებრივ, აზატრილს ახასიათებს კარგი ამტანობა. ზოგჯერ შესაძლებელია დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ - გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი; ალერგიული რეაქციები-გამონაყარი კანზე, ქავილი.
შედარებით იშვიათად შეიმჩნევა - მეტეორიზმი, საჭმლის მონელების დარღვევა, სიყვითლე, გულის ფრიალი, ტკივილი მკერდის არეში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სწრაფად დაღლა, ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მომატება და სისხლის სურათის გარდამავალი ცვლილებები.
აზატრილით მკურნალობის დროს იშვიათად შეიძლება აღინიშნოს სერიოზული ალერგიული რეაქციები. ზოგჯერ ისინი შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგაც კი, რაც წარმოადგენს მისი ორგანიზმში გახანგრძლივებული არსებობის შედეგს.
თუ თქვენ შეამჩნევთ ზემოჩამოთვლილი გვერდითი რეაქციებიდან რომელიმეს, ან ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

შეფუთვა

250 მგ 6 კაფსულა პოლივინილქლორიდი/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე.
250 მგ 8 კაფსულა პოლივინილქლორიდი/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე.
1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
     

2 (ორი) წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით.

მწარმოებელი

ბალკანფარმა-რაზგრადი ად
„აპრილის აჯანყების“ ბულვარი # 68,
7200 რაზგრადი, ბულგარეთი
ტელეფონი (+359 84) 660 999
ფაქსი (+359 84) 634 272
ელ.ფოსტა: [email protected]