ფეროფოლინი #30კაფს

 

ფეროფოლინი / Ferofolin

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: MedicoDomus
  • მწარმოებელი ქვეყანა: სერბეთი
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა №30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა:

თითოეული კაფსულის შემადგენლობაში აქტიური კომპონენტების სახით შედის:

ფოლიუმის მჟავა - 400 მკგ, რკინა- 20 მგ, სელენი - 46 მკგ, თუთია - 9,6 მგ, ვიტამინი C – 80 მგ, ვიტამინი B1-1,2 მგ, ვიტამინი B2-1,5 მგ,  ვიტამინი B6 – 2 მგ, ვიტამინი B12-2 მკგ, სპილენძი - 2 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:  მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი. კაფსულა: ჟელატინი.

რკინა - წარმოდგენილია უნიკალური ფორმით რკინის ხელატის (რკინის ბისგლიცინატი) სახით. ელექტრონულად ნეიტრალურია, არ იშლება კუჭ–ნაწლავის წვენის ზემოქმედებით, შეუცვლელი სახით გადადის ნაწლავებში, რაც უზრუნველყოფს რკინის სწრაფ და ადვილად ათვისებას. რკინის ბისგლიცინატი არ ბლოკავს სხვა ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას . მისი ბიოშეღწევადობა 75%–ით (3–4ჯერ) აღემატება  რკინის სხვა ფორმების (ფუმარატი, სულფატი) ბიოშეღწევადობას.  რკინის ბისგლიცინატის 20 მგ თერაპიული მოქმედებით აღემატება რკინის სხვა სახეობების რეკომენდებულ დღიურ დოზებს. რკინის ხელატი წარმოადგენს სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილ რკინას, რომელიც სწრაფად შეიწოვება, არ აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები და არ იწვევს ყაბზობას.

თუთია -  „ჯადოსნურ ელემენტს“ უწოდებენ და ის მართლაც ამართლებს თავის სახელს. მიკროელემენტებს შორის თუთია მეორე ადგილს იკავებს რკინის შემდეგ. ორგანიზმში ნებსიმიერ უჯრედს სჭირდება თუთია და სამასამდე ფერმენტი ახორცილებს თავის ფუნქციებს თუთიის წყალობით. თვალის, ღვიძლის, თავის ტვინის, კუნთების, სასქესო ორგანოების უჯრედები შეიცავენ თუთიას.

სელენი - მიკროელემენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოველმყოფელობაში, განსაკუთრებით კი ბავშვობისა და მოზარდ ასაკში. სიჯანსაღეს უნარჩუნებს კანს.ხელს უწყობს თირკმელებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციობას.გავლენას ახდენს ვირუსებისა და ბაქტერიების საწინააღმდეგო თავდაცვითი ფუქციების ჩამოყალიბებაზე; უნარი შესწევს, გაანეიტრალოს ზოგიერთი კანცეროგენი.

ფოლიუმის მჟავა (B9) და სხვა B ჯგუფის ვიტამინები( B1, B2, B6, B12) უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციობას, ერთობლივად აგებენ პასუხს ორგანიზმის ენერგეტიკულ ცვლაზე, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციობაზე, ზრდის პროცესებსა და უჯრედთა გამრავლებაზე. B ჯგუფის ვიტამინების ერთობლივი მოქმედება ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე ამ ჯგუფში შემავალი თითოეული ვიდრე თითოეული ვიტამინისა ცალკ-ცალკე.

სპილენძი - დიდი რაოდენობითაა კანის ქსოვილში, ღვიძლში, კუნთებსა და ძვლებში. იგი მოქმედებს როგორც თანაფაქტორი სხვადასხვა ფერმენტებსა და სპილენძზე დაფუძნებულ პიგმენტებში.     

ვიტამინი C -  მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლების ცვლაში, სისხლის შედედებაში, ქსოვილების რეგენერაციაში; ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას

          

ჩვენებები:

-  ჰიპო- და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკაბა ბავშვებსა და     მოზრდილებში;

- გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება ან მომატებული დატვირთვა,  დაღლილობა,  ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა;

- გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის, მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;

- სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;

- სქესობრივი მომწიფების პერიოდში;

- მკაცრ დიეტაზე ყოფნის დროს;

- ნევროზების, ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალისა და კანის დაავადებების, თმის ცვენის და სხვა ქრონიკული დაავადებებისას.

- ორსულობა - ლაქტაციის პერიოდი.

 

გამოყენების წესი და დოზირება

2 წლიდან ბავშვებში და მოზრდილებში: 1 კაფსულა დღეში ერთხელ.

შესაძლებელია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის  შერევა სხვადასხვა სითხესთან (წყალი,  წვენი).