ენზაპროსტი F 5მგ/1მლ #5ა

ენზაპროსტი - F
ENZAPROST-F

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:  ენზაპროსტი - F

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება:

დინოპროსტი/diniprost

წამლის ფორმა:
საინექციო ხსნარი

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტი: პროსტაგლანდინი F2ალფა-5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის აცეტატი, საინექციო წყალი,

აღწერა:

უფერო ან მომწვანო-მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სამშობიარო მოქმედების სტიმულატორი - პროსტაგლანდინ F -2 პრეპარატი
ათქ კოდი: G02 D01

ფარმაკოლოგიური თვისებები;

ფარმაკოდინამიკა
ბუნებაში არსებული პროსტაგლანდინები იყოფა ჯგუფებად ციკლოპენტანური რგოლების არსებობის მიხედვით (პროსტაგლანდინები A, B, C, D და სხვები). ისინი არ გროვდებიან ქსოვილებში და ხელახლა წარმოიქმნებიან მიკროსომული ფერმენტების ზემოქმედების შედეგად, როგორიცაა ციკლოოქსიგენაზა, ორგანიზმში არსებული არაქიდონის მჟავის და მექანიკური ან ბაქტერიული გამღიზიანებლის საპასუხოდ. პროსტანოიდების წარმომქმნელთა შორის სამეანო პრაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება 3 პროსტაგლანდინს ПГЕ-1 (ალპოსტადინი), ПГЕ-2 (დინოპროსტონი), ПГФ-2 ალფა (დინოპროსტი (ენზაპროსტი-F)), რომლებიც იწვევენ მიომეტრიუმის კუმშვას და საშვილოსნოს ყელის მომწიფებას. პროსტაგლანდინი F2 ალფა – წარმოადგენს E2 აღდგენილ ფორმას (ინ ვივო წარმოიქმნება პროსტაგლანდით E2-ის სპონტანური გარდაქმნით). პროსტაგლანდინები ყველა ორგანოსა და ქსოვილშია. ორსულობის დროს ამნიონში, ქორიონსა და პლაცენტაში ძლიერდება პროსტაგლანდინების სინთეზი, რითაც იზრდება პროსტაგლანდინების დონე დედის სისხლსა და სანაყოფე წყლებში.

მოქმედების მექანიზმი:
დინოპროსტონი და დინოპროსტი (ენზაპროსტი-F) იწვევენ ფოსფოლიპაზა C-ს აქტივაციას, ზრდიან უჯრედული მემბრანების შეღწევადობას კალციუმისათვის, რითაც ზრდიან კალციუმის იონების უჯრედშიდა დონეს. რაც იწვევს მიომეტრიუმის შეკუმშვას. ისინი აგრეთვე მონაწილეობენ საშვილოსნოს ყელის მომწიფებაში. როგორც პროსტაგლანდინ E2-ს, ასევე პროსტაგლანდინ E2ალფა-ს გააჩნიათ თავიანთი სპეციფიური, ე.წ. უპირატესი რეცეპტორები გლუვი კუნთის უჯრედებზე და მათი მოქმედება მოდულირდება სპეციფიური რეცეპტორის დახმარებით სამიზნე უჯრედების მემბრანებზე. უფრო მეტიც, პროსტაგლანდინები აინდუცირებენ ნექსუსების წარმოქმნას, რომლებიც აუმჯობესებენ სიგნალების გადაცემას მიომეტრიუმში და ხელს უწყობენ ოქსიტოცინის რეცეპტორების გაძლიერებულ აქტივობას საშვილოსნოში.
სხვა მოქმედებები: პროსტაგლანდინების ადგილობრივი შეყვანა იწვევს შემაერთებელი ქსოვილის გამოხატულ, მრავალკეროვან გაფხვიერებას "აქტიური" ფიბრობლასტებით, რომლებიც ხასიათდება ციტოპლაზმის წვრილმარცვლოვანი გაფხვიერებით, მიტოქონდრიების ვაკუოლიზირებული სახის გადიდებით და ასევე ვეზიკულური სისტემების რაოდენობის გაზრდით უჯრედის პერიფერიული ნაწილში. ამასთანავე ორმაგდება კოლაგენაზების აქტივობა, ელასტაზის აქტიურობა იზრდება დაახლოებით 7-ჯერ და შეიმჩნევა ჰიალურონიდაზას დონის მნიშვნელოვანი მატება. ეს ფაქტორები დიდ როლს თამაშობენ საშვილოსნოს ყელის “მომწიფებაში” (დარბილებაში). კოლაგენაზები ძირითადად წარმოიქმნება ნეიტროფილური გრანულოციტებისგან, რომლებიც ისევე, როგორც, დროული მშობიარობის დროს, დიდი რაოდენობით გროვდებიან ცერვიკალურ სტრომაში პროსტაგლანდინების შეყვანის შემდეგ. პროსტაგლანდინებით შუალედური ბუნებრივი  უჯრედ-ქილერების (ПКУ) მომატებული აქტივობა ასევე ხელს უწყობს მშობიარობის მექანიზმს და თვითნებურ აბორტს, ამის შედეგად პროსტაგლანდინებს შეუძლიათ, ერთის მხრივ, ხელი შეუწყონ საშვილოსნოს ყელის მომწიფებას და, მეორეს მხრივ, სამშობიარო მოქმედების სტიმულირებას. ორივე ეფექტი გამოიყენება თერაპიულ პრაქტიკაში.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: დინოპროსტი (ენზაპროსტი-F) ნელა შეიწოვება სანაყოფე სითხიდან სისხლის ცენტრალურ მიმოქცევაში.
მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო: 6-10 საათი ინტრაამნიური შეყვანის შემდეგ ერთჯერადი დოზით 40 მგ.
Cmax.- 3-7 ნანოგრამი დინოპროსტი/მლ (ენზაპროსტი-F).

ბიოტრანსფორმაცია:
ფერმენტული ჟანგვა  ძირითადად მიმდინარეობს დედის ორგანიზმის ფილტვებსა და ღვიძლში. დინოპროსტი (ენზაპროსტი-F) მოქმედებას განიცდის 15-OH-დეჰიდროგენაზისგან, რის შედეგადაც წარმოიქმნება შუალედური კეტონი, რომელიც იჟანგება 2-3-ნიდორ-6-კეტო- PG Е 1-ალფამდე.

გამოყოფა:
მეტაბოლიზდება უპირატესად თირკმელით, ხოლო 5% - განავლით.
დინოპროსტი (ენზაპროსტი-F)-ის ნახევარგამოყოფის პერიოდი ამნიონური სითხიდან შეადგენს 3-6 საათს. მიღებული მონაცემების თანახმად, ნახევარგამოყოფის პერიოდი (ენზაპროსტი-F) პლაზმიდან გრძელდება 1 წუთზე ნაკლებ დროს.

ჩვენებები:

ენზაპროსტი-F –ს გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სტაციონარში.
ორსულობის შეწყვეტა მეორე ტრიმესტრის დროს შემდეგ შემთხვევებში:
• არასრული სპონტანური აბორტი, საშვილოსნოში ნაყოფის სიკვდილი, ნაყოფის განვითარების მძიმე დარღვევები, სიცოცხლესთან შეუთავსებელი თანდაყოლილი განვითარების მანკები, განსაზღვრული ულტრაბგერითი და სხვა თანამედროვე დიაგნოსტიკის დახმარებით.
• როდესაც ხელოვნური აბორტის ჩატარება შეუძლებელი იყო დედის  ავადმყოფობის ან მისი გაუარესების გამო ორსულობის მეორე ტრიმესტრამდე.

მიღების წესი და დოზა:

პრეპარატი შეჰყავთ: 1) ინტრაამნიალურად და 2) საშვილოსნოს არეში.
ინტრაამნიალური შეყვანა შესაძლებელია მუცლის კედლიდან (ტრანსაბდომინალურად) ან საშოს თაღის მეშვეობით.
ა) ტრანსაბდომინალური გამოყენება.
ავადმყოფმა ჩარევის  წინ უნდა დაცალოს შარდის ბუშტი.
მუცლის კანის დეზინფენქციის შემდეგ ტარდება ამნიოცენტეზი ადგილობრივი ანესთეზიით, მუცლის თეთრ ხაზზე სიმფიზიდან 3-4 თითით ზემოთ. ამნიოცენტეზისთვის საჭიროა გამოყენებული იქნას ერთჯერადი მოხმარების 20 G ან 22 G საპუნქციო ნემსი.
სანაყოფე სითხის ამოტუმბვისას უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნემსის წვერი იმყოფება ამნიონის ბუშტში. ამნიონურ არეში შეჰყავთ 25 მგ ენზაპროსტი. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის შეყვანა განმეორებით 8-12 საათში, დატოვებული პლასტმასის ამნიონური კანულის საშუალებით. (იმ შემთხვევაში, თუ ამოტუმბვის შედეგად გამოჩნდა სისხლი ან სანაყოფე სითხეში შერეული სისხლი, მაშინ პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება. ჩარევამდე აუცილებელია პლაცენტის მიმაგრების ადგილის დადგენა ულტრაბგერითი გამოკვლევით).
ბ) საშოს თაღიდან შეყვანა.
- საჭიროა შარდის ბუშტის დაცლა;
- საშოს გახსნის შემდეგ ხდება მისი დეზინფექცია;
- საშვილოსნოს ხილული ნაწილის ფიქსაცია;
- წინა და უკანა თაღის მეშვეობით შეჰყავთ ნემსი ამნიონურ ბუშტში;
- სანაყოფე სითხის რამდენიმე მილილიტრის ამოტუმბვისას უნდა დავრწმუნდეთ ნემსის სწორ მდებარეობაში;
- სუფთა სისხლის მიღებისას (მინარევების გარეშე) შეჰყავთ 25 მგ ენზაპროსტი. ეს პროცედურა შესაძლებელია განმეორდეს. საშვილოსნოს მოტორიკა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს, საშვილოსნოს მილის  გაფართოების ხარისხის მანუალური ტოკოგრაფიული განსაზღვრით. პრეპარატის არაეფექტურობის შემთხვევაში 8-12 საათის შემდეგ მეორდება ენზაპროსტი-F-ს შეყვანა და აუცილებლობის შემთხვევაში შეჰყავთ ოქსიტოცინის ინფუზია; თუ თვითნებური აბორტი არ მთავრდება 12 საათის განმავლობაში, საჭიროა ორსულის უფრო დეტალური გამოკვლევა (პულსი, ტემპერატურა, ლეიკოციტების რიცხვი).
ორგანიზმში სამკურნალო პრეპარატის მუდმივი დონის მისაღწევად (განსაკუთრებით პათოლოგიური ორსულობისას) აუცილებელია გამოვიყენოთ ინფუზიური ტუმბო. ამისათვის, ავტორთა რეკომენდაციით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას ინფუზიური სისტემა ჩარდიფფ. ზემოთ აღნიშნული ჩარევები (აბორტის ტიპის) შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ სტაციონარებში, სადაც არის  გინეკოლოგიური და სამშობიარო განყოფილებები და ინტენსიური თერაპიის განყოფილება.

2) საშვილოსნოს არეში შეყვანა.
 პრეპარატის საშვილოსნოს არეში ხანგრძლივი შესხურება.
ენზაპროსტი-F საინექციო ხსნარის ხანგრძლივი შესხურება საშვილოსნოს არეში აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადრე მიღებული სამკურნალო თერაპია (ოქსიტოცინი, მეთილ-ერგონოვინი) ან საშვილოსნოს მასაჟი მძიმე სისხლდენის შეჩერების დროს იყო უშედეგო, რაც გამოწვეული იყო საშვილოსნოს მშობიოარობის შემდგომი ატონიით.
ფოლის კათეტერს ათავსებენ საშვილოსნოს არეში და იმისთვის, რომ იგი დარჩეს საშვილოსნოს არეში,  ბოლომდე ავსებენ 5 მლ-იანი Nacl ფიზიოლოგიური ხსნარით. კათეტერი მიერთებულია  ინფუზიურ ბალონთან, რომელიც შეიცავს ენზაპროსტ-F   20 მლ-ს, განზავებული Nacl ფიზიოლოგიურ ხსნარში (შესასხურებელი სითხის საერთო მოცულობაა – 500 მლ).
საშვილოსნოს არეში პრეპარატის შეყვანის სიჩქარეა პირველ 10 წუთში – 3-4 მლ/წთ. შემდეგ შეყვანის სიჩქარეს ამცირებენ 1 მლ/წთ-მდე შემდეგი 12-24 საათის განმავლობაში.
საკეისრო კვეთის დროს ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში ფოლის კათეტერს ათავსებენ საშვილოსნოს არეში და გამოჰყავთ საშოდან; ამის შემდეგ აუცილებელია ბალონის ავსება და საშვილოსნოს დახურვა.

გვერდითი ეფექტები:

ხშირად შეინიშნება: კუჭის აშლა (დაახლოებით 16%), გულისრევა (დაახლოებით 25%), კუჭის სპაზმი ან ტკივილი (დაახლოებით 25%), ღებინება (დაახლოებით 57%).
იშვიათად შეინიშნება შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ანაფილაქსიურიი შოკი, პერიფერიულ სისხლძარღვთა სპაზმი, ბრადიკადია, ტაქიკარდია, II ხარისხის წინაგულისა და პარკუჭის ბლოკადა, კუმშვის შეგრძნება ან გულმკერდის მიდამოში ტკივილი.
სასუნთქი სისტემა: ბრონქოსპაზმი
ცენტრალური ნერვული სისტემა:  დიპლოპია, პარესთეზია.
კუჭ-ნაწლავთა სისტემება: კუჭის მიდამოში ძლიერი და ხანგძლივი ტკივილი. ნაწლავების დამბლა.
შარდ-სასქესო სისტემება: შარდის გამოყოფის  დარღვევა, ჰემატურია, შარდის შეკავება, აბორტის დროს ტკივილი საშვილოსნოში, საშვილოსნოს ჰიპერტონუსი.
სხვა გვერდითი ეფექტები: თვალების წვა, ტკივილი ზურგის, ფეხის და მხრების არეში, სახსრების ტკივილი, ლეიკოციტების რაოდენობის მომატება.
იშვიათად შეიმჩნევა: (>1%)
სასუნთქი სისტემის მხრივ:  ხანგრძლივი ხველა, 
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში: თავის ტკივილები, მოთენთილობა, დაძაბულობის შეგრძნება.
სხვა გვერდითი მოვლენები: ჟრუანტელი, შეციება ან გაძლიერებული ოფლის გამოყოფა, დროებითი ციებ-ცხელება, კანის სიწითლე, სარძევე ჯირკვლების გადიდება, ძუძუს თავების წვის შეგრძნება, ინექციის ადგილის ტკივილი ან ანთება. წყურვილის გრძნობის გაძლიერება.

უკუჩვენება:

ალერგია დინოპროსტის (ენზაპროსტ-F) მიმართ ან სხვა უტეროტონურ სამკურნალო პრეპარატებზე, მათ შორის ანამნეზში, ანატომიურად და კლინიკურად შევიწროებული მენჯი ან ნაყოფის არასწორი მდებარეობა, ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვების დარღვევების აქტიური ფაზა, წყლულოვანი კოლიტის აქტიური ფაზა. კრონის დაავადება, თირეოტოქსიკოზი, მწვავე ინფექციები, საშარდე სისტემის ან მუცლის მიდამოს ორგანოების ანთება (მაგალითად, გამოხატული ქორიოამნიონიტი, საშვილოსნოს ყელის სპაზმის გამომწვევი კლინიკურად მნიშვნელოვანი ცერვიციტი, რომლის აცილებაც აუცილებელია) ან უკვე მოხდა ნაყოფის ახლო გარსის  დარღვევა (სისხლძარღვთა მიერ დინოპროსტის შეწოვის მომატებული რისკი). ნამგლისებრ - უჯრედოვანი ანემია, გლაუკომა, არტერიული ჰიპერტენზია (160 მმ. ვწს  და მეტი)

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

ოქსიტოცინისა და ერგომეტრინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გაძლიერებული მოქმედება, ასევე გვერდითი ეფექტების გაძლიერება:
პრემედიკაცია:
გვერდითი მოვლენების  გამორიცხვისა და ტკივილის შესამცირებლად შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი კომბინაციები:
კომბინაცია ა ბ გ დ
დალარგანი 100,00 მგ 100,00 მგ 100,00 მგ 50,00 მგ
პიპოლფენი ------- 50,00 მგ 50,00 მგ ------
ატროპინი 0,05 მგ ----- 0,50 მგ  0,25 მგ
სედუქსენი 10,00 მგ ------ ------ ------

ყოველთვის სასურველია მომზადების პერიოდში დალარგანისა და ატროპინის მიღება.
 ზემოთ მოყვანილი კომბინაციებიდან ერთ-ერთის ინტრავენურად შეყვანა მიზანშეწონილია უშუალოდ ენზაპროსტის შეყვანამდე.

ჭარბი დოზა:
დოზის გადაჭარბების კლინიკური ნიშნები: ჩვეულებრივი დოზირებისას გამოვლენილი ეფექტები, მაგრამ არსებითად მეტად გამოხატულ ხარისხში: გულისრევა, ღებინება, კუჭის აშლა.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა: სპეციალური თერაპია: აუცილებლობის შემთხვევაში ამნიონის ბუშტის ქირურგიული გაკვეთა (სამკურნალო პრეპარატის შემცველი რეზერვუარის გაკვეთა). ხელშემწყობი თერაპია: განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ დიდი რაოდენობით სითხის ინფუზიას.
განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები.
შემდეგ შემთხვევებში აუცილებელია თერაპიის რისკის/სარგებელის შეფასება.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები:  გულის დაავადებები, მწვავე სიპტომებით; ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია ანამნეზში ან ამჟამად.
ცენტრალური ნერვული სისტემა: ეპილეფსია-ანამნეზში ან ამჟამად
ენდოკრინული  სისტემის  და ნივთიერებათა ცვლის დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი ანამნეზში ან ამჟამად.
კუჭ-ნაწლავთა დაავადებები - ჰეპატიტი, ღვიძლის მწვავე დაავადებები-ამჟამად ან ანამნეზში.
შარდ-სასქესო სისტემა: თირკმელის მწვავე დაავადება-ამჟამად ან ანამნეზში; პრეეკლამფსია, საშვილოსნოს ყელის შევიწროება, საშვილოსნოს ყელის კუნთის ან  საშვილოსნოს შემაერთებელი ქსოვილის სიმსივნე, საშვილოსნოზე   ადრე ჩატარებული ქირურგიული ჩარევა (იზრდება საშვილოსნოს რუბტურის რისკი), არაერთხელ  ნამშობიარებ ქალებში.
სხვა შემთხვევები: ანემია ანამნეზში.
შემთხვევითი შეწოვის შემთხვევაში შეიძლება გამოწვეულ იქნას გულისრევა, ღებინება, ბრონქული სპაზმი, პერეფერიულ სისხლძარღვთა სპაზმი, გულყრა, საერთო სისუსტე, მაღალი არტერიული წნევა ან პანიკის შეგრძნება, მაგრამ ვინაიდან ენზაპროსტ-F ახასიათებს სწრაფი მეტაბოლიზმი, ყველა  მოვლენა მოკლევადიანია და გარმავალია (15-30 წუთ.) და არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა.
ჩარევის  შემდგომ აუცილებელია ადექვატური გამოკვლევა ორსულობის სრული დასრულების დადგენის მიზნით.  მას შემდეგ, რაც დაწყებულია ორსულობის შეწყვეტა დინოპროსტით, საჭიროა  მისი დასრულებისათვის ყველაფრის გაკეთება, რადგანაც პრეპარატის მოქმედება ნაყოფზე არ არის დადგენილი.

გამოშვების ფორმა:

5 გამჭირვალე შუშის ამპულა ერთი გადასატეხი წერტილით (OРС) 1 მლ (5 მლ) მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე-15ºC დაბლა.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ შეფუთვაზე მითითებული ვადის განმავლობაში.

გაცემის პირობები:

ენზაპრისტი-F არის მხოლოდ სტაციონარის პირობებში გამოსაყენებელი პრეპარატი.

მწარმოებელი:

სს “ხინოინი” ფარმაცეტული და ქიმიური პროდუქტების ქარხანა.
უნგრეთი (მისამართი: Tó utca 1-5.  1045 Budapest,).